ალვეშს ამერიკაში იწვევენ

ბრაზილიელ მცველს დანი ალვეშს ბარსელონასთან კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. Marca-ს ინფორმაციით, 39 წლის ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა ამერიკაში გააგრძელოს. როგორც დაიწერა, მას სეიტლ საუნდერსი ეპატიჟება. ალვეშს ერთ-ერთი მექსიკური გუნდიც იწვევს და Marca-ში ისიც ითქვა, რომ ამერიკელები მას იმაზე მილიონობით მეტ ანაზღაურებას სთავაზობენ, ვიდრე მექსიკელები. მიუხედავად იმისა, რომ ალვეში 39 წლის არის, იგი კარიერის დასრულებას… Continue reading ალვეშს ამერიკაში იწვევენ

დანი ალვეში: მესი პსჟ-ში ბედნიერი არ არის, რადგან…

  ბარსელონას მარცხენა მცველი, დანი ალვეში თვლის, რომ მესი პსჟ-ში ბედნიერი არ არის „არ ვფიქრობ, რომ ის პსჟ-ში თამაშით სიამოვნებას იღებს. ლეო როდესაც კარგ ხასიათზეა, ფეხბურთსაც განსაკუთრებულს თამაშობს და ამით სხვებსაც სიამოვნებას ანიჭებს. ჩემი აზრით, მესის ადგილი იქ [პარიზში] არ არის, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ადგილას ცხოვრობდა და იმას აკეთებდა, რაც უყვარს. ლეო ყოველთვის მეუბნებოდა: „სხვაგან… Continue reading დანი ალვეში: მესი პსჟ-ში ბედნიერი არ არის, რადგან…

შიშველი პიკე

ესპანური პრიმერას 28-ე ტურში ბარსელონამ ოსასუნას 4:0 მოუგო და გათამაშების ცხრილში კვლავ მესამე ადგილზე დგას. მატჩის შემდეგ კატალონიელთა ნიდერლანდელმა შემტევმა, მემფის დეპაიმ, ბრაზილიელ დანი ალვეშთან ერთად გასახდელში ვიდეო გადაიღო, თუმცა უკანა პლანზე ვერ შეამჩნია მეორე პარტნიორი, ჟერარ პიკე, რომელიც ტანსაცმელს იცვლიდა და იმ მომენტში მთლად შიშველი იყო… ეს ვიდეო დეპაის 14-მა მილიონმა ინსტაგრამ-გამომწერმა ნახა.

დანი ალვეში: სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ფეხბურთელები ძალით უხეშობენ (ვიდეო)

ლა ლიგის 23-ე ტურში ბარსელონამ ატლეტიკოს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. შეხვედრის 69-ე წუთზე დანი ალვეშმა იანიკ კარასკოსთან უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამ თემაზე ბრაზილიელმა მცირე კომენტარი გააკეთა. “უკვე დამავიწყდა როგორ მსაჯობენ ესპანეთში. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი მეტოქეს ძალით ეუხეშება. ჩვენ სახიფათო სპორტში ვართ და ტრავმა ჩვეულებრივი მომენტია. ნებისმიერ… Continue reading დანი ალვეში: სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ფეხბურთელები ძალით უხეშობენ (ვიდეო)

დანი ალვეში: კარგი იქნება თუ მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს

ბარზილიელმა ფეხბურთელმა დანი ალვეშმა ბარსელონაში დაბრუნებაზე, ლეო მესიზე, ჩავიზე და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. “38 წლის ფეხბურთელს არ დავიმატებდი, თუმცა ეს არ ეხებათ მესის, რონალდუს იბრაჰიმოვიჩს და დანი ალვეშს. ამ ბიჭებს არ უნდა უთხრათ, რომ კარიერის დასრულების დროა.  კარგი იქნება თუ მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს. ეს მისთვის დიდი საჩუქარი იქნება, კლუბმა ამაზე უნდა იფიქროს.  ჩავის… Continue reading დანი ალვეში: კარგი იქნება თუ მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს

მნიშვნელოვანი ტრანსფერები – იანვარში ვინ სად წავიდა?

  იანვარში ბევრი საინტერესო ტრანსფერი შედგა, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მხედველობის არედან გამოგრჩათ. მაშ ასე, დავიწყოთ კირან ტრიპიერი ატლეტიკო -> ნიუკასლი (14 მილიონი ევრო) ასეთი ძლიერი ფეხბურთელი (FIFA 22-ის მონაცემით) ნიუკასლს არ ჰყავს და 2008 წლის შემდეგ არ ჰყოლია. FIFA 22-ში ტრიპიერის უნარები 84-ით შეფასდა, 2008-ში კი ასე ოუენი ფასდებოდა… კრის ვუდი ბარნლი -> ნიუკასლი (30… Continue reading მნიშვნელოვანი ტრანსფერები – იანვარში ვინ სად წავიდა?

სამი წამი ფეხის მოტეხამდე

ჩავიმ ბარსელონაში დანი ალვეში დააბრუნა, რომელმაც ახალგაზრდებთან უნდა იმუშაოს. დრო გამოაჩენს ჩავის არჩევანის მართებულობას, თუმცა ბევრი თვლის, რომ დანი ალვეში შენელებული მოქმედების ნაღმია და ვერ იტყვი, როდის აფეთქდება. ქვემოთ ერთ პატარა ისტორიას მოგითხრობთ, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ის იყო: „ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გასახდელში ვისხედით. ვიცოდით, რომ ახლა დანი შემოვა და „დიჯეის“ რეჟიმს ჩართავს. ამას… Continue reading სამი წამი ფეხის მოტეხამდე

დანი ალვეში ბარსაში დაბრუნდა!

ბარსეკლონამ დანი ალვეშთან შეთანხმება დაადასტურა! 38 წლის ბრაზილიელი გუნდს სავარჯიშოდ შემდეგ კვირას შეუერთდება, თუმცა იანვრამდე თამაშს ვერ შეძლებს. დანის ბოლო კლუბი სან პაულო იყო, რომელიც ფეხბურთელს ხელფასს ვეღარ უხდიდა. ალვეში ბარსაში 2008-16 წლებში თამაშობდა და იქ 23 ტიტული მოიგო. Back in DA house! pic.twitter.com/qicb8RRc1h — FC Barcelona (@FCBarcelona) November 12, 2021

ალვეში და ბარსელონა – გადაწყდა

რამდენიმე დღის წინ დანი ალვეშმა განაცხადა, რომ მზად არის ბარსელონაში დაბრუნდეს და გუნდს დაეხმაროს. ბოლო ცნობებით, ბრაზილიელის კვლავ ბლაუგრანაში თამაში გამორიცხულია, რადგან ესპანელთა მესვეურები ამის სურვილს არ გამოთქვამენ. ბარსას ხელმძღვანელები თვლიან, რომ ალვეშის დაბრუნება ოსკარ მინგესას და სერხიო დესტის განვითარებას ხელს შეუშლის. მოგეხსენებათ ბარსელონში მარჯვენა მცველად სწორედ ეს მოთამაშეები გამოდიან. ალვეში ბარსელონაში 2008-16 წლებში თამაშობდა… Continue reading ალვეში და ბარსელონა – გადაწყდა