დახატული პასი – შტურმმა კიტეიშვილის საგოლე გადაცემით მოიგო

ავსტრიის ჩემპიონატის 26-ე ტურში გრაცის შტურმმა, რომლის ღირსებასაც ოთარ კიტეიშვილი იცავს, ვენის აუსტრიას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთაერთი გოლი 52-ე წუთზე სწორედ კიტეიშვილის საგოლე გადაცემით გავიდა. ჩვენებურმა თანაგუნდელს ბრწყინვალე პასი გაუკეთა. კიტეიშვილს ტრავმის გამო დაახლოებით 5 თვე გაუცდა. გამოჯანმრთელების შემდეგ მან მესამე ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 26 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე 17 შეხვედრა და 3 გოლია.