არგენტინელმა პაულო დიბალამ მუნდიალის ოქროს მედალი რომას საკლუბო მუზეუმს ჩააბარა… დიბალამ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, შეცვლებზე ნახევარფინალსა და ფინალში. თუმცა ფრანგებთან ფინალში პენალტების სერიაში გაიტანა. პაულომ თქვა, რომ პენალტი შუაში დაარტყა, რადგან ემილიანო მარტინესმა ურჩია ასე. დიბალა ფორმაში ვერ შეხვდა მუნდიალს. ტრავმა ჰქონდა და ბოლოსღა მოხვდა ლიონელ სკალონის სიაში.
Tag: დიბალა
1. კვარაცხელია, 2. დიბალა, 3. ლეაო… ნახეთ
სერია ა-ში 8 ტური გავიდა და ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზეა შემტევებს შორის (Tutto Mercato-ს შეფასებებით). აი რას წერს არეანაპოლი: „კვარაცხელიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა სერია ა-ზე. ქართველმა ნაპოლის შეტევას სხვა სახე მისცა, შემატა სისწრაფე, აზრი“. შეფასებები. 8 ტურში საშუალოდ: კვარაცხელია (ნაპოლი) – 7,0 დიბალა (რომა) – 6,93 ლეაო (მილანი) – 6,64 ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) – 6,5 ოსიმენი… Continue reading 1. კვარაცხელია, 2. დიბალა, 3. ლეაო… ნახეთ
ასეთი მწვრთნელის ზარი გადამწყვეტიაო…
იტალიის ნაკრების ფორვარდი ანდრეა ბელოტი გადადის კლუბში, საიდანაც მწვრთნელმა დაურეკა და დიდხანს ესაუბრა თავის გეგმებზე – რომაში… ამის შესახებ იტალიურმა კორიერე დელო სპორტმა დაწერა. ხელფასზეც დაიწერა: წელიწადში 2,8 მილიონი ევრო გადასახადების გარეშე და 3-წლიანი კონტრაქტი. როგორც პაულო დიბალას შემთხვევაში, ბელოტისთვისაც გადამწყვეტი გამოდგა ჟოზე მოურინიუს ფაქტორი. ზარი, საუბარი და მწვრთნელის ფაქტორი. კონტრაქტი ჯერ არაა გაფორმებული, მაგრამ… Continue reading ასეთი მწვრთნელის ზარი გადამწყვეტიაო…
დიბალა – ტოტი ხელშეუხებელია
პაულო დიბალამ მოჰყვა, თუ რატომ თქვა უარი რომაში 10-ნომრიან მაისურზე. არგენტინელი 21 ნომერი იქნება… და როგორ ჩაიცმევდა დიბალა ათიანს, როცა ფრანჩესკო ტოტის კუთვნილებაა? „დირექტორატში შემომთავაზეს 10 ნომერი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მაისურა ტოტის უნდა დარჩეს. დირექტორატს კი მადლობა გადავუხადე, თუმცა აღვნიშნე, რომ ტოტის დამსახურებას პატივი უნდა ვცეთ. შესაძლოა, როდესმე ჩავიცვა ათიანი, მაგრამ დღეს 21 მაკმაყოფილებს.… Continue reading დიბალა – ტოტი ხელშეუხებელია
“ოღონდ მოვიდეს! დიბალას ჩემს ათიანს გადავცემდი…”
პაულო დიბალა, შესაძლოა, რომაში გადავიდეს. არგენტინელი შემტევი იუვენტუსში ბოლო დღეებს ითვლის და თავისუფალი აგენტი ხდება. დიბალას რომაში მისვლა ფრანჩესკო ტოტისაც სურს! არა მხოლოდ სურს, აი რა თქვა ტოტიმ… (ჟურნალისტ სესარ მერლოს Twitter) „დიბალას სიამოვნებით გადავცემდი ჩემს 10-ნომრიან მაისურს. მთავარია, მან სურვილი გამოთქვას. თუმცა მაისურის ამბავი ჩემი გადასაწყვეტი არაა. …ვნახოთ, შევძლებ თუ არა დიბალას დარწმუნებას. ვეცდები.… Continue reading “ოღონდ მოვიდეს! დიბალას ჩემს ათიანს გადავცემდი…”
“თითქოს შეტევის გვეშინია”… იუვენტუსის ამბები
იუვენტუსის პრობლემები… პაულო დიბალამ და მატეის დე ლიხტმა ისაუბრეს, რა და ვინ აკლია გუნდს ყველაზე მეტად. „ლამაზი ფეხბურთი იუვეს ძლიერი მხარე არაა. თითქოს შეტევის გვეშინია. ასე არ შეიძლება. მეტი მობილიზება გვჭირდება და მეტი აგრესია, ვიდრე ამას მეტოქე აკეთებს. ეს საჭიროა, რათა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი დავიკავოთ“. დე ლიხტმა კი კრიშტიანუ რონალდუს დანაკლისზე გაამახვილა ყურადღება: „კრიშტიანუს… Continue reading “თითქოს შეტევის გვეშინია”… იუვენტუსის ამბები
სალერნიტანა 0:2 იუვენტუსი [ვიდეო]
გავცვალოთ ?
ბარსელონაში, ჩანს, საერთოდ დაკარგეს იმედი, რომ ანტუან გრიზმანს ოდესმე მაინც გაყიდიან. არც თავად უნდათ ფასის დაკლება და გრიზმანის 8 მილიონი ევრო ხელფასიც მძიმე ტვირთად აწვება მსურველს. ამჯერად ბარსელონას ფული არ უხსენებია – უბრალოდ ავდგეთ და ჩვენი ანტუან გრიზმანი თქვენს პაულო დიბალაში გავცვლოთო. ჯერჯერობით იუვენტუსი ჩუმადაა. დიბალა უკვე გამოცდილი ფორვარდია და გოლებზე უკეთ პარტნიორების დახმარება, ანუ… Continue reading გავცვალოთ ?