არსენალი 1:3 სიტი [ვიდეო]

ინგლისის პრემიერლიგაში გადადებული შეხვდა გაიმართა, თან რა აფიშა: არსენალი – სიტი. პირველ ადგილზე მყოფი მეთოფეები ქალაქელებს 3 ქულიანი უპირატესობით დაუხვდნენ. მაგარ შეხვედრაში, ქალაქელებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს (3:1) და ქულებით ლონდონელებს დაეიწვნენ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეთოფეებს თამაში რეზერვში აქვთ. არტეტამ თქვა, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სიტი მსოფლიოში საუკეთესო გუნდიაო… იხილეთ ვიდეო

100 – ჰოლანდი ვეღარ ითვლის

მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგაში გასვლაზე 3:0 მოუგო ვულვზს. ჯეკ გრილიშმა, ერლინგ ჰოლანდმა და ფილ ფოდენმა გაიტანეს. პირველივე წუთზე შეაგდო გრილიშმა და ეს ცოტა კომიკური იყო. საქმე ისაა, რომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ჯეკის კრიტიკის საწინააღმდეგოდ თქვა – ის აქ მხოლოდ გოლებისთვის და საგოლე პასებისთვის არ მოსულა, სტატისტიკის იქითაც არის ბევრი რამეო. ჰოლანდს რაც შეეხება, გადახედეთ მის… Continue reading 100 – ჰოლანდი ვეღარ ითვლის

მესი გასართობად (გრილიში-ფოდენი-მესი)

მანჩესტერ სიტიმ ინგლისის თასზე 2:0 მოუგო ჩემპიონშიფის აუტსაიდერ პიტერბოროს, მაგარი კომენტარი კი ჯეკ გრილიშმა გააკეთა… სიტის ათიანმა: „მე და ფილ ფოდენმა თამაშამდე ლეო მესის ვიდეოს ვუყურეთ, საუკეთესო მომენტებს. ეს გზაში, როცა ავტობუსით მივდიოდით. კარგად გავერთეთ. …როცა გოლი გავიტანე, ფოდენი გამოიქცა ჩემსკენ და მითხრა, რომ სწორედ მესის ერთ-ერთ გოლს ჰგავდა, ავტობუსში რომ ვნახეთ“ (BBC)

როცა შენში 100 მილიონ გირვანქას იხდიან, კითხვებიც ჩნდება…

ჯეკ გრილიშმა მანჩესტერ სიტიში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა. გრილიში სიტის საუკეთესო ფეხბურთელი (რბილად რომ ვთქვათ) ჯერ ვერ არის და ერთ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება: „როცა შენში 100 მილიონ გირვანქას იხდიან, ძალაუნებურად ჩავარდები სიტუაციაში, როცა გეკითხებიან: სადაა გოლები? სადაა ასისტები? არის კითხვები, მართლა ხარ ამხელა ღირებულების თუ არა. …ამას ვხვდები, მაგრამ წნეხში არ ვარ. პირიქით ვცდილობ, ეს სიტუაცია… Continue reading როცა შენში 100 მილიონ გირვანქას იხდიან, კითხვებიც ჩნდება…

ისტორიაში პირველად! – ინგლსის ნაკრები ევროპის ფინალშია! [ვიდეო]

ის უცნაური ფაქტი, რომ ფეხბურთის შემქმნელი ქვეყანა აქამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასული არ იყო – დასრულდა! დამატებით დროში, ინგლისის ნაკრებმა დანია დაამარცხა!   მიუხედავად მარცხისა, სკანდინავიელებს, არა მხოლოდ ამ შეხვედრის, არამედ ჩატარებული ტურნირის გამო, მხოლოდ ქება ეკუთვნით.   პირველ ნახევარში, თანაბარი თამაში და ორი გოლი ვიხილეთ – 30-ე წუთზე, დამსგორმა ჯარიმა, როგორც ძლიერად, ასევე ოსტატურად… Continue reading ისტორიაში პირველად! – ინგლსის ნაკრები ევროპის ფინალშია! [ვიდეო]

“მე, სანჩო, რაშფორდი,სტერლინგი – მეშინია ისეთი მაგრები ვართ,” – გრილიში

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა გარეთ საუთგეიტის მუშაობა და “სამი ლომის” ძალა შეაფასა “საუთგეიტი კარგად მექცევა. ვიცი, რომ მასზე ბევრს წერენ, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. ის გუნდს ბრწყინვალედ უძღვება. ინგლისს 6 გარემარბი ჰყავს, რომელიც მსოფლიოს უმეტეს კლუბში ითამაშებდა: მე, სანჩო, რაშფორდი, სტერლინგი, ფოდენი და საკა. მეშინია, ისეთი მაგრები ვართ. ეს ამპარტავნება არ არის, უბრალოდ სიმართლეა. საუთგეიტს არ… Continue reading “მე, სანჩო, რაშფორდი,სტერლინგი – მეშინია ისეთი მაგრები ვართ,” – გრილიში