ახირებული

ტოტენჰემის გულშემატკივრები ეიფორიაში არიან. ბოლოსდაბოლოს მათ მიიღეს ის, რასაც ითხოვდნენ – ანტონიო კონტე, მწვრთნელი, რომელმაც შედეგის დადება იცის. დეზებთან მის თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ალაპარაკდნენ, მაგრამ მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. თანაც იტალიელმა თქვა, ამ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობისთვის მზად არ ვარო. ბევრმა იცის, რომ მისი საკვანძო სიტყვაა – „ჩემპიონი“. ბოლო ათი წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა… Continue reading ახირებული

კონტე მამლებში

უახლოეს ხანში ტოტენჰემ ჰოთსფურის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ანტონიო კონტე დანიშნოს. პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში, მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხის შემდეგ (0:3), დეზების დამრიგებლის, ნუნუ  ეშპირიტუ სანტუს სკამი გვარიანად შეირყა. კლუბის მფლობელმა, დანიელ ლევიმ, ისიც კი თქვა, ნუნუს თავკაცად დანიშვნა შეცდომა იყოო. შესაძლო შემცვლელებად ნუნუს თანამემამულეებს, სერჟიო კონსეისაუს და პაულუ ფონსეკასაც ასახელებდნენ, მაგრამ, ჩანს, მთავარი სამიზნე… Continue reading კონტე მამლებში

ნუნუ ისევ ელის

კვირას, პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, ტოტენჰემმა შინ მოქმედი ჩემპიონი, მანჩესტერ სიტი 1:0 დაამარცხა კორეელი სონის გოლით. მინდორზე არ იყო დეზების ლიდერი ჰარი კეინი. მის მაგიერ ჩრდილოლონდონელებს მეკარე უგო ლორისი კაპიტნობდა. საინტერესო კი ის არის, რომ ტოტენჰემის ახალმა დამრიგებელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ, ახლაც არ იცის, ითამაშებს თუ არა კეინი მომავალ ტურში ვულვერჰემპტონის წინააღმდეგ. თავად კეინი ისევ… Continue reading ნუნუ ისევ ელის