ყველაზე პრეზიდენტი…

მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ევროპული საფეხბურთო კლუბების თავკაცებს შორის საუკეთესო გახდა. ეს ამბავი  European Golden Boy 2022-ის დაჯილდოებისას გაცხადდა – წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. პერესი „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ცნობილი გალაქტიკოსი, როცა გუნდში ლუიშ ფიგუ, რონალდო, ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექემი, მაიკლ ოუენი და რობინიო მივიდნენ. 2006 წლის თებერვალში… Continue reading ყველაზე პრეზიდენტი…

ლეო მაიამიში?

გაზეთი სანი ექსკლუზიურად გვამცნობს, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ლიონელ მესი, დევიდ ბექემის ინტერ მაიამიში გადავა. 35 წლის არგენტინელისთვის პარი სენ-ჟერმენში ბოლო საკონტრაქტო წელი მიმდინარეობს და გახანგრძლივებას ჯერ არ ჩქარობს. მის ხელშეკრულებას ფრანგულ კლუბთან ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. გამოცემა აღნიშნავს, რომ მესი უკვე ორი წელიწადია ამერიკელებთან ურთიერთობს, მუნდიალის შემდეგ კი მოლაპარაკების ახალი რაუნდი… Continue reading ლეო მაიამიში?

მამაილა

რომეო ბექემი 19 წლისაა. ის მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდის, დევიდ ბექემის ვაჟია და მამამისისვე ინტერ მაიამის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, თუმცა ერთხელ პირველ გუნდშიც ათამაშეს, სეზონის წინ ბარსელონას წინააღმდეგ. მოკლედ, რომეო ამერიკაში ცდილობს სახელის მოხვეჭას და ნელ-ნელა მთლად მამამისს ემსგავსება. ახლახან სოციალურ ქსელში მისი ფოტოები გამოჩნდა, სადაც წელსზევით შიშველია, თმები შეღებილი აქვს და მკლავზე ტატუც დაუხატავს. ეს… Continue reading მამაილა

ბექზი ძუ ლომებს ულოცავს

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი დევიდ ბექემი ერთობ  კმაყოფილი დარჩენილა ინგლისის ქალთა ნაკერების ევრო 2022-ის ფინალში გასვლით. ალბიოინელმა ძუ ლომებმა ნახევარფინალში შვედეთის ნაკრებს 4:0 მოუგეს და კვირას უემბლიზე გერმანია – საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. სხვათა შორის, შვედები საქართველოს ნაკრების მეტოქეები იყვნენ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში და ორივე თამაში დიდი ანგარიშით – 4:0,… Continue reading ბექზი ძუ ლომებს ულოცავს

ბექზს უთხრეს, ლეკლერი აიყვანეო

კვირას, ფორმულა 1-ის მაიამის გრან პრის ეტაპი გაიმართა, რომელიც ბელგიელ-ნიდერლანდელმა ავტომრბოლელმა, მაქს ვერსტაპენმა მოიგო. მეორე ადგილზე კი მონაკოელი შარლ ლეკლერი გავიდა. თუმცა, ლეკლერი ამჯერად სხვა რამით უფრო გამოირჩა. რბოლამდე ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულ ნახევარმცველს, დევიდ ბექემს, ბურთის კენწვლაში გაეჯიბრა. ჯერ ბექემმა აჩვენა დამსწრეთ, რომ საფეხბურთო უნარები ჯერაც არ დავიწყებია. შემდეგ კი ლეკლერმა სცადა… Continue reading ბექზს უთხრეს, ლეკლერი აიყვანეო

როი გამოექანა…

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, თავისი ინსტაგრამის გამომწერები გაახალისა. ჩვეულებრივ ჯმუხი და მოშუღარი როი, ტყეში წავიდა სასეირნოდ ორ ძაღლთან ერთად. შემთხვევით საქანელა დაინახა. შემოხტა და გააქანა. ინსტაგრამი აფეთქდა. კომენტატორებს შორის იყი კინის ყოფილი თანაგუნდელი, დევიდ ბექემი. ბექზმა კომენტარს უამრავი ღიმილაკიც დაურთო.   Meanwhile on Roy Keane's official Instagram account… pic.twitter.com/sgOper2XVz — Pure Roy Keane… Continue reading როი გამოექანა…

ბრუკლინ ბექემი ცოლის გვარზე გადავიდა

დევიდ ბექემის ვაჟი, ბრუკლინი, მილიარდერის ოჯახისშვილ ნიკოლა პელცზე რომ დაქორწინდა, უკვე ძველი ამბავია. ფლორიდის სანაპიროზე ისეთი ქორწილი გადაიხდეს, სამი მილიონი დოლარი დაჯდა. ეგ არაფერი, მთავარი ამბავი მერე მოხდა. აღმოჩნდა, რომ ბრუკლინმა საზოგადოდ მიღებული წეს-ტრადიცია დაარღვია და… ცოლის გვარზე გადავიდა. დღეს მისი სახელია – ბრუკლინ პელცი – ბექემი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბრუკლინის ბევრი გულშემატკივარი… Continue reading ბრუკლინ ბექემი ცოლის გვარზე გადავიდა

დიდი ქორწილის ამბები

დევიდ ბექემის უფროსმა ვაჟმა 23 წლის ბრუკლინმა, გასულ პარასკევს 27 წლის მსახიობ ნიკოლა პელტცზე იქორწინა. დიდი ამბავი იყო ფლორიდის პალმ-ბიჩში. ქორწილი 3 მილიონი გირვანქა დაჯდა. იყვნენ ცნობილი სტუმრები და გამრთობებიც. მაგალითად, ჯენიფერ ლოპესის ყოფილი მეუღლე, მარკ ენტონი, დიჯეი ფატ ტონი და რეპერი სნუპ დოგი. სამზარეულოს ცნობილი ტიერი იზამბერის (Thierry Isambert Culinary and Event Design) კორპორაციის… Continue reading დიდი ქორწილის ამბები

საუკუნის ქორწილი კონტრაქტით

ხვალ, ფლორიდაში დიდი ამბავია: დევიდ ბექემის უფროსი ვაჟი, ბრუკლინი ნიკოლ პელტცზე დაქორწინდება… აბა, ცოლი ვის არ მოუყვანიაო, იკითხავთ… ბევრიც გათხოვილა, თუმც 9 აპრილის ქორწილს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სხვა ფასი აქვს… ჯერ ის ვთქვათ, რომ ქორწილი, რომელიც 76 მილიონად შეფასებულ და 27 საძინებლიან სასახლეში გაიმართება, 3 მილიონი გირვანქა დაჯდება და მთელი ჰოლივუდი იქ იქნება.  როგორ… Continue reading საუკუნის ქორწილი კონტრაქტით

ბექემმა თავისი ინსტაგრამი უკრაინელ ექიმს ათხოვა და…

ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, დევიდ ბექემმა, თავისი ინსტაგრამის გვერდი, სადაც 71 მილიონი გამომწერი ჰყავს,  ერთი დღით უკრაინელ ექიმს, ბავშვთა ანესთეზიოლოგ ირინას დაუთმო. ჯერ თავად ბექემმა მიმართა გამომწერებს, უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა, მათ ექიმებს კი გმიერები უწოდა. შემდეგ ირინა საკმაო ხანს ჰყვებოდა საზარელ ამბებს, გასაოცარ ვიდეოებს უჩვენებდა ქსელის მომხმარებლებს. ირინა უამბობდა ადამიანებს როგორ გადაჰყავდათ ხარკოვში… Continue reading ბექემმა თავისი ინსტაგრამი უკრაინელ ექიმს ათხოვა და…