2021 წელიც მიილია, რომელიც ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. მიმდინარე წელს ბევრმა ფეხბურთელმა მოახერხა ქართული გულშემატკივრების გახარება, ბევრმაც გაკვირვება მისი გოლების რაოდენობით. გასული წლის საუკეთესო ქართველი ბომბარდირი, 31 წლის ზაქარია ბეგლარიშვილია, რომელიც მალე ესტონეთის ნაკრებშიც გამოიძახებენ. როგორც ამბობენ მისი დებიუტი 2022 წელს აუცილებლად შედგება. ბეგლარიშვილმა საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ერთხელ, ამხანაგურ მატჩში 11 წუთი ითამაშა ესტონეთის… Continue reading 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი გამტანი
Tag: დავით ვოლკოვი
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში კვლავ გაიტანა (ვიდეო)
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-13 ტურში, ზირამ გაბალას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დავით ვოლკოვმა გაიტანა. ვოლკოვმა გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე შეაგდო, როცა მისი გუნდი 1:2-ს აგებდა. მოგეხსენებათ ჩვენებური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ვოლკოვის ანგარიშზე 13 მატჩი და 10 გოლია.
სიხარულის გემო
განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი. ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ და მიხარია. მიხარია, რომ სამიდან ორი ოფიციალური შეხვედრა იყო, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი; მიხარია, რომ პირველი კოსოვო გავამწარეთ, რომელიც ისე გათავხედდა, რომ ეგონა ჩვენთვის აუცილებლად უნდა მოეგო. მწვრთნელიც კი მოხსნეს, ვიღაც საქართველოსთან როგორ დამარცხდიო; მიხარია, რომ ძლიერი შვედეთი დავამარცხეთ. მართალია, ცინიკოსები ამბობენ, იღბალი და კვარაცხელია დაგვეხმარნენ, თორემ ვერ მოვუგებდითო,… Continue reading სიხარულის გემო
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა – სანიოლმა დებიუტანტს უხმო
საქართველოს ნაკრები ვერც ამ შეკრებაზე ასცდა იძულებით ცვლილებას. ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა. სერენის ფორვარდს აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი დავით ვოლკოვი შეცვლის, რომელსაც ეროვნულ გუნდში პირველად უხმეს. ვოლკოვს მშვენიერი პერიოდი უდგას. აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მან 10 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი… Continue reading საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა – სანიოლმა დებიუტანტს უხმო