კანადამ დევისის თასი პირველად მოიგო

ესპანეთის ქალაქ მალაგაში დასრულდა დევისის თასი პლეიოფი. ფინალური შეხვედრაშ კანადის ნაკრებმა 2:0 დაამარცხა ავსტრალია და პირველად მოიგო დევისის თასი. პირველები კორტზე დენის შაპოვალოვი და ტანასი კოკინაკისი გამოვიდნენ. კანადელმა ჩოგბურთელმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და 2 სეტში 6:2 6:4 სძლია. მეორე მატჩში ერთმანეთს ფელიქს ოჟე ალიასიმი და ალექს დე მინორი დაუპირისპირდნენ. ოჟემ საკუთარი მაღალი კლასის გამოყენებით… Continue reading კანადამ დევისის თასი პირველად მოიგო

ავსტრალია VS კანადა

ესპანეთის ქალაქ მალაგაში დასასრულს უახლოვდება დევისის თასის გათამაშება. მეორე ნახევარფინალში კანადამ მძიმე ბრძოლაში 2:1 სძლია იტალიას და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველები კორტზე ლორენცო სონეგო და დენის შაპოვალოვი გავიდნენ. იტალიელმა ჩოგბურთელმა “ნერვების ომში” გაძლო და ურთულსეი შეხვედრა მოუგო დენისს 7:6 6:7 6:4. მეორე მატჩში ფელიქს ოჟე ალიასიმმა მაღალი სათამაშო კლასის გამოყენებით 6:3 6:4 სძლია ლორენცო მუზეტის… Continue reading ავსტრალია VS კანადა

ავსტრალია დევისის თასის ფინალშია

ლეიტონ ჰიუიტის გაწვრთნილი ავსტრალიის ნაკრები აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას დევისის თასზე. 1/2 ფინალურ სტადიაზე “ოზებმა” 2:1 მოუგეს ხორვატებს და ფინალის საგზური მოიპოვეს. პირველები კორტზე ბორნა ჩორიჩი და ტანასკი კოკინაკი გამოვიდნენ. ხორვატმა ჩოგბურთელმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა და ეს სრულიად საკმარისი გამოდგა მატჩის მოსაგებად 6:3 6:4. პირველი წაგებული მატჩის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ავსტრალია – ფინალში… Continue reading ავსტრალია დევისის თასის ფინალშია

ესპანეთის მოულოდნელი მარცხი ხორვატიასთან

ესპანეთის ქალაქ მალაგაში გრძელდება დევისის თასის პლეიოფი. 1/4 ფინალურ სტადიაზე ტურნირის მასპინძლები ხორვატიას დაუპირისპირდნენ და მოულოდნელი მარცხი იწვნიეს 0-2. ესპანელები პლეიოფს დიდი დანაკლისით შეხვდნენ – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – კარლოს ალკარასი და მეორე ჩოგანი – რაფაელ ნადალი. მიუხედავად ასეთი სპორტსმენების არყოფნისა, ესპანელებმა მაინც ვარსკვლავურ შემადგენლობას მოუყარეს თავი: რობერტო… Continue reading ესპანეთის მოულოდნელი მარცხი ხორვატიასთან

ავსტრალია დევისის თასის 1/2 ფინალშია

ესპანეთის ქალაქ მალაგაში სტარტი აიღო დევისის თასის საპლეიოფო სტადიამ. პირველ 1/4 ფინალში ერთმანეთს არგენტინის და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ჯორდან ტომფსონმა ტალონ გრიკსპურთან დაპირისპირება არცთუისე კარგად დაიწყო და პირველი სეტი 4:6 წააგო, თუმცა დროულად გამოფხიზლდა და მომდევნო ორი პარტია 7:5 6:3 მოიგო. შეხვედრაში გადამწყვეტი ავსტრალიელის კარგი ჩაწოდება აღმოჩნდა – ჯორდანმა 16 ეისი “გაისროლა”. მეორე მატჩში ალექს… Continue reading ავსტრალია დევისის თასის 1/2 ფინალშია

კანადა დევისის თასის პლეიოფშია

ესპანეთის ქალაქ ვანელსიაში გრძელდება დევისის თასის B ჯგუფის შეხვედრები. მესამე ტურის მატჩის რანგში კანადის საჩოგბურთო ნაკრები სერბეთთან 1:2 დამარცხდა, თუმცა პლეიოფის საგზური მაინც მოიპოვა. პირველ მატჩში ერთმანეთს ლასლო ჯერე და გაბრიელ დიალო დაუპირისპირდნენ. გაცილებით უფრო გამოცდილმა სერბმა 6:2 6:2 იმარჯვა და პირველი ქულა მოუტანა საკუთარ ქვეყანას. მეორე შეხვედრაში ფელიქს ოჟე-ალიასიმმა 6:3 6:4 სძლია მიომირ კეჩმანოვიჩს… Continue reading კანადა დევისის თასის პლეიოფშია

ბერეტინიმ იტალიას გამარჯვება მოუტანა

საჩოგბურთო სამყაროში სტარტი აიღო დევისის თასის ჯგუფურმა ეტაპმა. პირველი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება იტალიასა და ხორვატიას შორის შედგა. პირველ შეხვედრაში ლორენცო მუზეტიმ ყველანაირი პრობლემების გარეშე 6:4 6:2 სძლია ბორნა გოიოს და იტალიელებს პირველი ქულა მოუტანა 1:0. მეორე მატჩი ბევრად დაძაბული და საინტერესო გამოდგა – აფიშაც დამაინტრიგებელი იყო: ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი ბორნა ჩორიჩი მსოფლიო რეიტინგის მე-15… Continue reading ბერეტინიმ იტალიას გამარჯვება მოუტანა

სიკვდილის ჯგუფი დევისის თასზე

დევისის თასზე, ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შედგა. 16 მოწინავე ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდა. სიკვდილის ჯგუფად მოინათლა B,სადაც თავი მოიყარეს ესპანეთმა, სერბეთმა და კანადამ. დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი დანარჩენ ჯგუფებშიც. A ჯგუფი: ხორვატია, იტალია, არგენტინა, შვედეთი B ჯგუფი: ესპანეთი, კანადა, სერბეთი, სამხრეთ კორეა C ჯგუფი: საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ავსტრალია D ჯგუფი: ა.შ.შ, დიდი ბრიტანეთი, ყაზახეთი, ნიდერლანდები ტურნირის მოქმედი… Continue reading სიკვდილის ჯგუფი დევისის თასზე

რუსეთმა დევისის თასი მესამედ მოიგო

დასრულდა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელი პრესტიჟული ტურნირი. დევისის თასის ფინალში რუსეთმა 2:0 დაამარცხა ხორვატია და ტრიუმფით დაასრულა საჩოგბურთო წელი. პირველები კორტზე ანდრეი რუბლიოვი და ბორნა გოიო გამოვიდნენ. ხორვატი ჩოგბურთელი რეიტინგის მესამე ასეულის ბოლოში იმყოფება(N281), თუმცა დევისის თასის ფინალურ ტურნირზე უკვე სამი გამარჯვება ქონდა მოპოვებული ტოპ 75-ის წარმომადგენლებთან. რუსმა უდიდესი კონცენტრაციით ითამაშა და შეხვედრა ორ… Continue reading რუსეთმა დევისის თასი მესამედ მოიგო

14 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთი დევისის თასის ფინალშია

დასასრულს უახლოვდება 2021 წლის დევისის თასის ფინალური ტურნირი. ნახევარფინალურ ეტაპზე რუსეთის კომიტეტის ნაკრები (დისკვალიფიკაციის გამო არ აქვთ ეროვნული სიმბოლიკების გამოყენების უფლება) გერმანიას დაუპირისპირდა და მეტოქე საკმაოდ იოლად დაამარცხა. პირველები კორტზე ანდრეი რუბლიოვი და დომინიკ კოფფერი გავიდნენ. რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და 50 წუთში 6:4 6:0 მოუგო. დომინიკი პირველ სეტში წინააღმდეგობას მაინც უწევდა… Continue reading 14 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთი დევისის თასის ფინალშია