“ომში დაბადებული” – გურამ ქუთათელაძეზე დოკუმენტური ფილმი გამოქვეყნდა

Blockasset-მა UFC-ს ქართველ მებრძოლზე, გურამ ქუთათელაძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო სახელწოდებით – “გურამი – ომში დაბადებული”. ფილმი საქართველოშია გადაღებული – ქუთათელაძე იხსენებს ბავშვობას, სტუმრობს თავის ძველ სახლს, ინახულებს მაღალმთიან მხარეს და ა.შ. დოკუმენტურ ფილმს არც ქართული სამზარეულოს გარეშე ჩაუვლია.

გურამ ქუთათელაძის მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია

ქართველი ვიკინგი, გურამ ქუთათელაძე, წელიწად-ნახევრიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს ზაფხულში დაუბრუნდება. 19 ივნისს ის ყაზახ დამირ ისმაგულოვს დაუპირისპირდება. ისმაგულოვი UFC-ში 2018 წლიდან ასპარეზობს და ამ დროში 4 გამარჯვების მოპოვება მოახერხა – ოთხივე მსაჯების გადაწყვეტილებით. კარიერაში ჯამსი ისმაგულოვს 23 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. ცოტა ხნის წინ, თოფურიასა და პიმბლეტს შორის მომხდარ ინციდენტს ყაზახი მებრძოლიც გამოეხმაურა. დამირმა… Continue reading გურამ ქუთათელაძის მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია

“კამერებთან არ მინდა თქმა, მაგრამ ვარჯიშზე გცემ ხოლმე” – გურამი ხამზატს გაეხუმრა [VIDEO]

MMA-ს ამომავალი ვარსკლავი, ხამზატ ჩიმაევი და UFC-ს ქართველი მსუბუქ წონოსანი, გურამ ქუთათელაძე ძალიან ახლო მეგობრები არიან. ისინი შვედეთში, All Star-ის დარბაზში წლებია ერთად ვარჯიშობენ. მის მეგობრობაზე ერთსაც და მეორესაც ხშირად უსაუბრია, მეტიც – ჩიმაევი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში მისი დამარცხება არავის შეუძლია, გარდა გურამისა. ჩიმაევის ახალ იუთუბ ვლოგში, ქართველი მებრძოლიც გამოჩნდა და მეგობრებს შორის სახალისო დიალოგიც… Continue reading “კამერებთან არ მინდა თქმა, მაგრამ ვარჯიშზე გცემ ხოლმე” – გურამი ხამზატს გაეხუმრა [VIDEO]