გოლებით რუნის კვალში

ჩელსის თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა, ჩემპიონთა ლიგაში 2014 წლის სექტემბერში შეჯიბრებაზე დებიუტის შემდეგ 44 გოლში (27 გოლი და 17 საგოლე გადაცემა) მიიღო მონაწილეობა. ეს ამ დროის განმავლობაში ტურნირზე ინგლისელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, სტერლინგს ტურნირზე სულ რაღაც სამი ბურთი აშორებს ინგლისელ მოთამაშეებს შორის ყველა დროის საუკეთესო მეგოლის რეკორდის გასამეორებლად. სიას უეინ რუნი ლიდერობს 30 გოლით.… Continue reading გოლებით რუნის კვალში

პოტერი: ენცოს ფასი? ნახეთ, ვისში ითხოვენ ასეთ ფულს…

გრემ პოტერმა ენცო ფერნანდესში გადახდილ 121 მილიონ ევროზე ისაუბრა.  ლონდონური კლუბის ხელმძღვანელს ჰკითხეს, რამდენად სარისკო იყო მოთამაშის ასეთ ფასად ყიდვა, როდესაც ის, წინა წელს, ბენფიკაში 10 მილიონ ევროდ გადავიდა… “მესმის, ასეთ სიტუაციას თამაშს რატომაც ეძახიან. ნებისმიერი ტრანსფერი – გამოწვევაა.  შეხედეთ სატრანსფერო ბაზარს – სავსეა ისეთი ფეხბურთელებით, რომლებსაც მსოფლიო არ მოუგიათ და მასში დიდ თანხას ითხოვენ. ჩვენ… Continue reading პოტერი: ენცოს ფასი? ნახეთ, ვისში ითხოვენ ასეთ ფულს…

“პოტერი ჯადოქარი არ არის”

ჩელსის ყოფილმა ფეხბურთელმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ემანუელ პეტიმ გრემ პოტერის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მას დრო უნდა მისცენ… “ბრაიტონსა და ჩელსის შორის დიდი განსხვავებაა. მის გასახდელში ახლა ბევრი ვარსკვლავია, რომლებსაც დიდი ამბიცია აქვთ და უკამყოფილოც ბევრი იქნება. იმედგაცრუების მესმის, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება. ფეხბურთელებმა სარკეში უნდა ჩაიხედონ და საკუთარ თავთან… Continue reading “პოტერი ჯადოქარი არ არის”

ჩელსი პოტერს ენდობა

პრემიერლიგის მე-16 ტურში, ნიუკასლთან მარცხის შემდეგ (0:1), ჩელსის მთავარ მწვრთნელ გრემ პოტერს, დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. ტაბლოიდებმა მისი შესაძლო გადადგომის შესახებაც კი დაიწყეს წერა. გუნდი ცხრილში მერვე ადგილზეა. მაგრამ, კლუბში განაცხადეს, რომ გრემს ენდობიან. მათი ხანგრძლივვადიანი პროექტი ახალი დაწყებულია და მიაჩნიათ, რომ პოტერი ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია და იდეალურად ეხამება კლუბის ღირებულებებს – წერს ტვიტერში… Continue reading ჩელსი პოტერს ენდობა

პოტერის მაგიური ჯოხი

გრემ პოტერი ნიჭიერი სპეციალისტი რომ იყო, ბრაიტონში დაამტკიცა. ახლა უკვე ეჭვია, რომ ჰოგვორტსში ისწავლა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, მილანთან გამარჯვების შემდეგ (2:0), ლურჯების მთავარი მწვრთნელის რანგში, გრემისთვის მისი მეოთხე მოგება იყო. პოტერის ხელში, ჩელსის ერთი მატჩიც კი არ წაუგია – ფრეც მხოლოდ ერთი, ზალცბურგთან, 47 წლის სპეციალისტისთვის პირველ მატჩში. არისტოკრატები შემდეგ შეხვედრას ვილასთან გამართავენ, 16… Continue reading პოტერის მაგიური ჯოხი

ჩელსის ახალი მწვრთნელი ცნობილია

ტომას ტუხელს დინამო ზაგრებთან ხორვატიაში მარცხი (0:1) არ აპატიეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებს ლიგა მოაგებინა. ფაბრიციო რომანომ ახალი მწვრთნელის შესახებ დაწერა – ის გრემ პოტერი იქნება. გრემი, ამჟამად,  ბრაიტონის მთავარი მწვრთნელია და ინგლისში ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტადაა მიჩნეული. ბრაიტონი 13 ქულით მეოთხე ადგილზეა…