ჯოვანი სიმეონემ 70-ე გოლი გაიტანა სერია ა-ში. თან რა მნიშვნელობის: ნაპოლი-რომას 86-ე წუთზე 2:1 გახადა ანგარიში და საბოლოოდ ასეც დამთავრდა მატჩი. ეს მამა-შვილ სიმეონეების ჯამში მე-100 გოლი გამოდგა სერია ა-ში. მეხუთე შემთხვევაა იტალიაში, როცა ოჯახის წარმომადგენლები 100 გოლამდე ავიდნენ. პირველზე კვლავ მაცოლები არიან: ბაბუა-მამა-შვილიშვილი… აი, მალდინებს კი ამპლუა არ უწყობდათ ხელს: ჩეზარე და პაოლო… Continue reading მამის ხაზი… სიმეონეები ასიანები არიან
Tag: დიეგო სიმეონე
დიეგო სიმეონე: სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში მადრიდის ატლეტიკო ბრიუგესთან 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე როხიბლანკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სიტუაციის გამოსწორება კვლავ შეუძლიათ. “კარგი თამაში იყო, პირველ ტაიმში სიტუაციას ვაკონტროლებდით და რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამაგიეროდ მეტოქემ მომენტები გოლად აქცია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, წინ კიდევ 3 მატჩია და სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია.… Continue reading დიეგო სიმეონე: სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია
უცნაური დებიუტი
მადრიდის ატლეტიკოს 19 წლის მეკარე ანტონიო გომესს დებიუტი მინდვრის მოთამაშის სტატუსით გამოუვიდა. ეს ამბავი ნუმანსიასთან ამხანაგურ მატჩში მოხდა (4:0). 76-ე წუთზე გომესს სათადარიგო სკამზე დაუძახეს და მინდორზე ის ბრაზილიელი ფელიპეს მაისურით გამოჩნდა… ეს მას შემდეგ მიოხდა, რაც მარიო ერმოსომ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და დიეგო სიმეონეს გუნდი ერთი ხანი 10 ფეხბურთელით დარჩა მინდორზე.… Continue reading უცნაური დებიუტი
მამაილა
ატლეტიკოს დამრიგებლის, დიეგო სიმეონეს ვაჟმა ჯოვანიმ, რომელიც იტალიური კალიარის ღირსებას იცავს, ინსტაგრამში საინტერესო-სალაღობო ფოტოები გამოაქვეყნა. მან მამამისივით შავი სამოსი ჩაიცვა და მშობლის ემოციების იმიტაცია სცადა. ძირითადად იმ ემოციებისა, როცა მამა თავისი ფეხბურთლებით უკმაყოფილოა. მოგეხსენებათ, 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი ცნობილია თავისი ზღვარგადასული ქმედებებით, ნეგატიურ და პოზიტიურ ასპექტებშიც. თუმცა მადრიდის ატლეტიკო 11 წლის განმავლობაში საშუალოდან სუპერგუნდად აქცია.… Continue reading მამაილა
30 შავი
ატლეტიკოს დამრიგებელ დიეგო სიმეონეს აბა, ვინ არ იცნობს. ემოციური და თავისებური კაცია. გუნდს ისეთ ფეხბურთს ათამაშებს, ნახევარი მსოფლიო ვერ იტანს, მაგრამ თავად ამბობს, მთავარია გამარჯვება, ხოლო როგორი ხერხით მიიღწევა ის, მეორეხარისხოვანიაო. თუმცა არიან ქომაგები, რომლებსაც მოსწონთ ელ ჩოლოს სტილი. სტილი ვახსენეთ და სიმეონეს ძალიან ჰყვარებია ვიდეოების გადაღება. ამის მიხედვით შეგვიძლია მის მადრიდულ სახლსაც გავეცნოთ, სადაც… Continue reading 30 შავი
სიმეონემ მანჩესტერის ფეხბურთელს დაადგა თვალი
ატლეტიკოს ფეხბურთელის გადაბირება მანჩესტერ იუნაიტედიდან სურს. Goal Todofichajes-ის ინფორმაციით, როხიბლანკოს ახალი სამიზნე აარონ ვან-ბისაკაა. მოგეხსენებათ ვრსალკო ატლეტიკოს დატოვებას აპირებს და ინგლისელ განაპირა მცველს მის შემცვლელად მოიაზრებენ. ვან-ბისაკას უკვე აცნობეს, რომ იგი ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის და შეუძლია გუნდი დატოვოს. ატლეტიკო ფეხბურთელის იჯარით აყვანასაც განიხილავს, რაც იუნაიტედსაც აწყობს. ვან-ბისაკა მანჩესტერში 2019 წლის ზაფხულში კრისტალ… Continue reading სიმეონემ მანჩესტერის ფეხბურთელს დაადგა თვალი
შენ ვინღა გეკითხებაო და… მოქაჩეს
ეს მადრიდის ატლეტიკო წელს პუტინის რუსეთივითაა – მათი ქმედება არანაირ ლოგიკას ექვემდებრება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩებში მათმა ფეხბურთელებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს მანჩესტერ სიტის მოთამაშეებზე. ომი იყო და არა ფეხბურთი. თუმცა მათი დამრიგებელი, დიეგო სიმეონე ამბობს, რომ ფეხბურთში მთავარია გამარჯვება, ხოლო რა მეთოდით მიიღწევა ის, აბსოლუტურად სულერთია. საპასუხო მატჩშიც გაწევ-გამოწევა ხშირი იყო. თამაში ხშირად ჩერდებოდა და… Continue reading შენ ვინღა გეკითხებაო და… მოქაჩეს
ჟოაო ფელიქსი: ეს გამარჯვება სიმეონეს ეძღვნება
ლა ლიგის 30-ე ტურში ატლეტიკომ ალავესს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. 2-2 გოლი ჟოაო ფელიქსმა და ლუის სუარესმა გაიტანეს. მატჩის შემდეგ ფელიქსმა განაცხადა, რომ ამ მოგებას დიეგო სიმეონეს უძღვნიან. “ეს გამარჯვება დიეგო სიმეონეს ეძღვნება. მას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდა. ეს მოგება სწორედ მისთვისაა.” – დაწერა ფელიქსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე. დიეგო სიმეონეს რამდენიმე დღის წინ… Continue reading ჟოაო ფელიქსი: ეს გამარჯვება სიმეონეს ეძღვნება
სპრინტერი სიმეონე
საფინალოდ ჩაჰბერა თუ არა სასტვენს სლოვენიელმა არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმა, რომელმაც საფეხბურთო საზოგადოებას მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ამცნო, ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა გასახდელის გვირაბისკენ. თითქოს გრძნობდაო, ამ ელვისებური სპრინტის დროს მას ტრიბუნებიდან უამრავი ნივთები დააყარეს. ძირითადად სასმელების პლასტმასის ჭიქები იყო, თუმცა უფრო მკვრივი საგნებიც გამოჩნდა. სიმეონემ შესაწრო. არაფერი დაშავებია. მანჩესტერს კი ალბათ… Continue reading სპრინტერი სიმეონე
დიეგო სიმეონე: ჩვენ თავში დარწმუნებულები ვართ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში 1:1 ნათამაშები ფრის შემდეგ, მადრიდის ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს ესტუმრება. მატჩამდე 1 დღით ადრე პრესკონფერენციაზე როხიბლანკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ისაუბრა. “მანჩესტერის პოტენციალის შესახებ კარგად ვიცით. ვიცით რა საფრთხეს წარმოადგენს იუნაიტედი, თუმცა საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულები ვართ. ოლდ ტრაფორდზე სწრაფი თამაში იქნება. ორივე გუნდი სიფრთხილეს გამოიჩენს. სავარაუდოდ ბევრი კონტრ შეტევა იქნება. ეს მანჩესტერის… Continue reading დიეგო სიმეონე: ჩვენ თავში დარწმუნებულები ვართ