200 მილიონი?.. დემბელე, როგორც სანტა-ბარბარა

ეს უკვე სერიალს ჰგავს. დღე კი არა, საათი არ გადის, უსმან დემბელეზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ გაჩნდეს. „სანტა-ბარბარას“ სერიალს ჰგავს. ბარსელონელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო სიახლეს ავრცელებს, ფრანგი გარემარბის მადა უკვე ზომას გადასცდაო… როგორც იცით, დემბელე ბარსელონასთან კონტრაქტს არ აგრძელებს, ჩავის კი გამოუცხადებია, თუ გაქცევაზე ხარ, ვერ გათამაშებო… „დემბელემ კლუბს აცნობა, რომ ამ პირობებს არ თანხმდება… Continue reading 200 მილიონი?.. დემბელე, როგორც სანტა-ბარბარა

დემბელეს ბარსაში თამაში აღარ სურს, თუ…

ბარსელონასა და დემბელეს კონტრაქტი კვლავ განხილვის ეტაპზეა. კლუბის პრეზიდენტისა და ბარსელონას სხვა ხელმძღვანელების გასაკვირად, ფეხბურთელს აჩქარება არ ეტყობა. სავარაუდოდ, ეს იმიტომაც, რომ მსუყე კონტრაქტის შეთავაზება ჯერ არ მიუღია. ბარსელონამ ფრანგს კონტრაქტის გახანგრძლივება კი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელის ხელფასი შემცირდება. დემბელეს მხრიდან პირობებზე დათანხმება ან წასვლა, იმასაც ნიშნავს, რომ კლუბი ფერნან ტორესს გაიფორმებს, რომელიც უკვე კატალონიაშია და… Continue reading დემბელეს ბარსაში თამაში აღარ სურს, თუ…

რა ხდება დემბელეს თაობაზე? – კონტრაქტი ჭიანურდება

  ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ უსმან დემბელეს კონტრაქტზე ისაუბრა, რომლის გახანგრძლივებაც, რაღატომღაც, ჭიანურდება “ჩვენი მხრიდან ეს პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ვისურვებდი. ვმუშაობთ და საბრძოლო სულისკვეთებას არ ვკარგავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან უსმანი კონტრაქტს თუ გაახანგრძლივებს, შეუძლია საკვანძო ფეხბურთელი გახდეს,” – თქვა ლაპორტამ. დემბელეს მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ამ სეზონში ფრანგმა, ყველა ტურნირზე,… Continue reading რა ხდება დემბელეს თაობაზე? – კონტრაქტი ჭიანურდება

2:0… დემბელემ ისევ დააგვიანა

უსმან დემბელემ ისევ დააგვიანა ბარსელონას ვარჯიშზე. ჩავის გუნდში მოსვლიდან ეს მეორედ მოხდა და მეორედ დააჯარიმეს. ჯერჯერობით, სხვას არავის დაუგვიანებია ახალი მწვრთნელის პერიოდში… მოკლედ, დემბელე 2:0-ს „უგებს“ ყველას. როდესაც კლუბიდან დაურეკეს, დემბელემ უპასუხა, რომ ვარჯიში საუზმის მერე ეგონა…

ჩავიმ დემბელეს 3 წუთი არ აპატია

უსმან დემბელე პირველი ფეხბურთელია, რომელიც ბარსელონაში ჩავიმ დააჯარიმა. საქმე იმაშია, ფრანგი ბაზაზე 08:30-ზე უნდა მისულიყო, ამის ნაცვლად 08:33-ზე მივიდა. ჩავიმ ვარჯიში 10:00-ზე დანიშნა, თუმცა ფეხბურთელებისგან მოითხოვა, რომ საათნახევრით ადრე სავარჯიშო ბაზაზე ყოფილიყვნენ. ჩავიმ ბარსელონა რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა. ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ბლაუგრანასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. რაც შეეხება დემბელეს, იგი კვლავ შორს არის ოპტიმალური… Continue reading ჩავიმ დემბელეს 3 წუთი არ აპატია

ბარსელონას გაუჭირდა

უკვე სამი კვირაა ლიონელ მესი თავისუფალი აგენტია. მას ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ვთქვათ, კოპა ამერიკის მიმდინარეოიბისას ფინანსებზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. ტურნირი იყო მოსაგები. მოიგო. ახლა? კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ჟურნალისტების კითხვებზე ერთსა და იმავეს პასუხობს: „ყველაფერი კარგადაა, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს“. გასაგებია, მაგრამ კონკრეტულობა აკლია. ახლახან მან თქვა, გვინდა, რომ მესი დარჩეს, მასაც… Continue reading ბარსელონას გაუჭირდა