ტაისონ ფიურიმ დილან უაითი დაანოკაუტა! [ვიდეო]

ლონდონში, კრივის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში სატიტულო ორთაბრძოლა გაიმართა ტაისონ ფიურისა და დილან უაითს შორის. ბრძოლის მეექვსე რაუნდის მიწურულს “ბოშათა მეფემ” უძლიერესი მარჯვენა აპერკოტით მეტოქე ერთი დარტყმით გათიშა და WBC-ის ქამარი დაიცვა. ბრიტანელ მებრძოლს პროფესიონალურ კრივში 33 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 32-ში იმარჯვა(23 ნოკაუტი) და ერთი ფრედ დასრულდა.