“გოლდენ სტეიტი” სუპერ ფინალს მიუახლოვდა

სტეფ კარის და ენდრიუ ვიგინსის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “გოლდენ სტეიტმა” სტუმრად 109-100 დაამარცხა “დალასი” და საპლეიოფო სერიაში 3-0 დაწინაურდა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას, თუმცა “იგრძნობოდა” რომ “ვორიორზი” უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. მისი ლიდერები სტაბილურად აგროვებდნენ ქულებს, “მავერიქსიდან” კი მაღალ დონეზე ერთადერთი კაცი თამაშობდა – ლუკა… Continue reading “გოლდენ სტეიტი” სუპერ ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტის” იოლი გამარჯვება “დალასთან”

NBA-ში სტარტი აიღო დასავლეთ კონფერენციის ფინალურმა სტადიამ. საპლეიოფო სერიის პირველ მატჩში “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “დალასს” და მეტოქე საკმაოდ მარტივად 112-87 დაამარცხა. შეხვედრის სტარტზე სროლები არ წაუვდიათ ვორიორზის ლიდერებს –  კლეი ტომფსონს და სტეფ კარის. სამაგიეროდ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ენდრიუ ვიგინსი, რომელმაც როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. “დალასის” შეტევითი ტაქტიკა მარტივი გასაშიფრი… Continue reading “გოლდენ სტეიტის” იოლი გამარჯვება “დალასთან”

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალშია

დაძაბული და საინტერესო გამოდგა საპლეიოფო დაპირისპირება “გოლდენ სტეიტსა” და “მემფისს” შორის. მეექვსე მატჩში “ვორიორზმა”  საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ჯა მორანტის გარეშე დარჩენილ “გრიზლის” და მეტოქე 110-96 დაამარცხა. “გოლდენ სტეიტმა” საპლეიო სერია 4-2 მოიგო და კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც ფინიქს/დალასს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 42 წუთის განმავლობაში პარკეტზე აბსოლიტურად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, 13 ჯერ შეიცვალა ლიდერი, არაერთხელ დაფიქსირდა… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალშია

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტი” აგრძელებს წარმატებულ სვლას დასავლეთ კონფერენციის ფინალისკენ. ნახევარფინალური სტადიის, სერიის მეოთხე მატჩში “ვორიორზმა” საკუთარ მოედანზე 101-98 სძლია “მემფისს”, 3-1 დაწინაურდა და ერთადერთი გამარჯვება სჭირდება, რათა ფინალის საგზური მოიპოვოს. მეოთხე შეხვედრას ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა – პირადი პრობლემების გამო მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ტოვებდა მატჩს, ხოლო სტუმრებს მთავარი ვარსკვლავი – ჯა მორანტი დააკლდათ… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ნახევარფინალშია

საპლეიო სერიის მეხუთე შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” სტეფ კარის 30 ქულის წყალობით 102-98 დაამარცხა “დენვერი” და კონფერენციის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, ნიკოლა იოკიჩი და მისი “ნაგეთსი” კი საპლეიოფო ბატალიებს ემშვიდობებიან. საწყისი 30 წუთის განმავლობაში “დენვერი” ნიკოლა იოკიჩის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე(30 ქულა+19 მოხსნა+8პასი) საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა CHASE CENTER-ში. როგორც კი სერბმა ცენტრმა მეოთხე პერსონალური ფოლი მიიღო და სათადარიგოთა… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ნახევარფინალშია

ლებრონ ჯეიმსის 56 ქულა და გამარჯვება “გოლდენ სტეიტთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ერთმანეთს “ლეიკერსი” და “გოლდენ სტეიტი” დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში კალიფორნიულმა გუნდმა იმარჯვა 124:116, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 56 ქულა იყო. 37 წლის ლებრონმა თამაშიდან 31-ჯერ ესროლა ბურთი და 19 ჩააგდო, (11-დან 6 სამქულიანი, 13-დან 12 საჯარიმო). ჯეიმსის ანგარიშზე 56 ქულასთან ერთად ასევე იყო 10 მოხსნა, 3 პასი… Continue reading ლებრონ ჯეიმსის 56 ქულა და გამარჯვება “გოლდენ სტეიტთან”

მინესოტელმა მგლებმა “გოლდენ სტეიტი” შეჭამეს

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მინესოტამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ლიგის ერთერთ საუკეთესო გუნდ “გოლდენ სტეიტს”. “თიმბერვულვზის” ლიდერმა კარლ ენტონი თაუნსმა “ვორიორზს” 39 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი 129-114 იმარჯვა. ორივე კლუბი დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს – მასპინძლებს მუხლის ტრავმის გამო არ ყავდათ ენტონი ედვარდსი, ხოლო სტუმრებს სხვადასხვა ტიპის დაზიანების გამო კლეი ტომფსონი, ნემანია ბიელიცა, დრაიმონდ… Continue reading მინესოტელმა მგლებმა “გოლდენ სტეიტი” შეჭამეს

გოგა ბითაძემ „გოლდენ სტეიტს“ მოუგო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა მეორე შემადგენლობით მოასპარეზე „ინდიანას“ და მოულოდნელად 117-121 დამარცხდა. ტრავმების ეპიდემიის ფონზე(საბონისი, თერნერი) „პეისერზის“ მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა სასტარტო ხუთეულში დააყენა გოგა ბითაძე და არც უნანია. ქართველი ცენტრის პირველივე სროლა ზუსტი გამოდგა – გოგამ პერიმეტრიდან გაისროლა და ბურთი კალათში ჩასვა – 3:2 „ინდიანას“ სასარგებლოდ. ბითაძეს ფანტასტიკური… Continue reading გოგა ბითაძემ „გოლდენ სტეიტს“ მოუგო

ანტეტენკუმპოს სამმაგი დუბლი და განადგურებული “გოლდენ სტეიტი”

NBA-ს რეგულარული სეზონის, იანვრის თვის ცენტრალური შეხვედრა მილუოკიში შედგა. ადგილობრივმა “ბაქსმა” დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს – “გოლდენ სტეიტს” უმასპინძლა და მეტოქე 118:99 გაანადგურა. ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა დღევანდელ მატჩს – სტუმრებს დრაიმონდ გრინი აკლდათ, ხოლო ლიგის მოქმედ ჩემპიონებს ჯრუ ჰოლიდეი. შეხვედრის პირველივე წუთებიდან “მილუოკიმ” იანის ანტეტენკუმპოს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე ხელთ იგდო უპირატესობა და მოპოვებული… Continue reading ანტეტენკუმპოს სამმაგი დუბლი და განადგურებული “გოლდენ სტეიტი”

„მემფისმა“ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „მემფისმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „გოლდენ სტეიტს“ და მეტოქე 116-108 დაამარცხა. მატჩის მთავარ დაპირისპირებად გამთამაშებელთა ჯახი მიიჩნეოდა ჯა მორანტი სტეფ კარის წინააღმდეგ. „გრიზლისმა“ შეხვედრა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყო და პირველ ტაიმში 13 სამქულიანიდან 8 ზუსტად მოათავსა კალათში. მასპინძლებმა ხელთ იგდეს ლიდერობა და მეორე მეოთხედში მათმა ჰანდიკაპმა +18-ს… Continue reading „მემფისმა“ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო