არ დაიდარდო!..

კილიან მბაპე ანტუან გრიზმანს ესაუბრა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობის თემაზე. როგორც იცით, დიდიე დეშამმა პსჟ-ის ფორვარდს გადასცა სამკლავური, რომელიც ბოლოს უგო ლორისს ეკუთვნოდა. მოკლედ, მბაპე ახალი კაპიტანია, რაც გრიზმანს არ ესიამოვნა… ამაზე ფრანგული პრესა წერს. კილიანმა გრიზმანს უთხრა, რომ მისი კარგად ესმის და შესაძლოა თავადაც ნაწყენი დარჩენილიყო. ასევე აუხსნა, რომ სამკლავურის გამო გუნდში მონოპოლიას არ შეეცდება.… Continue reading არ დაიდარდო!..

ბენზემა-დეშამი… რა მოხდა ყატარში?

დიდიე დეშამმა პირველად ისაუბრა, თუ რატომ დატოვა კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრები ზედ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ. ბენზემა მუნდიალ-2022-ის განაცხადში გახლდათ, ყატარშიც იყო ჩასული, მერე კი გამოცხადდა, რომ ტრავმა მიიღო. დეშამი: „უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დავკარგე. მსოფლიოს წინ ეს ძალიან ცუდია. კარიმი გამწარებული იყო, რადგან მისთვის მუნდიალი ბევრს ნიშნავდა. მითხრა, მკვდარივით ვარო. ნაკრების ექიმის დიაგნოზი ზუსტად ემთხვეოდა დიაგნოზს,… Continue reading ბენზემა-დეშამი… რა მოხდა ყატარში?

დეშამი: სად ისინი, სად ფინალი…

დიდიე დეშამმა საინტერესო კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი დონით ვერ შეესაბამებოდა ამხელა მნიშვნელობის მატჩს… ყველაზე დიდ საფეხბურთო მოვლენას, მუნდიალის ფინალს. დეშამი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ არგენტინას ჰქონდა უპირატესობა. „რთულ სიტუაციაში ვიყავით. ოთხი-ხუთი ფეხბურთელი ფიზიკურად ბოლომდე მზად არ იყო ფინალისთვის. არსებობს ემოციური მხარეც. მათთვის ეს საერთოდ პირველი ფინალი… Continue reading დეშამი: სად ისინი, სად ფინალი…

რაო?.. პავარს ნაკრებიდან საიდუმლო ამბები გაჰქონდა?

ფრანგულ პრესაში უცნაური ამბავი დაიწერა: ბენჟამინ პავარს საფრანგეთის ნაკრებიდან საიდუმლო ინფორმაციები გაჰქონდაო… ეს ფრანგმა ჟურნალისტმა რომენ მოლინამ დაწერა. რაც ნამდვილია, პავარსა და დიდიე დეშამს შორის კონფლიქტი მოხდა არგენტინასთან ფინალის დროს. სათადარიგოთა სკამთან პავარი ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას თანაგუნდელების მოქმედებით, რამაც დეშამი გააბრაზა. ისე, პავარი ნაკრებში სწორედ დეშამმა დააწინაურა, თანაც მოულოდნელად, 2018 წლის მუნდიალის წინ ის ძირითადის… Continue reading რაო?.. პავარს ნაკრებიდან საიდუმლო ამბები გაჰქონდა?

ბენზემა ფინალს არ დაესწრება

კარიმ ბენზემას დიდიე დეშამთან ისევ პრობლემა აქვს. L’Equipe-ს ინფორმაციით, ფეხბურთელსა და მწვრთნელს ისეთივე დაძაბულობაა, როგორიც 2015-დან 2020 წლამდე, როდესაც ქარიმი ნაკრებს ჩამოშორებული იყო. ბენზემას არ ესმის, ტრავმის შემდეგ, ნაკრების ბაზა რატომ დაატოვებინეს. მას ოცნებად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება აქვს და იმედი ჰქონდა, რომ პლეი-ოფ-ში ტრავმას მოიშუშებდა. ასეც მოხდა, თუმცა ის გუნდთან ერთად აღარაა. დეშამს მისთვის არც დაურეკავს.… Continue reading ბენზემა ფინალს არ დაესწრება

მადლობა სად არის?..

კარიმ ბენზემა ყატარში ჩასვლას არ აპირებს, ანუ ფინალში ტელევიზორიდან უქომაგებს საფრანგეთის ნაკრებს. არადა წინა დღეებში სხვაგვარად იწერებოდა – ბენზემა ნაკრებთან ერთად იქნებაო. ფრანგულმა ეკიპ-მა სხვა ამბები გაახმაურა: კარიმს დიდიე დეშამთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვსო. დეშამს ეწყინა, რომ ბენზემამ ოქროს ბურთის დაჯილდოვებისას არ ახსენა და დამსახურევისთვის მადლობა არ გადაუხადა. ბენზემას კარგი ურთიერთობა აქვს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელთან,… Continue reading მადლობა სად არის?..

მბაპეს თამაში უნდა – ეს კი საეჭვოა…

2KN6EFX Doha, Qatar. 26th Nov, 2022. Soccer: World Cup, France - Denmark, Preliminary round, Group D, Matchday 2, Stadium 974, France's Kylian Mbappe plays the ball. Credit: Robert Michael/dpa/Alamy Live News

კილიან მბაპეს ტუნისთან მატჩში თამაში საეჭვოა. RMC Sport-ის ინფორმაციით, გუშინდელ ვარჯიშზე, მან კოჭის არეში დისკომფორტი იგრძნო. ამის გამო, დიდიე დეშამი ფიქრობს, რომ ტუნისთან მას დაასვენებს. შანსი იმისა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, 23 წლის შემტევი ითამაშებს, ძალიან მცირეა. თუ მბაპე არ იქნება, სავარაუდოდ, შანსი კოლო-მუანის მიეცემა. თავად კილიანს თამაში და სტატისტიკის გაუმჯობესება ძალიან სურს, რათა ჟიუსტ… Continue reading მბაპეს თამაში უნდა – ეს კი საეჭვოა…

საფრანგეთის ნაკრების ოფიციალრი შემადგენლობა!

კატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც სტარტს 20 ნოემბერს აიღებს, დიდიე დეშამმა ეს შემადგენლობა დაასახელა მეკარეები: ალფონს არეოლა (“ვესტ ჰემი”); უგო ლორისი (“ტოტენჰემი”); სტივ მანდანდა (“რენი”) დაცვა: ლუკა ერნანდესი (“ბაიერნი”); ტეო ერნანდესი (“მილანი”); პრესნელ კიმპემპბე (“პსჟ”); იბრაიმა კონატე (“ლივერული”); ჟიულ კუნდე (“ბარსელონა”); ბენჟამენ პავარი (“ბაიერნი”); ვილიამ სალიბა (“არსენალი”); დაიო უპამეკანო (“ბაიერნი”); რაფაელ ვარანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)… Continue reading საფრანგეთის ნაკრების ოფიციალრი შემადგენლობა!

ევროები… ნაკრების მწვრთნელების ტოპ-10 ხელფასის მიხედვით

რა ხელფასი აქვთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ნაკრებების მწვრთნელებს? Finance Football-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადების ათეული ჩამოწერა და პირველი გერმანიის ნაკრების სპეციალისტი ჰანსი ფლიკია წლიური 6,5 მილიონი ევროთი. ყველაზე მცირე თანხას კი ტუნისის ნაკრების მწვრთნელი ჯალელ კადრი იღებს: 130 ათასი ევრო წელიწადში, რაც მართლაც ცოტაა… ათეული: ჰანსი ფლიკი (გერმანია) – 6,5 მილიონი ევრო გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) – 5,8 დიდიე… Continue reading ევროები… ნაკრების მწვრთნელების ტოპ-10 ხელფასის მიხედვით

„დარწმუნებული ვიყავი რომ ოქროს ბურთს მოიგებდა“

ჰატემ ბენ-არფას ყოფილმა აგენტმა ფრანგი ფეხბურთელის ტალანტზე ისაუბრა და თქვა, რომ მისგან ოქროს ბურთის მოგებას ელოდა   –          რამ გამოიწვია ამ ფეხბურთელის დაკარგვა, რომელიც 20 წლის წინ მარგალიტად ითვლებოდა? –          აქ ფსიქოლოგიური ამბავია. ეს ყველაფერი მისი ბავშვობიდან დაიწყო. ის მეფე, მეფე და მეფე იყო. ყოველთვის მის უფლებებზე საუბროდა და არა მოვალეობებზე. როდესაც მის მშობლებში ჩემ… Continue reading „დარწმუნებული ვიყავი რომ ოქროს ბურთს მოიგებდა“