ინგლისელები: დანიის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო

ინგლისურ პრესაში დღეს დაიწერა, რომ დანიელი მიკელ დამსგორის გატანილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო… Liverpool Echo წერს, რომ ცოცხალ კედელში დანიელები წესს არღვევდნენ – დამსგორის გამორბენის მომენტში დანიელებმა ინგლისელთა ცოცხალ კედელში ხელის კვრები დაიწყეს და მეკარეს თვალთახედვის არეალი გადაუკეტესო… მოკლედ, საუკეთესო დაცვა თავდასხმააო, ამაზეა ნათქვამი. დამატებით დროში იმ პენალტის შემდეგ რაზე წერენ, თავად განსაჯეთ.