გორეცკა: მწვრთნელს პრობლემა უნდა შევუქმნათ

ბაიერნის ერთერთმა ლიდერმა, ლეონ გორეცკამ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მწვრთნელს სასტარტო შემადგენლობის დასახელება უნდა უჭირდეს “ჩვენ გვინდა, რომ მწვრთნელს სასტარტო შემადგენლობის არჩევა გაუჭირდეს. ამას ახლა წარმატებით  ვაკეთებთ,” – თქვა ლეონმა. თასის შეხვედრაში, სადაც ბაიერნმა ვიქტორია კიოლნი 5:0 გაანადგურა, სასტარტოში გრავენბერხი და ტელი მოხვდნენ, სადაც გატანა ორივემ მოახერხა. კიოლნს გორეცკამაც გაუტანა. რაც შეეხება… Continue reading გორეცკა: მწვრთნელს პრობლემა უნდა შევუქმნათ

გრავენბერხი ბაიერნის ფეხბურთელია!

უკვე ოფიციალურად, რაიან გრავენბერხი ბაიერნის ფეხუბრთელია! ნიდერლანდელმა და მიუნხენურმა გრანდმა ხელი 5 წლიან თანამშრომლობას მოაწერეს! რეკორდმაისტერმა 25 მილიონი ევრო გადაიხადა.   მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში, გრავენბერხი ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელიც აიაქსიდან ბაიერნში გადაბარგდა, რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთელებმა მაზრაუის ტრანსფერიც დაადასტურეს…

მაზრაუი და გრავენბერხი ბაიერნში – ფინანსური დეტალები გაირკვა

  როგორც ბილდი წერს, ბაიერნმა მაზრაუისა და გრავენბერხის ტრანსფერები განახორციელა. რეკორდმაისტერის ფინანსურ შესაძლებლობებს ლიმიტი აქვს, თუმცა ამ ფეხბურთელებისთვის – საკმარისი. ბილდი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „ეს ტრანსფერები თითმის შეთანხმებულია. ბაიერნს ორივე ფეხბურთელთან წინადადებები გაკეთებული აქვს და გრავენბერხმა ნაგელსმანს უკვე თანხმობა განუცხადა“  

რაიანი არაა რიგითი… სად წავა აიაქსის ხერხემალი?

      აიაქსელი რაიან გრავენბერხი 19 წლისაა, მაგრამ ცენტრში თამაშს ისე ალაგებს და ისე ლიდერობს, გამოცდილებს შეშურდებათ. ბაიერნი N 1 ფავორიტია  გრავენბერხისთვის ბრძოლაში. ნიდერლანდელი ნახევარმცველი სხვა გრანდებსაც სურთ. უპირველესად, მანჩესტერ იუნაიტედსა და იუვენტუსს, თუმცა ბაიერნი უფრო აქტიურია: სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი აიაქსის წარმომადგენლებს შეხვდა ამ საკითხზე. ბაიერნი 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ფეხბურთელის აგენტი… Continue reading რაიანი არაა რიგითი… სად წავა აიაქსის ხერხემალი?