ლეო მესი: მჯერა მარადონა ჩემით ბედნიერი იქნებოდა

ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე 22-ე მატჩი ჩაატარა, რითაც დიეგო მარადონას რეკორდი მოხსნა. ამ თემაზე მესიმ კომენტარი გააკეთა. “ახლა გავიგე, რომ მარადონას რეკორდი მოვხსენი. ბედნიერი ვარ, რადგან ისევ შემიძლია მსგავსი რეკორდების გაუმჯობესება. მჯერა მარადონა ჩემით ბედნიერი იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის დიდი სიყვარულით მეპყრობოდა. დიეგო მუდამ ბედნიერი იყო, როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა.” – ციტირებს მესის… Continue reading ლეო მესი: მჯერა მარადონა ჩემით ბედნიერი იქნებოდა

შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს

Hull City manager Shota Arveladze applauds the fans before the Sky Bet Championship match at the MKM Stadium, Kingston upon Hull. Picture date: Saturday August 27, 2022. (Photo by Tim Goode/PA Images via Getty Images)

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე, 14 ნოემბერს ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა დიეგო მარადონას ხსოვნას მიეძღვნება და საქველმოქმედო იქნება. ინფორმაცია არველაძემ თავად სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. “ყოველთვის სასიამოვნოა საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მიღება. მიხარია, რომ მშვიდობისთვის ვითამაშებ. მოუთმენლად ველოდები სტადიო ოლიმპიკოზე გასვლას.” – დაწერა არველაძემ. როგორც მისი ფეისბუქ პოსტერიდან შევიტყვეთ, ამ მატჩში მონაწილეობას ჯანლუიჯი ბუფონი, ფრანჩესკო… Continue reading შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს

როცა ნაპოლში კვარას უყურებენ, მარადონას ხედავენ

ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიაზე ყველა ცნობილმა პორტალ-გამოცემამ დაწერა. ამჯერად გთავაზობთ  CNN-ის წერილს ქართველზე, მცირე შემოკლებით. „ნაპოლის ყოველთვის უყვარდა შემტევი ფეხბურთელები. ბოლო წლებში ასეთები დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე იყვნენ. მანამდე მარეკ ჰამშიკი და ეზეკილ ლავეცი, ედინსონ კავანი, მაგრამ არავინ ყოფილა მათთვის დიეგო მარადონაზე საყვარელი. არგენტინელი გახდა სიმბოლო გამარჯვებებისა. შვიდი სეზონის განმავლობაში მან გუნდს ორჯერ მოაგებინა… Continue reading როცა ნაპოლში კვარას უყურებენ, მარადონას ხედავენ

გაშალეთ თითები, არ გინდათ ნიჩურტა

რა მინდა იცით, გითხრათ? დიეგო მარადონამ 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში, მთელი ინგლისის ნაკრები რომ მოატყუა და გოლი გაიტანა ხომ გახსოვთ? ვინც მაშინ დაბადებული არ იყო ან პატარა იყო, მას ჩანაწერი მაინც ექნება ნანახი. მოკლედ, ის მომენტი ყველამ ვიცით და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო გენიოსის გაბრწყინება. სიტყვა გენიოსი ტყუილად არ მიხსენებია. თან, ძველი მნიშვნელობით… Continue reading გაშალეთ თითები, არ გინდათ ნიჩურტა

30. 10. 2022. – მარადონა დღეს 62 წლის გახდებოდა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ყველა დროის (ერთ-ერთი) საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა დღეს 62 წლის გახდებოდა. ადამიანი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავდა და რომელიც ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი იყო. დიეგო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს ლანუსში დაიბადა. იგი მხარეში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ოჯახის წევრი იყო. დიეგო ადრეულ ასაკში ხშირად ბუცების უქონლობის გამო ფეხშველა თამაშობდა. მარადონა პროფესიონალურ… Continue reading 30. 10. 2022. – მარადონა დღეს 62 წლის გახდებოდა

ბურთი, რომელსაც ღმერთის ხელი შეეხო…

მექსიკის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ინგლისი-არგენტინის მეოთხედფინალურ მატჩში დიეგო მარადონას მიერ ხელით გატანილი გოლი ხომ იცით? გოლი, რომელიც შემდეგ ღმერთის ხელად მოინათლა… ჰოდა, ახლა ტუნისელი არბიტრი, ალი ბენ-ნასერი, იმ ბურთს, რომელსაც მარადონამ ხელი შეახო 16 ნოემბერს ინგლისში აუქციონზე გასაყიდად გაიტანს. საწყისი ფასი 2,5-დან 3 მილიონ გირვანქამდე იქნება. „ეს ბურთი საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიის ნაწილია და მოვიდა… Continue reading ბურთი, რომელსაც ღმერთის ხელი შეეხო…

FourFourTwo-მ საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული გამოაქვეყნა

პოპულარულმა გამოცემამ FourFourTwo-მ საუკეთესო ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. სიაში არამხოლოდ მოქმედი, არამედ ყოფილი ფეხბურთელებიც არიან. ათეული შემდეგნაირად გამოიყურება. ლეო მესი (არგენტინა) დიეგო მარადონა (არგენტინა) კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) პელე (ბრაზილია) ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი) იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები) ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია) ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია) ფერენც პუშკაში (უნგრეთი) რონალდო (ბრაზილია)

კვარაცხელია: სერია ა-ს მოგება მირჩევნია თუ ჩემპიონთა ლიგის?

ხვიჩა კვარაცხელიამ Correire dello Sprt-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ქართველ შემტევს ჯორჯ ბესტთან შედარებაზე, მეტსახელ კვარადონაზე და საყვარელ ფეხბურთელებზე ჰკითხეს. ბესტთან შედარებაზე “ამ საკითხებს დიდად ყურადღებას არ ვაქცევ. ბესტის დონის მიღწევა ძალიან რთულია. მე ვმუშაობ იმისთვის და უბრალოდ კვარა ვარ.” მეტსახელ კვარადონაზე “ამაზე არ ვფიქრობ და არც მინდა ვიფიქრო. შეუძლებელია, მარადონა უდიდესი ფეხბურთელი იყო,… Continue reading კვარაცხელია: სერია ა-ს მოგება მირჩევნია თუ ჩემპიონთა ლიგის?

კარლოსი: ჩემთვის ესენი არიან დიადები

ლეგენდარულმა რობერტო კარლოსმა, მისთვის გამორჩეული ტოპ 4 ფეხბურთელი დაასახელა. ეს ბლიც ინტერვიუ რიო ფერდინანდთან შედგა, სავარაუდოდ, ხუმრობით, ამ ოთხეულში ინგლისელიც შეიყვანა, დანარჩენები კი ესენი არიან 1) რონალდო – ფენომენო 2) ზიდანი – ჯადოქარი 3) მარადონა @epicfc4u Roberto Carlos on his top 3 footballers #robertocarlos #rioferdinand #ronaldo #brazil #foryoupage #fyp ♬ Sunset Lover – Petit Biscuit… Continue reading კარლოსი: ჩემთვის ესენი არიან დიადები

დამდნარი დიეგო

ახლახან ესპანეთში ლეგენდარული დიეგო მარადონას სტატუა წარადგინეს, რომელიც მოქანდაკე რაფა ფერიმ გააკეთა. გულშემატკივრებს ძალიან არ მოეწონათ ხელოვნების ეს ნიმუში. ის მსახიობებს სილვესტერ სტალონესა და ბრიუს ლის შეადარეს. „უი, დიეგო დადნა!“ – წერს ერთი ქომაგი სოციალურ ქსელში. მეორე: „ჰა ჰა ჰა ჰა – ეს რა არის!“ მესამე: „მეტი პატივი დიეგოს!“ და ასე შემდეგ…