კურიოზული მომენტი ინგლისის ჩემპიონშიფში. სანდერლენდის ფეხბურთელმა ლუკ ონილმა ბრისტოლთან შეხვედრაში ალექს სკოტს ბურთი ვერ წაართვა და ზურგზე შეაჯდა… ამისთვის გაფრთხილება მიიღო, საინტერესო იყო ასევე ონილის მატჩისშემდგომი კომენტარი: „ყველა მიხვდებოდა, რომ იდიოტი ვარ. რა მოხდა, ცოტა კიდევ გავერთოთ. საუკეთესო ვიდეორგოლის ან კომენტარის ავტორი სანდერლენდის მაისურს მოიგებს“ – დაწერა ონილმა Twitter-ზე. Right then, we've all established I'm… Continue reading ონილი: ყველა მიხვდებოდა, რომ იდიოტი ვარ… (+video)
Tag: გოლი
ასფალტი, ამპუტაცია, ყავარჯნები… წლის საუკეთესო გოლი? (+video)
გოლი, რომელიც დიდი შანსია, 2022 წლის საუკეთესოდ დაასახელონ…The Best-ის დაჯილდოვებაზე, 27 თებერვალს. ამას აღწერა სჭირდება? ნახეთ, რა მაკრატელას ასრულებს ამპუტანტი ფეხბურთელი მარცინ ოლექსი. ის პოლონელია, პოზნანის ვარტაში თამაშობს. როგორ გამოუვიდა ასეთი გოლი? „პარტნიორი ბურთთან რომ მივიდა, მაშინვე ვიგრძენი, რომ პასს ჩემზე გააკეთებდა. რომ დავარტყი, თან ვუყურებდი და არ დამავიწყდება წამის მეასედი, როცა კუთხეში შეფრინდა… Continue reading ასფალტი, ამპუტაცია, ყავარჯნები… წლის საუკეთესო გოლი? (+video)
საოცარი, სასაცილოც… რა გოლი ჩათვალეს იტალიაში! (+video)
იტალიის ახალგაზულ ლიგაში მსაჯმა საოცრება ჩაიდინა. ჩათვალა არარსებული გოლი… ბურთი ბადეს გარედან მოხვდა და მერე კარს უკან გადავარდა, მაგრამ მსაჯმა ანდრეა რომანომ – გოლიაო! გუნდებიც დავასახელოთ: კასტელანო სტუმრად ეთამაშებოდა ნოიკატაროს. ეს „გოლი“ სტუმრებმა „გაიტანეს“ და ზეიმიც დაიწყეს, რამაც უფრო გაამწარა მასპინძლები. თან, ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა და კასტელანმა აღიარა, გოლი არ იყო და მზად ვართ… Continue reading საოცარი, სასაცილოც… რა გოლი ჩათვალეს იტალიაში! (+video)
ეს რა სიგიჟეა? რა გოლი გაიტანა მეკარემ… (+video)
პორტუგალიაში მეკარემ სასწაული სიზუსტით გაიტანა… 70 მეტრიდან დარტყმით. ეს რანგით მეორე ლიგაში: ბენფიკას დუბლები აგებდნენ ტროფენსესთან, მეორე ტაიმში ლისაბონელთა მეკარე სამუ სოარეშმა მოულოდნელად დაარტყა კარში. ეს არ იყო ჩვეულებრივი თავზე გადაგდება… სოარეშმა ძალაზე გათვლითაც დაარტყა და მეკარეც სულ ოდნავ იყო კარიდან გამოსული. ტროფენსეს გოლკიპერი გადახტა, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ მეკარეს და ისე შევარდა კარში.… Continue reading ეს რა სიგიჟეა? რა გოლი გაიტანა მეკარემ… (+video)
გინესის წიგნში… გოლი 101 მეტრიდან! (+video)
პორტუგალიაში ისეთი გოლი გავიდა, შესაძლოა გინესის რეკორდების წიგნში ჩაწერონ. ფეირენსეს მეკარე არტურ აუგუსტომ მორეირენსესთან მატჩში 101 მეტრიდან გაიტანა… და პორტუგალიური საიტები წერენ, რომ ყველაზე „შორეული“ გოლია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. გინესის წიგნში წერია, რომ რეკორდი ნიუპორტის მეკარე ტომ კინგს ეკუთვნის, რომელმაც შარშან 96 მეტრის სიშორიდან დაარტყა და ისე გაიტანა. შემოწმდება და ალბათ არტურ აუგუსტო შევა ისტორიაში.… Continue reading გინესის წიგნში… გოლი 101 მეტრიდან! (+video)
გერმანიაში ქუსლით გოლია მოდაში… (+ 2 video)
გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში ორი ქუსლური გოლი ვნახეთ. აი, ნახვად ნამდვილად ღირს… პირველი: ჰოფენჰეიმის ფეხბურთელმა კრისტოფ ბაუმგარტნერმა გაიტანა ლევერკუზენს. ჰოფენჰაიმმა 3:0 მოიგო. მეორე: აუგსბურგის შემტევმა ერმედინ დემიროვიჩმა გაუტანა მაინცს. აუგსბურგს ამ გოლმა მაინც ვერ უშველა – 1:2 წააგო. STOP THAT CHRISTOPH BAUMGARTNER. Best goal of the season so far? : @ESPNFCpic.twitter.com/nlOpfqNRd3 — CBS Sports Golazo… Continue reading გერმანიაში ქუსლით გოლია მოდაში… (+ 2 video)
სამპდორიას ფეხბურთელის გოლ-კლასი (+video)
ნახეთ, რა გოლი გავიდა სამდორია-ბეშიქთაშის ამხანაგურ მატჩში – 1:1. სამპდორიას 25 წლის ნახევარმცველმა აბდელჰამიდ საბირიმ ცენტრიდან იშვიათი სიზუსტით დაარტყა. ბურთმა მიუხვ-მოუხვია და ისე ჩაეშვა კარში. თან სილამაზეს ის მატებდა, რომ საბირმა ერთი შეხებით გაიტანა… ეს მაროკოელი ფეხბურთელია, რომელმაც პროფესიული კარიერა გერმანიაში დაიწყო და გერმანიის ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი. | WOW Non troviamo le parole… Continue reading სამპდორიას ფეხბურთელის გოლ-კლასი (+video)
მხიარული არგენტინა (+video)
მხიარულად ჩაიარა არგენტინის ჩემპიონატის მატჩმა: გოდოი კრუსი-ველეს სარსფილდი 1:1… ორი მაგარი ეპიზოდი ვნახეთ. მე-3 წუთზე ველეს სარსფილდის მეკარე ლუკას ოიოსმა უხეში შეცდომა დაუშვა. ბურთი თავისუფლად შეეძლო აეღო, მაგრამ ჯერ არ დაიჭია, მერე კუთხურის ხაზიდან შიგნით შემოაგდო და თავდამსხმელს ფაქტიურად გაუმზადა გასატანად. მერე კი ველეს სარსფილდის მწვრთნელმა ალეხანდრო მედინამ მარჯვენა მცველის ფუნქცია შეასრულა და მეტოქე ფეხბურთელს… Continue reading მხიარული არგენტინა (+video)
გოლი ლამის ალპებიდან… (+video)
ნახეთ რა გოლი გაიტანა რონი როდლენმა. ამ ფეხბურთელის სახელ-გვარი ბევრ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გოლი ბრწყინვალე იყო. 32 წლის ფრანგი როდლენი შვეიცარიის სერვეტში თამაშობს და სენტ-გალენს გაუტანა ჩემპიონატის პირველ ტურში… თან, როდლენის ეს ლამის ალპებიდან დარტყმული მომგებიანი გამოდგა. 1:0… 𝗠𝗲𝘀𝗱𝗮𝗺𝗲𝘀 𝗲𝘁 𝗠𝗲𝘀𝘀𝗶𝗲𝘂𝗿𝘀, 𝗹𝗲 𝗯𝘂𝘁 𝗱𝗲 𝗹’𝗮𝗻𝗻𝗲́𝗲 𝘃𝗼𝘂𝘀 𝗲𝘀𝘁 𝗼𝗳𝗳𝗲𝗿𝘁 𝗽𝗮𝗿 𝑹𝒐𝒏𝒏𝒚 𝑹𝒐𝒅𝒆𝒍𝒊𝒏 On ne s’en remet… Continue reading გოლი ლამის ალპებიდან… (+video)
მეკარის გოლი მაკრატელათი… ბოლო წუთზე (+video)
მეკარის გოლი როგორ არ გვინახავს, მაგრამ ასეთი?! ნორვეგიის მეორე ლიგში კლუბ სოტრას მეკარე მორტენ გრასმომ მაკრატელათი გაუტანა იულერნს… ეს მოხდა 90+5 წუთზე და გრასმომ ქულა მოუტანა გუნდს: 2:2. მორტენ გრასმოს მთელი კარიერა სოტრაში აქვს გატარებული.