ალკარასის ტრიუმფი ინდიან-უელსის მასტერსზე

ინდიან-უელსში დასრულდა ATP-ის საჩოგბურთო სეზონის პირველი მასტერსი. ფინალურ მატჩში კარლოს ალკარასმა 6:3 6:2 სძლია დანილ მედვედევს და კარიერაში მერვე ტურნირი მოიგო. ესპანელმა ჩოგბურთელმა რუს მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და უსიტყვოდ მოიგო შეხვედრა. პირველი სეტის სტარტზე კარლოსმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ალკარასმა უპრობლემოდ შეინარჩუნა 3 გეიმიანი ჰანდიკაპი და პარტია 6:3 მოიგო. მეორე სეტში ტურნირზე… Continue reading ალკარასის ტრიუმფი ინდიან-უელსის მასტერსზე

მედვედევი და საბალენკა ნახევარფინალურ სტადიაზე

ინდიან-უელსში გრძელდება საჩოგბურთო მასტერსი. 1/4 ფინალურ სტადიაზე, დანილ მედვედევმა ყველანაირი პრობლემების გარეშე 6:3 7:5 სძლია ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. რუს ჩოგბურთელს იდეალური სტარტი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა. ფოკინა ცდას არ აკლებდა, თუმცა მედვედევის მძლავრ ჩაწოდებას ვერაფერი დაუპირისპირდა და სეტიც 3:6 წააგო. მეორე პარტიაში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა –… Continue reading მედვედევი და საბალენკა ნახევარფინალურ სტადიაზე

დანილ მედვედევის მოგებათა სერია გრძელდება

დუბაიში დასრულდა ATP-ს მორიგი 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორი რუსი ჩოგბურთელი შეხვდა – დანილ მედვედევი ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგ. სანახაობრივი კუთხით, ფინალურმა შეხვედრამ არ გაამართლა, რადგან დანილმა ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაჯაბნა თავისი თანამემამულე და საკმაოდ მარტივად 6:2 6:2 იმარჯვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 5:2 გახდა მედვედევის სასარგებლოდ. დანილმა ATP TOUR-ზე ზედიზედ მე-14 მატჩი… Continue reading დანილ მედვედევის მოგებათა სერია გრძელდება

ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირს გამოეთიშა

დუბაიში დასასრულს უახლოვდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/2 ფინალურ სტადიაზე ძალიან დიდი ინტერესს იწვევდა ნოვაკ ჯოკოვიჩის და დანილ მედვედევის დაპირისპირება. ორივე ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა გასამართ მატჩს – სერბს ზედიზედ 15 მატჩი ქონდა მოგებული, ხოლო რუსს – 12. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 9:4 გახლდათ ნოლეს სასარგებლოდ, რაც ჯოკოვიჩს ფავორიტის სტატუსს ანიჭებდა. ნოვაკს უკანასკნელი 4… Continue reading ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირს გამოეთიშა

დანილ მედვედევმა დოჰას ტურნირი მოიგო

2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წაგების შემდეგ, დანილ მედვედევი ზუსტად 1 წელი “წვალობდა” საჩოგბურთო კორტებზე, ცდილობდა ძველი სათამაშო რიტმი დაეჭირა და ეს როგორც იქნა შეძლო. უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში რუსმა ჩოგბურთელმა 2 ტურნირის მოგება მოახერხა და კარიერული მე-16 და მე-17 ტიტულები მოიგო. გასულ კვირას მან როტერდამის ღია პირველობა დაასრულა ტრიუმფით, დღეს კი დოჰას პრესტიჟული… Continue reading დანილ მედვედევმა დოჰას ტურნირი მოიგო

ფრიცმა მილიონი დოლარი მოიგო

საუდის არაბეთში დასრულდა ჩოგბურთის საგამოფენო ტურნირი, რომელშიც არაერთი ძლიერი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. Exhibition Diriyah Tennis Cup-ის შემადგენლობა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა: სტეფანოს ციციპასი, კამერონ ნორი, ნიკ კირიოსი, ტეილორ ფრიცი, ჰუბერტ ჰურკაჩი, სტენ ვავრინკა, მატეო ბერეტინი, ანდრეი რუბლიოვი, დომინიკ ტიმი, ალექსანდრ ზვერევი, დანილ მედვედევი. დაძაბული ორთაბრძლების შემდეგ ტურნირის ფინალში ტეილორ ფრიცი და დანილ მედვედევი გავიდნენ. ამერიკელის და რუსის… Continue reading ფრიცმა მილიონი დოლარი მოიგო

მედვედევის ტრიუმფი ვენას ტურნირზე

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში დანილ მედვედევმა 4:6 6:3 6:2 სძლია დენის შაპოვალოვს და კარიერაში მე-15 ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი კანადელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – “შაპომ” მალევე ორბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა და 4:1 დაწინაურდა. დანილი გვიან გამოფხიზლდა, ერთი უკუბრეიკი გაახერხა, თუმცა პარტია მაინც ვეღარ გადაარჩინა 4:6. მეორე სეტში რუსი ჩოგბურთელი სრული… Continue reading მედვედევის ტრიუმფი ვენას ტურნირზე

მწარე გაკვეთილი მედვედევისგან

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. მესამე სათამაშო დღეს “საქმეში” ჩაერთო პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევი. რუსი ჩოგბურთელის მეტოქე ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლდათ. შეხვედრის სტარტი დანილს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ორივე სპორტსმენი ცდილობდა აგრესიული ჩოგბურთი ეთამაშა და პირველ ნომრად ყოფილიყო კორტზე, თუმცა მაღალი ტექნიკური წუნის გამო ნიკას ეს ნაკლებად… Continue reading მწარე გაკვეთილი მედვედევისგან

ბასილაშვილი VS მედვედევი

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა. ERSTE BANK OPEN-ზე თავი საკმაოდ სოლიდურმა შემადგენლობამ მოიყარა. 1. დანილ მედვედევი 2. სტეფანოს ციციპასი 3. ანდრეი რუბლიოვი 4. ტეილორ ფრიცი 5. ჰუბერტ ჰურკაჩი 6. იანიკ სინერი 7. კამერონ ნორი მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ მოასწრო ავსტრიაში გაფრენა და ტურნირზე დარეგისტრირება ნიკოლოზ ბასილაშვილმა. საქართველოს პირველი ჩოგანი ERSTE BANK… Continue reading ბასილაშვილი VS მედვედევი

სტენ ვავრინკამ დანილ მედვედევი დაამარცხა

საფრანგეთის ქალაქ მეცში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/8 ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს 284-ე ჩოგანმა სტენ ვავრინკამ უმძიმეს ბრძოლაში 6:4 6:7 6:3 დაამარცხა დანილ მედვედევი და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში უკეთესად შვეიცარიელი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა – სტენი მეხუთე გეიმში მივიდა ბრეიკპოინტამდე, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. მეშვიდე გეიმში ვავრინკამ იგივე შეცდომა არ დაუშვა – ბრეიკი… Continue reading სტენ ვავრინკამ დანილ მედვედევი დაამარცხა