კლეი ტომფსონი დაბრუნდა

941 დღიანი პაუზის შემდეგ NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე კლეი ტომფსონი კალათბურთს დაუბრუნდა. რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „კლივლენდს“ და მეტოქე 96:82 დაამარცხა. კლეი „ვორიორზის“ ძირითად ხუთეულში იყო, პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 17 ქულა და 3 მოხსნა იყო. ტომფსონმა თამაშიდან 18-ჯერ ესროლა ბურთი და 7… Continue reading კლეი ტომფსონი დაბრუნდა

სტეფ კარის ისტორიული სამქულიანი და გამარჯვება „მედისონ სქვერ გარდენში“

Golden State Warriors guard Stephen Curry reacts after scoring a 3-point basket during the first half of an NBA basketball game against the New York Knicks, Tuesday, Dec. 14, 2021, at Madison Square Garden in New York. Curry hit his 2,974th 3-pointer Tuesday night in the first quarter of the Golden State Warriors' game against the New York Knicks, breaking the record set by Ray Allen. (AP Photo/Mary Altaffer)

საღამო, რომელიც სამუდამოდ ჩაეწერა NBA-ს მრავალფეროვან ისტორიაში. „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ „ნიუ იორკთან“ მატჩში, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 7:33 წუთით ადრე მეორე სამქულიანი „ჩასვა“ კალათში და ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე მეტი სამქულიანის ჩამგდები კალათბურთელი. სტეფ კარი – NBA-ს ყველა დროის საუკეთესო სნაიპერი. „გოლდენ სტეიტის“ ოქროს ბიჭუნას 789 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რათა გაეუმჯობესებინა რეი ალენის რეკორდი.… Continue reading სტეფ კარის ისტორიული სამქულიანი და გამარჯვება „მედისონ სქვერ გარდენში“

სტივ კერი:“დრაიმონდ გრინი მსოფლიოს საუკეთესო დამცველი კალათბურთელია“

„გოლდენს სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა გუნდის ლიდერ დრაიმონდ გრინზე და მის უდიდეს როლზე გუნდში. „დრეიმონდი, ჩემი აზრით საუკეთესო დამცველია მსოფლიო კალათბურთში. რასაც ის აკეთებს მოედანზე, მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობების ხარჯზე არაა, ეს არის თამაშის ხედვა და უმაღლესი საკალათბურთო აი ქიუ (IQ). მისი უნივერსალიზმი თითოეულ ეპიზოდში იგრძნობა – თუ როგორ მარტივად შიფრავს მეტოქის გადაწყვეტილებას,… Continue reading სტივ კერი:“დრაიმონდ გრინი მსოფლიოს საუკეთესო დამცველი კალათბურთელია“

„ფინიქსის“ მოგებათა სერია „გოლდენ სტეიტმა“ დაასრულა

NBA-ში დასრულდა „ფინიქსის“ 18 მატჩიანი მოგებათა სერია. „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ „ჩეიზ სენთერში“ უმასპინძლა „სანზს“ და მეტოქე 118:96 გაანადგურა. არიზონული კლუბი მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – ტრავმის გამო არ თამაშობდა გუნდის ლიდერი დევინ ბუკერი, მის გარეშე კი „ფინიქსს“ ძალიან გაუჭირდა. მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს სათამაშო უპირატესობა და ანგარიშში წინ გაიჭრნენ 28:21. მშვენივრად გამოიყურებოდა სტეფ კარი,… Continue reading „ფინიქსის“ მოგებათა სერია „გოლდენ სტეიტმა“ დაასრულა

სტეფ კარის 40 ქულა და მორიგი რეკორდები

NBA-ს რეგულარულ სეზონში გრძელდება „გოლდენ სტეიტის“ დომინანტური სვლა. „ვორიორზმა“ ამჯერად სტუმრად დაამარცხა „კლივლენდი“ 104:89 და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა (13 მოგება, 2 წაგება). მატჩის საუკეთესო მოთამაშე რათქმაუნდა სტეფ კარი გახდა, რომელმაც 40 ქულა ჩაუგდო „კავალიერზს“ და მორიგი შოუ წარმოდგენა დადგა პარკეტზე. NBA-ს „პიტერ პენმა“ თამაშიდან 27-ჯერ ესროლა ბურთი და 15 ჩააგდო, სტეფმა პერიმეტრიდან… Continue reading სტეფ კარის 40 ქულა და მორიგი რეკორდები

ერთი მსახიობის თეატრი – სტეფ კარის საკალათბურთო შოუ „ბრუკლინთან“

NBA-ს რეგულარული სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება ბრუკლინში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „ნეთსი“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „გოლდენ სტეიტს“ მასპინძლობდა. შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით ანგარიშში წინ გასვლას, რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი. „ვორიორზის“ რიგებიდან 12 ქულა ქონდა სტეფ კარის, ისევე როგორც „ბრუკლინის“ ლიდერ კევინ დურანტს. მასპინძლებმა საწყისი 6 სროლა ზუსტად გამოიყენეს… Continue reading ერთი მსახიობის თეატრი – სტეფ კარის საკალათბურთო შოუ „ბრუკლინთან“

სტეფ კარი NBA-ს ისტორიაში შევიდა

“გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი NBA-ს ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მატჩში 50 ქულა ჩააგდო და 10 შედეგიანი პასი შეასრულა. “ვორიორზის” 33 წლის გამთამაშებელმა დაამხო ლეგენდარული ვილტ ჩემბერლენის რეკორდი, რომელმაც 1968 წელს, 31 წლის ასაკში NBA-ს მატჩში 53 ქულა, 32 მოხსნა და 14 პასი შეასრულა. ორშაბათს, “ატლანტასთან” მოგებულ მატჩში (127:113) სტეფის ანგარიშზე 50 ქულა,… Continue reading სტეფ კარი NBA-ს ისტორიაში შევიდა

სტეფ კარი და მაილზ ბრიჯესი – ნბას კვირის საუკეთესო მოთამაშეები

ნბა-ს 2021/22 წლების სეზონის პირველი სათამაშო კვირის(19-24 ოქტომბერი) საუკეთესო მოთამაშეებად „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი (დასავლეთ კონფერენცია) და „შარლოტის“ ფორვარდი მაილზ ბრიჯესი დასახელდნენ. გასულ კვირას „ვორიორზმა“ სამივე მატჩი მოიგო, კარის საშალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურებოდა 31 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი. სეზონის წინ, აუტსაიდერად „მონათლულმა“ „შარლოტმა“ ასევე 3 მატჩიანი მოგებათა სერიით დაიწყო რეგულარული. ბრიჯესის… Continue reading სტეფ კარი და მაილზ ბრიჯესი – ნბას კვირის საუკეთესო მოთამაშეები

კლეი ტომფსონი საკალათბურთო მოედანს 25 დეკემბერს დაუბრუნდება

2 წელზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც „გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავმა უკანახაზელმა – კლეი ტომფსონმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და საკალათბურთო მოედანს ჩამოსცილდა. 2019 წლის ნბა-ს სუპერფინალის მიმდინარეობისას კლეიმ მუხლი დაიზიანა და და დიდი ხნით გამოაკლდა გუნდს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ტომფსონი 2020 წლის ნოემბერში მცირე ხნით ჩადგა „მწყობრში“, თუმცა მალევე განმეორებითი დაზიანება მიიღო და ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.… Continue reading კლეი ტომფსონი საკალათბურთო მოედანს 25 დეკემბერს დაუბრუნდება