უაღესად საინტერესო და დაძაბული მატჩი გამიმართა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში. ადგილობრივი “მავერიქსი” დაუპირისპირდა “ფილადელფიას” და მძიმე ბრძოლაში 133:126 იმარჯვა. შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა “დალასის” უკანახაზელთა ვარსკვლავური დუეტის ბრწყინვალე ასპარეზობა. დონჩიჩი+ირვინგის ტანდემმა მეტოქეს 82 ქულა ჩაუგდო და ლომის წვლილი დაიდო გამარჯვებაში. “მავერიქსის” ფრენჩაიზ ისტორიაში პირველად “დალასის” ორმა კალათბურთელმა 40+ ქულით დაასრულა მატჩი. უკანასკნელი 30 წლის, ლიგის ისტორიაში… Continue reading დონჩიჩი-ირვინგის დუეტმა 82 ქულა ჩააგდო
Tag: დალას მავერიქსი
ირვინგი:”ბრუკლინში სათანადოდ არ მაფასებდნენ”
“ბრუკლინს” და “დალასს” შორის შესრულებული ხმაურიანი ტრეიდის შემდეგ კაირი ირვინგი ტეხასურ კლუბში აღმოჩნდა. დღეს, ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა პირველი ვარჯიში ჩაატარა “მავერიქსის” შემადგენლობაში და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა. “მე იქ მინდა ვიყო, სადაც ბოლომდე დამაფასებენ. ბრუკლინში ყოფნის პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არც მე მცემდნენ სათანადო პატივს და არც ჩემს საკალათბურთო ნიჭს. მე ძალიან ბევრს ვშრომობ, თუმცა ჩემს შრომისმოყვარეობაზე… Continue reading ირვინგი:”ბრუკლინში სათანადოდ არ მაფასებდნენ”
კაირი ირვინგი “დალას მავერიქსში” გადავიდა
“ბრუკლინ ნეთსის” ვარსკვლავური გამთამაშებელი – კაირი ირვინგი “დალას მავერიქსში” ითამაშებს – ინფორმაციას ავრცელებს The Athletic-ის ინსაიდერი შემს ჩარანია. ნიუ-იორკული კლუბი კაირი ირვინგის სანაცვლოდ მიიღებს სპენსერ დინვიდის (29 წლის, 196 სმ), დორიან ფინი-სმიტს (29 წლის, 201 სმ), 2029 წლის პირველი რაუნდის დაუცველ პიკს და დრაფტის მეორე რაუნდის 2 არჩევანს (2027 და 2029 წლები). “ნეთსმა” კაირის “ხურდაში”… Continue reading კაირი ირვინგი “დალას მავერიქსში” გადავიდა
ლუკა დონჩიჩის 51 ქულა “სან ანტონიოსთან”
ახალი წლის ღამეს NBA-ში ტექსასური დერბი შედგა – “სან ანტონიომ” საკუთრ არენაზე უმასპინძლა “დალასს” და დაძაბულ ბრძოლაში 125-126 დამარცხდა. მორიგი ბენეფისი მოაწყო “მავერიქსის” გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც მატჩი 51 ქულით დაასრულა. 23 წლის სლოვენიელი ბრწყინვალე ფორმაშია – უკანასკნელ 5 მატჩში უკვე მესამედ შეძლო 50+ ქულის ჩაგდება (კარიერაში მეოთხე 50+ ქულიანი მატჩი). “სპურსთან” დაპირისპირებისას ლუკამ პარკეტზე… Continue reading ლუკა დონჩიჩის 51 ქულა “სან ანტონიოსთან”
ლუკა დონჩიჩის 60 ქულა და სასწაული დალასში
“დალასის” გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც სამმაგი დუბლი 60+ ქულით, 20+ მოხსნით და 10+ შედეგიანი გადაცემით შეასრულა. “მავერიქსმა” ოვერტაიმში “ნიქსი” 126:121 დაამარცხა, სლოვენიელი ფენომენის ანგარიშზე კი 60 ქულა, 21 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი გახლდათ. 23 წლის ლუკამ თამაშიდან 31 ბურთი ესროლა, საიდანაც 21 ჩააგდო. დონჩიჩმა პერიმეტრიდან 6-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს… Continue reading ლუკა დონჩიჩის 60 ქულა და სასწაული დალასში
დონჩიჩის 42 ქულამ დალასს ვერ უშველა
ბოსტონ სელტიქსი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში ჯო მაზულას გაწვრთნილმა გუნდმა საკუთრ მოედანზე უმასპინძლა დალასს და მეტოქე 125-112 დაამარცხა. შეხვედრის სტარტი ბოსტონს უკეთესი გამოუვიდა – 6 წუთის შემდეგ 17-14 იგებდა, როდესაც ჯეილენ ბრაუნმა “აიწყვიტა” და ზედიზედ 7 ქულა აიღო. სელტიქსი გაჩერებას არ აპირებდა – მეორე მეოთხედში საკუთარ თავზე ლიდერობა… Continue reading დონჩიჩის 42 ქულამ დალასს ვერ უშველა
დონჩიჩს გადამწყვეტი სროლა კლიპერსთან
ლუკა დონჩიჩი და მისი “მავერიქსი” აგრძელებენ წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს რეგულარულ სეზონში. დალასმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა კლიპერსს და დრამატულ ბრძოლაში 103-101 მოუგო. შეხვედრის სტარტი მავერიქსს იდეალური გამოუვიდა – ლუკას ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და 30-15 დაწინაურდა. მეორე პერიოდში მასპინძელთა ჰანდიკაპმა +25 მიაღწია (54-29) და თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა არა… კლიპერსის რიგებიდან ბრძოლას აგრძელებდა… Continue reading დონჩიჩს გადამწყვეტი სროლა კლიპერსთან
დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან
NBA-ს რეგულარული სეზონის, მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება BARCLAYS CENTER-ში შედგა, სადაც “ბრუკლინმა” “დალასს” უმასპინძლა. შეხვედრის სტარტი “ნეთსს” უკეთესი გამოუვიდა – პირველივე შეტევაში ბენ სიმონსმა ჩააგდო ახლო დისტანციიდან, რასაც მასპინძლეთა გაქცევა მოყვა 9:2. “მავერიქსი” დროულად გამოფხიზლდა – სტუმარი გუნდის კალათბურთელებმა დროულად გაისწორეს მიზანი და პერიმეტრიდან დაბომბეს მეტოქე . ‘დალასმა” ჯერ ანგარიში გაათანაბრა ბალოკის და დინვიდის… Continue reading დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან
კრისტიან ვუდი “დალასში” გადავიდა
“ჰიუსტონი” და “დალასი” შეთანხმდნენ მოთამაშეთა გაცვლაზე, რის შედეგადაც კრისტაინ ვუდი “მავერიქსის” რიგებში “აღმოჩნდა, “როკეტსმა” კი თავისმხრივ მიიღო 2022 წლის დრაფტის 26-ე არჩევანი, ცენტრები – ბობან მარიანოვიჩი და მარკიზ კრისი, ასევე უკანახაზელი ტრეი ბერკი. ტექსასური გუნდი საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში ეძებდა გზებს რათა გაეცვალა კრისტიან ვუდი, რათა სათამაშო დრო გამოენთავისუფლებინა გუნდის ახალგაზრდა თურქი ცენტისთვის – ალპერენ… Continue reading კრისტიან ვუდი “დალასში” გადავიდა
“გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეხუთე მატჩში “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ არენაზე 120-110 დაამარცხა “დალასი”, სერია 4-1 მოუგო და სუპერ ფინალის საგზური მოიპოვა. მეხუთე შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო – სტეფ კარის(15 ქულა+9 პასი) და ენდრიუ ვიგინსის(18 ქულა+10 მოხსნა) ზუსტი სროლების შედეგად 14-5 დაწინაურდა. “მავერიქსი” დროულად გამოფხიზლდა – პირველი მეოთხედის უკანასკნელ წუთზე სპენსერ დინვიდიმ ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო… Continue reading “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია