დავით ქირია 3 დეკემბერს MFC-ში იბრძოლებს

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კიკბოქსიორი, დავით ქირია, თავის მომდევნო ბრძოლას ფრანკფურტში, Mix Fight Championship-ში გამართავს. ქართველი ფალავანი გერმანელ იოჰანეს ბაასს დაუპირისპირდება. დღეს ოფიციალური აწონვები გაიმართა, ქირიამ და მისმა მეტოქემ წონა წარმატებით დააფიქსირეს. პირისპირ დგომიც საკმაოდ ინტენსიური გამოდგა. ქირიამ წინა ბრძოლა არც ისე დიდი ხნის წინ, 19 ნოემბერს გამართა, გაიმარჯვა და NDC-ს საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ახლა იგი… Continue reading დავით ქირია 3 დეკემბერს MFC-ში იბრძოლებს

დავით ქირიას დასანანი მარცხი მაროკოელ მებრძოლთან [VIDEO]

34 წლის ქართველმა კიკბოქსიორმა, დავით ქირიამ, One Championship-ში კიდევ ერთი ბრძოლა გამართა. ქირია დაუმარცხებელ მაროკოელ მებრძოლს, მუჰამედ ბაუტასას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, 3 რაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში, ქირია დამარცხდა. მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ბაუტასას მიანიჭეს. მაროკოელი მებრძოლი ქირიასთან შედარებით მაღალი და გრძელი იყო, მან ეს ფიზიკური უპირატესობა კარგად გამოიყენა რათა დისტანცია შეენარჩუნებინა და ქირია ახლოს არ მოეშვა –… Continue reading დავით ქირიას დასანანი მარცხი მაროკოელ მებრძოლთან [VIDEO]

სად შეძლებთ დავით ქირიას ბრძოლის ყურებას – ინსტრუქცია

დღეს, თბილისის დროით 14:30 წუთზე, One Championship-ის მორიგი ივენთი გაიმართება, რომელსაც გრან პრის ნახევარფინალური ბრძოლები დააგვირგვინებს. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ნატავუტი და ალაზოვი დაუპირისპირდებიან, ხოლო საღამოს მთავარი ორთაბრძოლა სიტიჩაისა და დავით ქირიას შორის გაიმართება. ნახევაფრინალში გამარჯვებულები ფინალში, მილიონი დოლარისთვის იბრძოლებენ. ბრძოლის პირდაპირ ეთერში ყურებას შეძლებთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, One Championship-ის ოფიციალ იუთუბ გვერდზე. ივენთი 14:30ზე დაიწყება,… Continue reading სად შეძლებთ დავით ქირიას ბრძოლის ყურებას – ინსტრუქცია

დღეს – დავით ქირია სიტიჩაის ნახევარფინალში უპირისპირდება

One Championship-ის კიკ ბოქსინგის გრან პრი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. დარჩენილი 4 მებრძოლიდან ერთ-ერთი დავით ქირიაა, რომელმაც მეოთხედფინალში გერმანელი ენრიკო კელი ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში დაამარცხა. დღეს, ნახევარფინალურ ეტაპზე ქირია ტაილანდელ სიტიჩაი სიტსონპენონგს დაუპირისპირდება – მათი დაპირისპირება ივენთის მთავარი ბრძოლაა. მათ შორის გამარჯვებული კი მეორე ნახევარფინალური წყვილის, ნატავუტისა და ალაზოვის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალში გამარჯვებული კი… Continue reading დღეს – დავით ქირია სიტიჩაის ნახევარფინალში უპირისპირდება

დავით ქირიამ ენრიკო კელი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]

33 წლის ქართველმა კიკბოქსიორმა, დავით ქირიამ One Championship-ის მილიონ დოლარიან გრანპრიზე პირველ დაპირისპირებაში გაიმარჯვა. მერვედფინალში მან ენრიკო კელი, პირველივე რაუნდში დაამარცხა. გერმანელმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა რაუნდის მიწურულს ქირიამ იგი ორჯერ დაანოკდაუნა, მესამედ კი დააფინიშა კიდეც. ქირიამ პირველი ეტაპი გადალახა და ახლა ნახევარფინალში იბრძოლებს.

სად შეძლებთ დავით ქირიას ბრძოლის ყურებას – ინსტრუქცია

დღეს, თბილისის დროით 16:30-ზე, One Championship-სი გრანპრი იღებს სტარტს, სადაც საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარია. მეოთხედფინალურ ეტაპზე დავით ქირია გერმანელ ენრიკო კელს უპირისპირდება. ორთაბრძოლის პირდაპირი ტრანსლაციის, ყურებას შეძლებთ მოცემულ ბმულზე:

ნახეთ როგორია დავით ქირიას ერთი დღე + ინტერვიუ [VIDEO]

33 წლის ქართველი კიბოქსიორი, დავით ქირია, 15 ოქტომბერს One Championship-ის გრანპრის მეოთხედფინალურ ბრძოლას გამართავს. გრან პრის საპრიზო ფონდი არც მეტი, არც ნაკლები 1 000 000 დოლარია. ქირია ახლა მოსამზადებელ პერიოდს გადის. იხილეთ მისი ერთი დღე და საინტერესო ინტერვიუ:

დავით ქირია მილიონი დოლარისთვის იბრძოლებს

მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, დავით ქირია, One Championship-ის გრანპრიზე იასპარეზებს, რომლის საპრიზო ფონდიც 1.000.000 დოლარს შეადგენს. UFC-სგან განსხვავებით, სხვა წარმყვანი საბრძოლო ორგანიზაციები, როგორებიცაა ზემოთხსენებული One Championship-ი, Bellator-ი და ა.შ. ოლიმპიური სისტემის გრან პრებს აწყობენ, რომლის გამარჯვებულიც საკმაოდ სოლიდური თანხით ჯილდოვდება. გრან პრი One Championship Kickboxing-ის 70 კგ წონით კატეგორიაში ტარდება, რომელშიც 8 კიკბოქსიორი მიიღებს მონაწილეობას. ქართველი… Continue reading დავით ქირია მილიონი დოლარისთვის იბრძოლებს