დევინ ბუკერის 58 ქულა და რევანში “პელიკანზთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფინიქსმა” საკუთარ არენაზე უმასპინძლა “ნიუ ორლეანს” და მძიმე ბრძოლაში 118-114 მოუგო. მეორე ტაიმის მიმდინარეობისას “სანზი” 22 ქულიანი სხვაობით ჩამორჩა მეტოქეს, თუმცა “ქამბექის” შესრულება შეძლო. მატჩის გმირი მასპინძელთა ლიდერი – დევინ ბუკერი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა, ჩაუგდო რა მეტოქეს 58 ქულა. “ბუკმა” თამაშიდან 35 ბურთი ესროლა, საიდანაც მიზანს… Continue reading დევინ ბუკერის 58 ქულა და რევანში “პელიკანზთან”

საუკეთესოები NBA-ს სეზონის სტარტზე

NBA-მ სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგები შეაჯამა და ოქტომბერ/ნოემბრის თვის საუკეთესოები გამოავლინა. თვის საუკეთესო კალათბურთელები აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოობა არავის დაუთმო ჯეისონ ტეიტუმმა. “ბოსტონის” ფორვარდი საშუალოდ მატჩში აღებული ქულების მიხედვით მეორე ადგილზეა ლიგაში – 31,6. მის ანგარიშზე ასევე გახლავთ 7,8 მოხსნა და 4,5 შედეგიანი გადაცემა. “სელტიქსი” დამაჯერებლად ლიდერობს NBA-ს ცხრილს. დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელად დევინ ბუკერი დასახელდა.… Continue reading საუკეთესოები NBA-ს სეზონის სტარტზე

დევინ ბუკერმა NBA-ს რეკორდი დაამყარა

“ფინიქს სანზი” აგრძელებს წარმატებულ ასპარეზონას NBA-ს რეგულარულ სეზონში. მონტი უილიამსის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ჩიკაგო ბულზს” და მეტოქე 132-113 გაანადგურა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სანზის” უკანა ხაზელი დევინ ბუკერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 51 ქულა გახლდათ. “ბუკმა” NBA-ს რეკორდი დაამყარა – 50+ ქულა ჩააგდო ისე რომ, თამაშიდან სროლის რეალიზაციის პროცენტი 80 ქონდა, ხოლო პერიმეტრიდან 85,7. დევინმა… Continue reading დევინ ბუკერმა NBA-ს რეკორდი დაამყარა

“დალასმა” “ფინიქსი” გაანადგურა და კონფერენციის ფინალში გავიდა

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სტადიის მეშვიდე მატჩში “დალასმა” სტუმრად 123-90 გაანადგურა რეგულარულის ჩემპიონი “ფინიქსი”, საპლეიოფო სერია 4-3 მოიგო და პირველად 2011 წლის შემდეგ კონფერენციის ფინალში გავიდა. “მავერიქსმა” “სანზთან” სერია ზედიზედ ორი წაგებით გახსნა, თუმცა ჯეისონ კიდის გაწვრთნილმა გუნდმა დროულად მოახერხა გამოფხიზლება – მომდევნო 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და დამსახურებულად მოიპოვა ფინალის საგზური. სერიის მეშვიდე მატჩში ბრწყინვალედ… Continue reading “დალასმა” “ფინიქსი” გაანადგურა და კონფერენციის ფინალში გავიდა

“დალასს” ლუკა დონჩიჩის 45 ქულამაც ვერ უშველა

NBA-ში სტარტი აიღო დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალმა. რეგულარულის ჩემპიონმა “ფინიქსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “დალასს” და უხვქულიან მატჩში მეტოქე 121:114 დაამარცხა. დევინ ბუკერის და დეანდრე აიტონის ზუსტი სროლების შედეგად “სანზმა” პირველივე მეოთხედი 10 ქულიანი სხვაობით მოიგო 35:25. 2022 წლის პლეიოფში გამართული 7 მატჩში “ფინიქსი” მეტოქეთა კალათს 50%-იანი სიზუსტით უტევს, რაც საუკეთესო შედეგია 1986 წლის შემდეგ (ლეიკერსი). მეორე… Continue reading “დალასს” ლუკა დონჩიჩის 45 ქულამაც ვერ უშველა

ტრე იანგის გამარჯვების მომტანი სროლა “მაიამისთან”

NBA-ს პლეიოფში უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს საპლეიოფო დაპირისპირებები აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში. “მაიამიმ” საწყისი ორი მატჩი ყველანაირი პრობლემების გარეშე მოუგო “ატლანტას”, თუმცა როგორც კი სერიამ ჯორჯიის შტატში გადაინაცვლა “ჰოუქსმა” კლანჭები გამოაჩინა. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე შეხვედრის უკანასკნელ წამებზე ტრე იანგმა გადმოიტანა ბურთი მეტოქის ნახევარზე, დრიბლინგით შეაღწია სამწამიან ზონაში და გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო 111-110. დარჩენილ მცირე დროში… Continue reading ტრე იანგის გამარჯვების მომტანი სროლა “მაიამისთან”

“ფინიქსმა” NBA-ს რეგულარული სეზონი მოიგო

დღეს გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “დენვერმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ფინიქსს” და უხვქულიან ბრძოლაში 130-140 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სანზის” სნაიპერი – დევინ ბუკერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 49 ქულა, 10 პასი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. “ნაგეთსის” რიგებიდან კი გამოირჩა ლიგის მოქმედი MVP – ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც 26 ქულა, 6 მოხსნა,… Continue reading “ფინიქსმა” NBA-ს რეგულარული სეზონი მოიგო

დევინ ბუკერის 38 ქულა და გამარჯვება ჩიკაგოში

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება ჩიკაგოში შედგა, სადაც „ბულზი“ დაუპირისპირდა „ფინიქსს“ და მძიმე ბრძოლაში 124-127 დამარცხდა. შეხვედრის სტარტზე „სანზი“ უკეთესად გამოიყურებოდა და სტუმრებმა თავიდანვე ხელთ იგდეს სათამაშო უპირატესობა. მოედანზე ბრწყინავდა დევინ ბუკერი, რომელმაც „ჩიკაგოს“ კალათი აიკლო – ჩაუგდო რა 38 ქულა. „ბულზის“ რიგებში არ მოიძებნა ისეთი კალათბურთელი, რომელიც ცოტათი მაინც შეზღუდავდა დევინს… Continue reading დევინ ბუკერის 38 ქულა და გამარჯვება ჩიკაგოში

ტრე იანგმა „ფინიქსის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე „ფინიქსი“ (41-9) ესტუმრა „ატლანტას“(24-26). მონტი უილიამსის გაწვრთნილ „სანზს“ 11 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნდა, თუმცა ტრე იანგის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა სტუმრები 124-115 დაამარცხეს და 8 იანვრის შემდეგ პირველად, არიზონულმა კლუბმა მოედანი წაგებულის სტატუსით დატოვა. „ჰოუქსმა“ მატჩის პირველი ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – კევინ ჰერტერმა და ტრე… Continue reading ტრე იანგმა „ფინიქსის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

კრის პოლის 19 პასი და “ფინიქსის” მეორმოცე გამარჯვება

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლიგის ლიდერმა „ფინიქსმა“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა „სან ანტონიოს“ და მეტოქე 115-110 დაამარცხდა. „სანზმა“ მეორმოცე გამარჯვება იზეიმა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა სატურნირო ცხრილში. დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა – მასპინძლებს სხვადასხვა სახის ტრავმების გამო აკლდა დეანდრე ეიტინი, ჯეი კრაუდერი და კამერონ პეინი, ხოლო სტუმრებს დერიკ ვაითი, დეჟანტე მარეი… Continue reading კრის პოლის 19 პასი და “ფინიქსის” მეორმოცე გამარჯვება