დანი, მიხედე ნეიმარს!..

BRASILIA, BRAZIL - JUNE 23: Dani Alves (L) and Neymar of Brazil sing the National Anthem prior to the 2014 FIFA World Cup Brazil Group A match between Cameroon and Brazil at Estadio Nacional on June 23, 2014 in Brasilia, Brazil. (Photo by Clive Brunskill/Getty Images)

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე ყატარში დანი ალვესის წაყვანას აპირებს, ოღონდ საჭიროა, რომ მანამდე 39 წლის ფეხბურთელს კლუბში პრაქტიკა ჰქონდეს. და ტიტეს რომ ალვესი მსოფლიო ჩემპიონატზე სურს, ამას არასაფეხბურთო მიზეზებიც აქვს. რა მიზეზები? ჯერ ერთი, დანი ალვესი ხუმარა ტიპია და გასახდელის სული და გულია. მეორეც, ტიტემ იცის, რომ დანი ალვესს დიდი გავლენა აქვს ნეიმარზე და მის… Continue reading დანი, მიხედე ნეიმარს!..

დანი ალვესი… მსოფლიო თასს მოიგებს თუ მოიპარავს?

„ერთადერთი ტიტული მაკლია და მოგება ძალიან მინდა“ – თქვა დანი ალვესმა, რომელიც 6 მაისს 39 წლის გახდება. ბრაზილიელი ბარსელონაში თამაშობს და ნაკრებშიც კარგი მატჩები ჩაატარა ბოლო დროს. მსოფლიო ჩემპიონატამდე კი რაღა დარჩა? 7 თვეზე ნაკლები. „ვფიქრობ, მუნდიალზე ჩემპიონობა შეგვიძლია. გვყავს ახალგაზრდებისა და გამოცდილების ძლიერი ჯგუფები, იდეალური სინთეზია. შანსი გვექნება. თუმცა ისიც მესმის, რომ ჯერ ყატარში… Continue reading დანი ალვესი… მსოფლიო თასს მოიგებს თუ მოიპარავს?

2:6, 0:4, 0:4… 1:9! ბარსელონური საოცრებები და ციფრები

რეალი-ბარსელონა 0:4… ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არაა. ბარსამ ამ შეხვედრამდეც ეტყობოდა, რომ ახლიდან დაიბადა ჩავის ხელში. მაგრამ ანგარიში და თამაშის ხარისხი რაღაც საოცარია. საინტერესო სტატისტიკურ ამბებს გავყვეთ. 21-ე საუკუნეში ბარსელონამ რეალს მეცხრედ მოუგო დიდი ანგარიშით, ხოლო რეალს მხოლოდ ერთხელ აქვს იგივე გაკეთებული – 4:1 ბერნდ შუსტერის მწვრთნელობისას. მოკლედ, 9:1. ლეო მესის პერიოდში კატალონიელებს, როგორც იტყვიან, აწყვეტილი… Continue reading 2:6, 0:4, 0:4… 1:9! ბარსელონური საოცრებები და ციფრები

ბარსელონა? ერთი ზარი საკმარისია

დანი ალვესმა Sport.es-ს უთხრა, რომ ბარსელონაში სიამოვნებით დაბრუნდებოდა და სათამშოდ მზადაა. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი 38 წლისაა და როგორც იცით, ამ ზაფხულს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა… „ყოველთვის ვამბობდი: თავის დროზე ბარსა დავტოვე იმიტომ, რომ რაღაც ამბები ისე არ წარიმართა, როგორც მე მიმაჩნდა სწორად. თუმცა გუნდის მიმართ ყოველთვის პატივისცემით ვიყავი. ბარსელონა ჩემი სახლია და ყოველთვის მზად ვარ, რომ… Continue reading ბარსელონა? ერთი ზარი საკმარისია

დანის ოცნება – რა დარჩა მუნდიალამდე?

დანი ალვესი – 43… ეს ასაკი კი არა, ტიტულების რაოდენობაა. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. როგორც იცით, ამჯერად ტოკიოს ოლიმპიადაც მოიგო.   დანი ალვესის სხვა მიღწევაც: ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თანაც, დანიმ მშვენივრად ითამაშა ტოკიოში, ფინალში საგოლე პასიც გააკეთა და მანამდეც კარგი იყო.   ითამაშებს დანი ალვესი მსოფლიო ჩემპიონატზე? ბევრიც… Continue reading დანის ოცნება – რა დარჩა მუნდიალამდე?