მონაკოს სამეფოში გრძელდება მონტე კარლოს მასტერსი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური დაპირისპირება სტეფანოს ციციპასს და დიეგო შვარცმანს შორის. შეხვედრის სტარტი ბერძენს ბრწყინვალე გამოუვიდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სოლიდური ანგარიშით დაწინაურდა. არგენტინელი გვიან გამოფხიზლდა – ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა სეტი ვერ გადაარჩინა 2:6. მეორე პარტიის საწყის გეიმებშიც სტეფანოსის უპირატესობა გახლდათ – კიდევ ერთხელ… Continue reading ციციპასმა შვარცმანს საოცარი მატჩი მოუგო
Tag: დიეგო შვარცმანი
18 წლის ალკარასმა რიოს ტურნირი მოიგო
ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიოროში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში კარლოს ალკარასმა 6:4 6:2 სძლია დიეგო შვარცმანს და კარიერაში მეორე ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი დიეგოს უკეთესი გამოუვიდა – არგენტინელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. თინეიჯერმა ესპანელმა მალევე მოახერხა თამაშის რიტმში “ჩაჯდომა” – ჯერ უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-9 გეიმში მეტოქის… Continue reading 18 წლის ალკარასმა რიოს ტურნირი მოიგო
ტაბილოს სენსაციური გამარჯვება და პირველი ფინალი
მსოფლიო რეიტინგის 144-ე ჩოგანმა ალეხანდრო ტაბილომ კორდობას 250-იანთა კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში 6:3 7:6 სძლია დიეგო შვარცმანს და კარიერაში პირველად გავიდა ფინალში. დიეგოსთვის შეხვედრის სტარტი კატასტროფული გამოდგა – მსოფლიო რეიტინგის მე-14 ჩოგანმა საწყისი 4 გეიმი დათმო და სოლიდური სხვაობით ჩამორჩა მეტოქეს. შვარცმანი გვიან გამოფხიზლდა – ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო, თუმცა სეტი მაინც ვეღარ გადაარჩინა 3:6. მეორე… Continue reading ტაბილოს სენსაციური გამარჯვება და პირველი ფინალი
შვარცმანი კორდობას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
არგენტინის ქალაქ კორდობაში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ბადეში პირველ ნომრად განთესილმა დიეგო შვარცმანმა დაძაბულ ბრძოლაში 3:6 6:0 7:5 სძლია დანიელ ელაჰი გალან რივეროსს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი კოლუმბიელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. დიეგო ცდა არ დააკლო უკუბრეიკის შესრულებას, თუმცა არგენტინელს ბევრი არაფერი გამოუვიდა და 43 წუთში 3:6… Continue reading შვარცმანი კორდობას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს მტკივნეული მარცხი არგენტინასთან
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სტარტი აიღო ATP CUP-ის რიგით მესამე გათამაშებამ. ტურნირის გახსნით მატჩში საქართველოს ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:3 დამარცხდა. პირველები კორტზე ფედერიკო დელბონისი და ალექსანდრე მეტრეველი გამოვიდნენ. არგენტინელმა ჩოგბურთელმა 66 წუთში 6:1 6:2 იმარჯვა და საკუთარ ქვეყანას პირველი ქულა მოუტანა. მეორე მატჩი ერთმანეთს საქართველოს და არგენტინის პირველი ჩოგნები დაუპირისპირდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი დიეგო შვარცმანის… Continue reading საქართველოს მტკივნეული მარცხი არგენტინასთან
საქართველო vs არგენტინა
1 იანვარს, ღამის 3 საათზე სტარტს აიღებს ATP CUP-ის რიგით მესამე გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, ჩვენი მეტოქეები კი არგენტინა, პოლონეთი და საბერძნეთი იქნებიან. ტურნირი ორი მატჩით იხსნება ჩილე – ესპანეთი და არგენტინა – საქართველო. პირველები კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და ფედერიკო დელბონისი გავლენ. 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის… Continue reading საქართველო vs არგენტინა
იანიკ სინერმა ანტვერპენში გაიბრწყინა
დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. ფინალურ მატჩში 20 წლის იანიკ სინერმა 6:2 6:2 გაანადგურა დიეგო შვარცმანი და მიმდინარე სეზონში მეოთხე ტიტული მოიპოვა. ამ შედეგით იტალიელი ჩოგბურთელი გაუტოლდა ისეთ ჩოგბურთელებს როგორებიც ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდრ ზვერევი და დანილ მედვედევი არიან. ფინალური მატჩის ორივე სეტი ძალიან გავდა ერთმანეთს – იანიკი პარტიის სტარტზე ასრულებდა ზედიზედ 2… Continue reading იანიკ სინერმა ანტვერპენში გაიბრწყინა
მარინ ჩილიჩის 34-ე ფინალი
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გრძელდება „კრემლის თასის“250-იანთა კატეგორიის ტურნირი. პირველ ნახევარფინალში მარინ ჩილიჩმა 6:3 6:4 სძლია რიკარდას ბერანკისს და კარიერაში 34-ე ფინალის საგზური მოიპოვა (ATP TOUR-ზე). ხორვატი ჩოგბურთელი მესამედ გავიდა კრემლის თასის ფინალში – 2014 და 2015 წლებში მარინმა მოსკოვში ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ჩილიჩს კარიერის განმავლობაში 19 ტიტული აქვს მოპოვებული და ხვალ მეოცე ტიტულისთვის რუს ასლან… Continue reading მარინ ჩილიჩის 34-ე ფინალი
დიეგო შვარცმანის სენსაციური მარცხი ურეიტინგო ჩოგბურთელთან
მსოფლიო რეიტინგის მე-15 ჩოგანმა – დიეგო შვარცმანმა სენსაციური მარცხი იწვნია დევისის თასზე. მსოფლიოს I ჯგუფის მატჩში არგენტინელი ჩოგბურთელი 4:6 3:6 დამარცხდა 18 წლის ბელორუს დანილ ოსტაპენკოვთან, რომელსაც ATP TOUR-ზე რეიტინგი არ გააჩნია. თინეიჯერმა ჩოგბურთელმა მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა მამაკაცთა ტურში და უკვე შეძლო ხმაურიანი გამარჯვების მოპოვება. ოსტაპენკოვმა პირველი შეხვედრა დომინიკ კოფფერთან ჩაატარა და იქ მხოლოდ… Continue reading დიეგო შვარცმანის სენსაციური მარცხი ურეიტინგო ჩოგბურთელთან
კასპერ რუუდმა უკანასკნელი 17 მატჩიდან 16 მოიგო
ნორვეგიელმა კასპერ რუუდმა ცინცინატის ტურნირის 1/8 ფინალში 6:4 6:3 მოუგო დიეგო შვარცმანს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა ქულებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-8 გეიმიდან არგენტინელისთვის პრობლემები დაიწყო. კასპერმა მიღებაზე მშვენივრად ითამაშა და ორმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა დიეგომ გაჭირვებით შეძლო ანგარიშის გათანაბრება 4:4. მე-10 გეიმში რუუდმა ორმაგი სეპტოინტი… Continue reading კასპერ რუუდმა უკანასკნელი 17 მატჩიდან 16 მოიგო