საქართველო და ასიანები

25 თებერვალი – საქართველოს ჩემპიონატი იწყება, რიგით 35-ე. ვფიქრობთ საინტერესო იქნება, ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები ჩამოვწეროთ. 19 ფეხბურთელია, რომლებსაც 100 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი. იგულისხმება მთავარი ლიგა. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 100 გოლს მიაღწია, ოთარ კორღალიძეა. ერთ სეზონში გოლების რაოდენობით საუკეთესოა მერაბ მეგრელაძე: 1992/93 წლების სეზონში 41 გოლი გაიტანა. იმ დროს მეგრელაძე 37 წლის… Continue reading საქართველო და ასიანები

35-ე… ახალი სეზონი, დაბრუნებები

25 თებერვალს ეროვნული ლიგა იწყება… რიგით 35-ე ჩემპიონატი. 10 გუნდი მეტ-ნაკლები შანსებით. ბევრი ფიქრობს, რომ ისევ ორი დინამო იბრძოლებს ჩემპიონობისთვის: თბილისელებსაც და ბათუმელებსაც კარგი გუნდი ჰყავთ. თუმცა გაძლიერდა ქუთაისის ტორპედო, რომელმაც გასული სეზონის ბოლო თვეები ძლიერად ჩაატარა და ცალკე საქართველოს თასიც მოიგო. შარშან გორის დილა და წყალტუბის სამგურალი სულ ცხრილის ზედა ნაწილში ტრიალებდნენ. საბოლოოდ დილა… Continue reading 35-ე… ახალი სეზონი, დაბრუნებები

საიდან სად! დინამო თბილისი უკვე ლიდერია

დინამო თბილისი უკვე ლიდერია ეროვნულ ლიგაში. ზაფხულის შესვენებისთვის გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 9 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ დინამო ბათუმს, რომელიც ბევრს უკვე ჩემპიონი ეგონა… სხვაობა ნელ-ნელა მცირდებოდა, ამ ტურამდე 1 ქულა იყო და აი, პირველადგილოსანი შეიცვალა. დინამო თბილისმა შინ 1:0 აჯობა ბათუმელებს. მეორე ტაიმში ნიკა მალის ჩაწოდებას მოჰყვა დავით სხირტლაძის ზუსტი თავური. ისე, მაგრად გამოჩნდა, რა ძალაა… Continue reading საიდან სად! დინამო თბილისი უკვე ლიდერია

“წაგება? არ ვიცი, არ გამიგია” (ნახეთ კვარას საოცარი სტატისტიკა)

ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი მშვენიერი სტატისტიკა: რაც რუსეთიდან წამოვიდა, თამაში არ წაუგია… 27 მატჩი, 20 მოგება, 7 ფრე. კვარა გუნდშია? ეს გუნდი არ აგებს. 20 მარტიდან მოყოლებული… მას შემდეგ კი 6 თვეზე მეტი გავიდა. და ამ 27 მატჩში ხვიჩამ 17 გოლი გაიტანა. აქედან დინამო ბათუმში 8, ნაკრებში 5, ნაპოლიში 4. მაგარია, არა? ბიჭი, რომელმაც ბევრი… Continue reading “წაგება? არ ვიცი, არ გამიგია” (ნახეთ კვარას საოცარი სტატისტიკა)

დავითაშვილის ტრანსფერი ბორდოში ჩაიშალა?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ევროპის ბევრ ქვეყანაში დასრულდა, მათ შორის საფრანგეთშიც. ფრანგული ლიგა 2-ში გავარდნილმა ბორდომ ზაფხულის ტრანსფერები ოფიციალურად გამოაცხადა, მათ რიგებში კი არ იყო საქართველოს ნაკრებისა და დინამო ბათუმის შემტევი ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც მიმდინარე ზაფხულს ჯერ ფრანგულ ლორიან უკავშირებდნენ, შემდეგ კი ბორდოს. დავითაშვილი ჟირონდულ კლუბს იჯარით, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით უნდა შეერთებოდა, მან სამედიცინო შემოწმება წარმატებითაც… Continue reading დავითაშვილის ტრანსფერი ბორდოში ჩაიშალა?

„ნაპოლის ქართველი მარადონა,“ – The Athletic კვარაზე წერს

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, The Athletic-მა [მფლობელი “ნიუ იორკ თაიმსი”] ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი წერილი მოამზადა. რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ „არ დაგავიწყდეთ, ქართველებს რამხელა ოსტატობა გააჩნიათ,“ – უთხრა იური სიმინმა ნეაპოლურ Il Mattino-ს – „როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა, მათ საბჭოთა ბრაზილიელებს ეძახდნენ.“ რუსული სამწვრთნელო სკოლის გამოცდილი წევრი „ეროვნული ლიგას“ ყოველთვის ყურადღებით აკვირდება. დაახლოებით ორი წლის წინ,… Continue reading „ნაპოლის ქართველი მარადონა,“ – The Athletic კვარაზე წერს

იწყება მეორე სერია… (+10 შენაძენი)

13 აგვისტოს ეროვნული ლიგა განახლდება. ექვსკვირიანი შესვენების მერე… ჩემპიონატს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და ფავორიტი: დინამო ბათუმი 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. კიდევ უფრო გამოკვეთილია აუტსაიდერი – ლოკომოტივს 20 მატჩში 19 წაგება აქვს და ბოლოსწინაადგილოსან გაგრას 16 ქულით ჩამორჩება. მცირე შანსია, რომ ლოკო გავარდნას გადაურჩეს, თუმცა ამ დროს მათი დუბლები თამაშობენ მშვენივრად, აი თასზე სამგურალს მოუგეს და გამოთიშეს.… Continue reading იწყება მეორე სერია… (+10 შენაძენი)

ჰერკულესი? ცრვენა ზვეზდამ აზაროვი წარადგინა (+video)

“Herkules je stigao” – ჰერკულესი მოვიდა. ასე შეეგებნენ სერბეთში ირაკლი აზაროვს. ბელგრადის ცრვენა ზვეზდამ ირაკლი აზაროვი წარადგინა. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სერბული პრესის ცნობით, აზაროვის ყოფილი კლუბი დინამო ბათუმი 300 000 ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით, ხოლო ცრვენა ზვეზდადან შემდგომი ტრანსფერიდან ბათუმელებს კიდევ 20 პროცენტი შეხვდებათ. ირაკლის ხელფასი წელიწადში 250 000 ევრო იქნება. კონტრაქტი… Continue reading ჰერკულესი? ცრვენა ზვეზდამ აზაროვი წარადგინა (+video)

პოლონური მედია: დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა მატჩის წინა დღეს წვეულება მოაწყვეს

დინამო ლეხი კონფერენს ლიგიდან ლეხ პოზნანთან 2 მატჩის ჯამში 1:6 მარცხის შემდეგ გამოვარდა. Meczykl.pl-ის ცნობით, ერთ-ერთ პოლონურ სპორტულ გადაცემაში ჟურნალისტმა დობრასმა განაცხადა, რომ დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა, 1 კვირის წინ გამართული მატჩის წინა დღეს, ერთ-ერთ სასტუმროში წვეულება მოაწყვეს. ამ თემაზე სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია. ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი.

გია გეგუჩაძე: ლეხთან მოგება პრესტიჟის საქმეა

კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო ბათუმი 0:5 მარცხის შემდეგ, ლეხ პოზნანს უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა. “იმედი მაქვს ხვალინდელ თამაშში განწყობა სათანადო იქნება, გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა. როგორც მე ვხედავ ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მზად არიან. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. დიდი ანგარიშით მარცხის ერთერთი უმთავრესი მიზეზი ბიჭების განცდებია. ფეხბურთი ემოციური თამაშია, ემოციებისგან დაცლილი… Continue reading გია გეგუჩაძე: ლეხთან მოგება პრესტიჟის საქმეა