კილიან მბაპე ანტუან გრიზმანს ესაუბრა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობის თემაზე. როგორც იცით, დიდიე დეშამმა პსჟ-ის ფორვარდს გადასცა სამკლავური, რომელიც ბოლოს უგო ლორისს ეკუთვნოდა. მოკლედ, მბაპე ახალი კაპიტანია, რაც გრიზმანს არ ესიამოვნა… ამაზე ფრანგული პრესა წერს. კილიანმა გრიზმანს უთხრა, რომ მისი კარგად ესმის და შესაძლოა თავადაც ნაწყენი დარჩენილიყო. ასევე აუხსნა, რომ სამკლავურის გამო გუნდში მონოპოლიას არ შეეცდება.… Continue reading არ დაიდარდო!..
Tag: გრიზმანი
გრიზმანი: ფანები გაბრაზდნენ? დავიმსახურე…
ატლეტიკოს შემტევმა, ანტუან გრიზმანმა წარსული გაიხსენა და ის მომენტი, როდესაც ბარსელონაში გადავიდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ბლაუგრანას მაისური 2019 წელს მოირგო, წინა სეზონში კი ათლეტების რიგებს დაუბრუნდა “ამ ტრანსფერმა ფანებს დიდი ტკივილი მიაყენა. მათ ყველაფერი მომცეს, მე კი წავედი, რადგან ასე მინდოდა, ასე მჭირდებოდა. ფანების ადგილას, მეც გავბრაზდებოდი. დავიმსახურე. ვცდილობ, რომ ეს დამოკიდებულება შევცვალო. ვინც მიცნობს, იცის,… Continue reading გრიზმანი: ფანები გაბრაზდნენ? დავიმსახურე…
გრიზმანი: მესის სუნთქვას ვგრძნობთ…
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, ანტუან გრიზმანა ლეო მესის შესახებ ისაუბრა. “ვიცით, რომ რთული ფინალი იქნება: ლეო მესი და არგენტინელებით სავსე სტადიონი… მიუხედავად ამ სირთულისა, ჩვენ გვყავს გუნდი და მწვრთნელი, რომელიც ასეთი მატჩებისთვის გვამზადებს. შეგიძლიათ გვენდოთ, მზად ვიქნებით და სიტუაციას გავუმკლავდებით. მაგარი თამაში გველოდება. არგენტინა ძლიერი მეტოქეა და აქამდე მოსასვლელად დიდი სამუშაო გასწიეს. ლეო ნახევარფინალში ბრწყინვალე იყო.… Continue reading გრიზმანი: მესის სუნთქვას ვგრძნობთ…
მამლის ყივილი არ წყდება
საფრანგეთი ნახევარფინალშია და ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ იყურება. შანსიც მშვენიერი, რადგან გუნდი ჰყავთ მშვენიერი (სხვების ფონზე). ორელინ ჩუამენიმ დაიწყო შორიდან გასროლილი ყუმბარით და ზოგადად, ნახევარდაცვაში ინგლისს ვერ ჰქონდა უპირატესობა, როგორც ამას ელოდნენ: ჩუამენი-რაბიოს წყვილი ძალიან ბევრს მუშაობდა და მათ გრიზმანიც ეხმარებოდა. მართალია, ინგლისსაც მხეცივით ცენტრალური ნახევარმცველები ჰყავთ (ბელინგემი-რაისი-ჰენდერსონი), მაგრამ მაინც აგვიანებდნენ ბევრ მომენტში. განსაკუთრებით ეს ჰენდერსონს… Continue reading მამლის ყივილი არ წყდება
მსოფლიოს სიმბოლური – იქ მაგუაიერია…
ცნობილმა გამოცემამ, Whoscored.com-მა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებსაც პოზიციაზე საშუალო შეფასება ყველაზე მაღალი ჰქონდათ მეკარე: სჩესნი (პოლონეთი) – 8.22 დაცვა: ჰაკიმი (მაროკო) – 7:51; კასტელეტო (კამერუნი) – 7.71; ჰარი მაგუაიერი (ინგლისი) – 7:43; ტეო ერნანდესი (საფრანგეთი) – 7.98; ნახევარდაცვა: კაზემირო (ბრაზილია) – 7.89; ფრენკი დე იონგი (ნიდერლანდები) – 7.75;… Continue reading მსოფლიოს სიმბოლური – იქ მაგუაიერია…
ჩემპიონმა წააგო და გავიდა, ტუნისმა მოიგო და ჩარჩა…
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის D ჯგუფში ერთი მერვედფინალისტი ვადამდე გამოვლინდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა, პლეი-ოფის საგზური წინა ტურში მოიპოვა. ბოლო ტურში, ტუნისს აუცილებლად მოგება და პარალელური მატჩის (ავსტრალია – დანია) მისთვის სასურველი შედეგით დასრულება სჭირდებოდა. ფრანგებმა, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა ათამაშეს და მეტოქის კარისკენ არც დაურტყამთ. ჩრდილოაფრიკელებს კი ცდა არ დაუკილათ. მე-8 წუთზე გოლიც… Continue reading ჩემპიონმა წააგო და გავიდა, ტუნისმა მოიგო და ჩარჩა…
მამლებმა “წყევლა” მოხსნეს
მარადიული ქალაქი, რომი ბატებმა როგორ გადაარჩინეს ვიცოდით, ახლა “მამლების” შესახებაც ვიცით – როგორ მოხსნეს მსოფლიო ჩემპიონის “წყევლა”. მოგეხსენებათ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონიდან მოყოლებული, ტრიუმფატორი (იტალია; ესპანეთი, გერმანია) ჯგუფში ჩარჩა. ფრანგებმა ორ ტურში 6 ქულა აიღეს და პლეი ოფ-ის საგზური გაინაღდეს. უშანსოდ დანიელები არ ყოფილან, ეს ანგარიშიდანაც ჩანს (2:1), თუმცა ლურჯების დომინაცია თვალსაჩინო იყო და უფრო… Continue reading მამლებმა “წყევლა” მოხსნეს
მსოფლიო ჩემპიონის თამაში
სენსაციების დღეს, სადაც არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა (1;2) და დანიამ ტუნისს ვერ მოუგო (0:0), საფრანგეთმა ავსტრალიასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:1. ფრანგებს ბევრი პრობლემა აქვთ – მსოფლიოზე კანტე და პოგბა ვერ წავიდნენ, დაწყების წინ კი, ოქროს ბურთის მომგები, ქარიმ ბენზემა გამოაკლდათ. ასევე, კიმპემბეს ტრავმაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ავსტრალია სწორედ რომ საზომი შეიძლება გამოდგეს, ისტორიულად კარგი… Continue reading მსოფლიო ჩემპიონის თამაში
საფრანგეთის ნაკრების ოფიციალრი შემადგენლობა!
კატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც სტარტს 20 ნოემბერს აიღებს, დიდიე დეშამმა ეს შემადგენლობა დაასახელა მეკარეები: ალფონს არეოლა (“ვესტ ჰემი”); უგო ლორისი (“ტოტენჰემი”); სტივ მანდანდა (“რენი”) დაცვა: ლუკა ერნანდესი (“ბაიერნი”); ტეო ერნანდესი (“მილანი”); პრესნელ კიმპემპბე (“პსჟ”); იბრაიმა კონატე (“ლივერული”); ჟიულ კუნდე (“ბარსელონა”); ბენჟამენ პავარი (“ბაიერნი”); ვილიამ სალიბა (“არსენალი”); დაიო უპამეკანო (“ბაიერნი”); რაფაელ ვარანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)… Continue reading საფრანგეთის ნაკრების ოფიციალრი შემადგენლობა!
ფული… მბაპე პირველია (+ათეული)
კილიან მბაპე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია მსოფლიოში. ეს მაისში გაფორმებული სუპერკონტრაქტის წყალობით. ყოველწლიური რეიტინგი გამოქვეყნდა (Sportico) და გაირკვა, რომ მბაპე 2022/2023 წლების სეზონში 125 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. აქედან 20 მილიონი სხვადასხვა სპონსორული შემოსავლებია. მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც 113 მილიონ დოლარს აიღებს და აქედან 60 მილიონია სპონსორებისგან. მესამე კი ლეო მესია 110 მილიონით (მათ შორის, 48… Continue reading ფული… მბაპე პირველია (+ათეული)