ყიფიანი 71 – კაცი, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააკლდა (ვიდეო)

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი დღეს 71 წლის გახდებოდა. “ყიფო” როგორც მას მოიხსენიებენ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია და 80-იან წლებში მსოფლიო დონის ვარსკვლავიც გახლდათ. დავით ყიფიანი 1981 წლის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. დავით ყიფიანი 1997 და 2000-01 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ყიფიანი იმ თაობის ფეხბურთელების არამარტო საყვარელი ფეხბურთელი და მწვრთნელი,… Continue reading ყიფიანი 71 – კაცი, რომელიც ქართულ ფეხბურთს დააკლდა (ვიდეო)

პასით ყიფიანის და პლატინის ბადალია

წლებია ამ ბიჭის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. პირველად რომ მივაქციე ყურადღება ჯერ კიდევ ვოლფსბურგის ფეხბურთელი იყო. ყმაწვილის ტანი და იერი ჰქონდა. ათლეტური აღნაგობა მერე ჩამოუყალიბდა. ახლა მგელია. ბებერი მგელი. ბრძენი. 28 ივნისს უკვე 31 წლისა გახდება. წლებია ამ ბიჭის თამაშით აღტაცებული ვარ და წლებია ჩემს თავს ვეკითხები: რამე აკლია? გამორჩეულ, მოკაშკაშე ვარსკვლავად რატომ არ მიიჩნევენ? დაუღალავია;… Continue reading პასით ყიფიანის და პლატინის ბადალია

იყოს ჯერჯერობით უხარისხო ფეხბურთით

მოვიგეთ! განსაკუთრებით იმან გამახარა, რომ მოვიგეთ კოსოვოში, სადაც საქართველო დაბალ ღობედ მიაჩნდათ და ჩვენთან წაგებაზე კატასტროფააო, დაწერეს. არადა, ფეხბურთის ისტორიას რომ გადავხედოთ, სად საქართველო და სად კოსოვო. ვის დაჰკარგვიან. მეორე მხრივ, ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, ჩვენი. არის ასეთი უმსხვილესი ტელეკომპანია beIN Sports. ყატარელებისაა; ოფისებით დოჰაში, მაიამიში, პარიზსა და სტამბოლში. მოკლედ, რაკი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან,… Continue reading იყოს ჯერჯერობით უხარისხო ფეხბურთით

პირადი გულშემატკივრის ჩანაწერი

მე გიორგი მამარდაშვილის პირადი გულშემატკივარი ვარ. ხომ არსებობენ ასეთები? რასაკვირველია, ყველა ქართველ ფეხბურთელს მხარს ვუჭერ, გულით ვქომაგობ, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ტყუილი რატომ ვთქვა, ყველას ეგრეთწოდებული ფოლოვერი არ ვარ. ღმერთმა დაწყევლოს ეს ყურით მოთრეული სიტყვები. აქ, ფოლოვერში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მამარდაშვილი რომელიმე სოციალურ ქსელში დავიმატე (ან მე დავემატე მას), არამედ იმას, რომ მისი ამბებით… Continue reading პირადი გულშემატკივრის ჩანაწერი

ისევ ყიფიანზე… “წაგების მერე მამას ვერ ვპოულობდით”

„მამაჩემი ხშირად არ გამოხატავდა ტკივილსა და განცდას. თავის თავში იკეტებოდა. როგორ უნდოდა, რომ საქართველოს ნაკრები გაეყვანა დიდ ტურნირზე, ან თბილისის დინამო გაეყვანა ჯგუფურ ეტაპზე. და საშინლად განიცდიდა, რომ გასაღებს ვერ პოულობდა“ – გვითხრა დავით ყიფიანის ვაჟმა, გიორგი ყიფიანმა.   გიორგი, როგორც იცით, თბილისის ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორია. 33 წლის გახლავთ. 13-ის იყო, როცა მამამისი, ქართული ფეხბურთის… Continue reading ისევ ყიფიანზე… “წაგების მერე მამას ვერ ვპოულობდით”

ყიფო! რამდენიმე ისტორია ფეხბურთის სილამაზეზე

  18 ივნისი დავით ყიფიანის დაბადების დღეა. სანამ ასეთ ადამიანზე სტატიას დაიწყებ, ფიქრობ, საიდან დაიწყო, რა მიმართულებით, რომ მკითხველს მოეწონოს და რაიმე ახალი გაიგოს. ინტელექტი, აზროვნება, ნატიფი ტექნიკა – გაერთიანებული იყო დავით ყიფიანში და თბილისის დინამოს ის ოქროს წლები ვერ შედგებოდა მის გარეშე. მაშინდელ დინამოში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობდა, მეტიც, ყიფიანზე კარგი კარიერა ჰქონდათ… Continue reading ყიფო! რამდენიმე ისტორია ფეხბურთის სილამაზეზე