სენსაცია – ავსტრალია 1/8 ფინალშია!

ჯგუფში, სადაც საფრანგეთმა და დანიამ ითამაშა, 1/8 ფინალში ავსტრალია გავიდა. ეს სპორტი ამიტომაც გვიყვარს, რომ მოულოდნელობებითაა სავსე. კენგურუებმა ჯერ ტუინისი, შემდეგ კი – დანია დაამარცხეს და, სრულიად დამსახურებულად, 2006 წლის ისტორიული შედეგი გაიმეორეს – ჯგუფიდან გავიდნენ! თამაშზე რა შეიძლება ითქვას? პირველ ტაიმში, დანია მეტს ეცადა (მოსაგები მათ ჰქონდათ), თუმცა რაიანს (ავსტრალიის მეკარე) თამაშში ჩართვა არ დასჭირვებია.… Continue reading სენსაცია – ავსტრალია 1/8 ფინალშია!

მამლებმა “წყევლა” მოხსნეს

მარადიული ქალაქი, რომი ბატებმა როგორ გადაარჩინეს ვიცოდით, ახლა “მამლების” შესახებაც ვიცით – როგორ მოხსნეს მსოფლიო ჩემპიონის “წყევლა”. მოგეხსენებათ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონიდან მოყოლებული, ტრიუმფატორი (იტალია; ესპანეთი, გერმანია) ჯგუფში ჩარჩა. ფრანგებმა ორ ტურში 6 ქულა აიღეს და პლეი ოფ-ის საგზური გაინაღდეს. უშანსოდ დანიელები არ ყოფილან, ეს ანგარიშიდანაც ჩანს (2:1), თუმცა ლურჯების დომინაცია თვალსაჩინო იყო და უფრო… Continue reading მამლებმა “წყევლა” მოხსნეს

კენგურუზე მაღლა ვერ ახტები…

მსოფლიო ჩემპიონატის ადრეულ შეხვედრაში, ტუნისი ავსტრალიას დაუპირისპირდა. ეს გუნდები ისეთ ჯგუფში მოხვდნენ, სამ ქულასს ერთმანეთთან თუ დაგეგმავდნენ, დანარჩენი ორი – საფრანგეთი და დანიაა. პირველ ტურისგან განსხვავებით (დანიასთან 0:0), ტუნისელები დღეს ისეთი ეფექტურები ვეღარ იყვნენ. “კენგურუები” ტაქტიკურად და ტექნიკურად წინ იყვნენ და მატჩის ძირითადი ნაწილი დომინირებდნენ. ამ სტატიის სათაურიც მატჩის გამოძახილია – გარდა იმისა რომ დიუკმა თავურით ერთადერთი… Continue reading კენგურუზე მაღლა ვერ ახტები…

მცირე სენსაცია – დანიამ ტუნისს ვერ მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან, მესამე დღე სენსაციებით სავსე გამოდგა. ჯერ დიდი სენსაცია იყო – საუდის არაბეთმა არგენტინა დაამარცხა, შენდეგ კი მცირე – ტუნისმა დანიას შეხვედრა ფრედ დაუსრულა. ეს არ იყო ისეთი ფრე, როდესაც ერთი გუნდი გაძლებაზეა, მაგრამ რაღაც სასწაულით გადარჩება – არა, ტუნისელებს საგოლე მომენტიც ჰქონდათ, შემეიხელმა ბრწყინვალედ ითამაშა. პირიქით? – კარის ხაზიდან, კორნეულიუსს უნდა გაეტანა, მაგრამ ვერ… Continue reading მცირე სენსაცია – დანიამ ტუნისს ვერ მოუგო

ასათიანი – სიხარულიც, სევდაც

  ვინ თქვა, რომ დენის გათიშვა ყოველთვის ცუდია? 2002 წლის ოქტომბერში საქართველო რუსეთს მასპინძლობდა, პირველი ტაიმი სრულდებოდა და 0:0 იყო. რომ დავწეროთ, საქართველო უკეთ თამაშობდაო, მოვიტყუებით… მოსაგებისა რაღაც არაფერი ეტყობოდა. მიხეილ მესხზე შუქი ჩაქრა და თამაში ჩაიშალა. 2003 წლის 30 აპრილს გაიმართა და ყველამ იცით, რაც მოხდა: 1:0 იმ ფეხბურთელის გოლით, რომელიც მხოლოდ მეორე თამაშს… Continue reading ასათიანი – სიხარულიც, სევდაც

რომანო: ერიქსენი გადაწყდა!

  კრისტიან ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედში გადადის – გადაწყდა! 30 წლის დანიელმა ნახევარმცველი  სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა… რომანო აღნიშნავს, რომ ერიქსენი კლუბს შეუთანხმდა და მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ესაუბრა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ერიქსენი პრემიერლიგაში (ბრენტფორდში) ასე ათამაშდებოდა? ჯერ ფეხბურტში დაბრუნებაც დიდად საეჭვო იყო, მერე თან პრემიერლიგაში და თან ასე კარგად. ერიქსენი… Continue reading რომანო: ერიქსენი გადაწყდა!

ორმო ერნსტ ჰაპელზე

ავსტრიისა და დანიის ნაკრებთა ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის შემდეგ (1:2), ფეხბურთელებმა და მაყურებლებმა ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონიზე უჩვეულო სანახაობა იხილეს, მოედნის ცენტრში დიდი ორმო გაჩენილიყო… მანამდე თამაში ერთი საათით გვიან დაიწყო, რადგან  სტადიონზე და მის შემოგარენში ელექტროენერგია გაითიშა. ორმოს მიმართ კი დანიელმა ფეხბურთელებმა მეტი ინტერესი გამოჩინეს. მაგალითად, ანდერს სკოვ ოლსენმა, ის მამაპაპური მეთოდით შეამოწემა.… Continue reading ორმო ერნსტ ჰაპელზე

აბა, ვინ ხდება მსოფლიო ჩემპიონი? საოცარი ფაქტები, საოცარი დანია… (+Video)

„ვიცი, რაც ხდება ახლა დანიაში. ხალხი ქუჩებში ზეიმობს. გვიხარია, რომ ჩვენი თანამემამულეები ასეთი ბედნიერები არიან“ – ეს დანიის ნაკრების მწვრთნელმა კასპერ იულმანდმა თქვა. კოტე მახარაძის ლეგენდარული სიტყვებივით… ერთა ლიგის პირველ ტურში საფრანგეთი-დანია 1:2 დასრულდა. ოქროს ბურთის N 1 კანდიდატი ისევ ბრწყინავდა, ბრწყინვალე გოლი გაიტანა ქარიმ ბენზემამ და საფრანგეთი იგებდა. მაგრამ მე-60 წუთზე დანიელთა მწვრთნელმა სამმაგი… Continue reading აბა, ვინ ხდება მსოფლიო ჩემპიონი? საოცარი ფაქტები, საოცარი დანია… (+Video)

რა ფენომენია?.. დინამო არენა ევროპაში მეორეა!

რაც ერთა ლიგა დაიწყო, ყველა დივიზიონში ერთად აღებული 27 მატჩი ჩატარდა. და სტადიონზე მაყურებელთა დასწრების მხრივ, როგორ ფიქრობთ, საქართველო-გიბრალტარი მერამდენე იქნება? მეორეზე. მხოლოდ საფრანგეთი-დანიაა წინ… სტად დე ფრანსზე დანიელებმა 2:1 მოუგეს მსოფლიოს ჩემპიონებს, 75 334 მაყურებლის თვალწინ. და მეორეზეა საქართველო-გიბრალტარი – 43 412!.. არადა, ნახეთ, რა მატჩები გაიმართა. ესპანეთი-პორტუგალია, ჩეხეთი-შვეიცარია, ბელგია-ნიდერლანდები, პოლონეთი-უელსი… გრანდები, ან ნახევარგრანდები.… Continue reading რა ფენომენია?.. დინამო არენა ევროპაში მეორეა!

ლივერპულიც?.. ერიქსენი უკვე ტოპ-კლუბებს სურთ

კრისტიან ერიქსენი ისეთ ფორმაში შევიდა, რომ ტოპ-კლუბებს სურთ. ლივერპულს, აიაქსსა და ტოტენჰემს. ასევე ევერტონსაც. LiverpoolEcho წერს. მხოლოდ 10 თვე გავიდა მას მერე, რაც ერიქსენს ევროპის ჩემპიონატის მატჩში გულის შეტევა დაემართა და იმ წუთებში არავის ეფეხბურთებოდა: სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. ერიქსენმა 7 თვე გამოტოვა, მერე კი ინგლისის პრემიერლიგის ბრენტფორდთან გააფორმა კონტრაქტი. კლუბშიც მაგრად ათამაშდა და დანიის ნაკრებშიც,… Continue reading ლივერპულიც?.. ერიქსენი უკვე ტოპ-კლუბებს სურთ