მანჩესტერი დე ხეასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

მანჩესტერ იუნაიტედი დავიდ დე ხეას შენარჩუნებას ცდილობს. ჟურნალისტი ემრე კონურის ინფორმაციით, ბრიტანელები ახალ ხელშეკრულებას ამზადებენ, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. ამ თემაზე თავად მეკარის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია. აქვე გეტყვით, რომ დე ხეას მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. დე ხეა მანჩესტერში 2011 წლის ზაფხულში ატლეტიკოდან გადავიდა. ბოლო სეზონში ფეხბურთელმა 46 მატჩი ჩაატარა, 66 გოლი… Continue reading მანჩესტერი დე ხეასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

მამარდაშვილი მანჩესტერმა მოიკითხა

ძალიან მაგარი ამბავი: გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით მანჩესტერი იუნაიტედი დაინტერესდა. ცნობას ამის შესახებ ესპანური პრესა ავრცელებს და დასძენს, რომ ინგლისელები ვალენსიას უკვე დაუკავშირდნენ. მანჩესტერს ქართველი მეკარე დავიდ დე ხეას შემცვლელად შეუჩევიათ და სავარაუდო სატრანსფერო ფასიც ამად იკითხეს. 1.99 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი მეკარე ვალენსიაში წინა ზაფხულს თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა (თბილისის დინამოს საკუთრება იყო) და მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო… Continue reading მამარდაშვილი მანჩესტერმა მოიკითხა

დავიდ დე ხეა: ეს მორიგი რიგითი მატჩია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება. მოახლოებულ დაპირისპირებაზე იუნაიტედის მეკარემ დავიდ დე ხეამ ისაუბრა, რომელიც გუნდში 2011 წელს სწორედ ატლეტიკოდან გადავიდა. “მე უნდა ვითამაშო იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც საშუალება მომცა გავმხდარიყავი ის რაც ვარ. ეს მორიგი რიგითი მატჩი იქნება. მადრიდის ატლეტიკოს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. არ ვიცი რამდენად რთული იქნება მათ წინააღმდეგ თამაში.… Continue reading დავიდ დე ხეა: ეს მორიგი რიგითი მატჩია

პრემიერლიგის თვის საუკეთესო

მიუხედავად მრავალი წელი თამაშისა, პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება დავიდ დე ხეას აქამდე მოპოვებული არ ჰქონდა. პრემიერლიგაში ის იანვრის თვეში ჩატარებული მატჩების გამო გამოარჩიეს. 31 წლის კარის დარაჯმა მონაწილეობა 4 შეხვედრაში მიიღო, 4 გოლი გაუშვა და 22 სეივი შეასრულა.  

სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგი

დღევანდელი ბლოგი კრიშტიანუ რონალდუს უნდა მივუძღვნა. სხვა გზა არ დამიტოვა. ზოგადად ისეთი შემოდგომა და კონკრეტულად ისეთი კვირა აქვს, რომ… ამ ერთ კვირაში, ჯერ ტოტენჰემთან ანგარიში გახსნა და საგოლე პასიც გადააწოდა, მერე კი ატალანტასთან ორი გაიტანა — პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულში და მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულში. ორივეჯერ გაქვითა. გიჟია, მეტოქეებს გამარჯვებას არ ანებებს. ხელიდან… Continue reading სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგი

შვაინშტაიგერი: დე ხეა ხშირად მეკითხებოდა სჯობდა თუ არ ნოიერს, პასუხი უცვლელი იყო

მიუნხენის ბაიერნის და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა დავიდ დე ხეაზე ისაუბრა. გერმანელმა გაიხსენა, რომ დე ხეა ხშირად ერთ კითხვას უსვამდა პასუხი კი უცვლელი იყო. “როცა მანჩესტერში გადავედი დე ხეამ მკითხა იყო თუ არა ნოიერზე უკეთესი, მე კი ვუთხარი რომ არა. ის ამან ძალიან გააბრაზა. დე ხეა ყოველი წარმატებული მატჩის შემდეგ იგივეს მეკითხებოდა და… Continue reading შვაინშტაიგერი: დე ხეა ხშირად მეკითხებოდა სჯობდა თუ არ ნოიერს, პასუხი უცვლელი იყო