პარკაძე ბაიერნამდე… დინამომ გაანათხოვრა

ლუკა პარკაძე ზაფხულამდე ეროვნული ლიგის გუნდში ითამაშებს, ოღონდ არა დინამო თბილისში, არამედ გაგრაში. ამის შესახებ გაგრას facebook-გვერდი წერს. ლუკას კონტრაქტი გაფორმებული აქვს მიუნხენის ბაიერნთან და ზაფხულიდან უნდა შეუერთდეს გერმანელებს, მანამდე კი დინამო თბილისში დატოვეს განათხოვრებით. ლუკა 6 აპრილს ხდება 18 წლის. დინამოში პრაქტიკა არ ჰქონდა, წლეულს ერთი მატჩი დინამო2-ში აქვს ჩატარებული… სავარაუდოდ, პრაქტიკას გაგრაში მიიღებს.… Continue reading პარკაძე ბაიერნამდე… დინამომ გაანათხოვრა

13! გარდაიცვალა მუნდიალის რეკორდსმენი…

ფრანგი ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფონტენი ისტორიაში საუკეთესოა ერთ მსოფლიო ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით: 1958 წლის მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა… მთლიანობაში, საფრანგეთის ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა და 30 ბურთი შეაგდო. ფონტენი მაროკოს რდ კასაბლანკაში, რეიმსსა და ნიცაში თამაშობდა. რეიმსი იმ დროს უძლიერესი გუნდი იყო საფრანგეთში და ჩემპიონთა თასის ფინალი ორჯერ წააგო. ჟიუსტ ფონტენს… Continue reading 13! გარდაიცვალა მუნდიალის რეკორდსმენი…

ჯიმი ტაბიძე: ტრავმების გამო კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი

დინამო თბილისმა საქართველოს შარშანდელ ჩემპიონატში უშუალო კონკურენტთან 9 ქულიანი ჰანდიკაპი აღმოფხვრა და ჩემპიონი გახდა. ამაში თავისი წვლილი ჯიმი ტაბიძემაც დაიდო, რომელიც გუნდს ივლისში შეუერთდა. ტაბიძე მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება და ტრავმებმა პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის საშუალება არ მისცა, თუმცა დაკარგული ჯერ არაფერია. 26 წლის ფეხბურთელს შევხვდით და არაერთ თემაზე ვესაუბრეთ. ბელგიური ამბები, დინამოში… Continue reading ჯიმი ტაბიძე: ტრავმების გამო კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი

საქართველო და ასიანები

25 თებერვალი – საქართველოს ჩემპიონატი იწყება, რიგით 35-ე. ვფიქრობთ საინტერესო იქნება, ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები ჩამოვწეროთ. 19 ფეხბურთელია, რომლებსაც 100 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი. იგულისხმება მთავარი ლიგა. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 100 გოლს მიაღწია, ოთარ კორღალიძეა. ერთ სეზონში გოლების რაოდენობით საუკეთესოა მერაბ მეგრელაძე: 1992/93 წლების სეზონში 41 გოლი გაიტანა. იმ დროს მეგრელაძე 37 წლის… Continue reading საქართველო და ასიანები

35-ე… ახალი სეზონი, დაბრუნებები

25 თებერვალს ეროვნული ლიგა იწყება… რიგით 35-ე ჩემპიონატი. 10 გუნდი მეტ-ნაკლები შანსებით. ბევრი ფიქრობს, რომ ისევ ორი დინამო იბრძოლებს ჩემპიონობისთვის: თბილისელებსაც და ბათუმელებსაც კარგი გუნდი ჰყავთ. თუმცა გაძლიერდა ქუთაისის ტორპედო, რომელმაც გასული სეზონის ბოლო თვეები ძლიერად ჩაატარა და ცალკე საქართველოს თასიც მოიგო. შარშან გორის დილა და წყალტუბის სამგურალი სულ ცხრილის ზედა ნაწილში ტრიალებდნენ. საბოლოოდ დილა… Continue reading 35-ე… ახალი სეზონი, დაბრუნებები

დინამო თბილისს ავრაამ გრანტი ესტუმრა

დინამო თბილისს რომან ფიფიას სპეციალური მოწვევით, ცნობილი მწვრთნელი ავრაამ გრანტი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გრანტს აკადემიამ უმასპინძლა, სადაც ის აკადემიის ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შეხვდა. 67 წლის მწვრთნელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და შემდეგ მათ შეკითხვებს უპასუხა. აკადემიის მონახულების შემდეგ, გრანტი მთავარი გუნდის ვარჯიშს დაესწრო და გუნდის თავკაცს გიორგი ჭიაბრიშვილს გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ გრანტს თელ ავივის მაკაბში,… Continue reading დინამო თბილისს ავრაამ გრანტი ესტუმრა

დინამო თბილისმა გიორგი ხარაიშვილი დაიმატა

გიორგი ხარაიშვილი კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, დინამომ ხარაიშვილი ფერენცვაროშიდან 6 თვიანი იჯარით დაიმატა. ხარაიშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის საკმაოდ ნაცნობი ფეხბურთელია. 26 წლის ნახევარმცველს საბურთალოში სწორედ ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობდა. ხარაიშვილი საბურთალოს აღზრდილია და კარიერაც სწორედ ამ გუნდში დაიწყო. შემდეგ იყო შვედური გიოტებორგი და უნგრული ფერენცვაროში. ხარაიშვილს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ქართველმა შემტევმა ეროვნულ… Continue reading დინამო თბილისმა გიორგი ხარაიშვილი დაიმატა

დინამო თბილისი: მწუხარებას გამოვთქვათ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების გამო

რუსეთ – უკრაინის საომარ მომქედებებში სამწუხაროდ კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამ თემასთან დაკავშირებით, დინამო თბილისმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. “საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის განცხადება გვსურს მწუხარება გამოვთქვათ უკანასკნელ დღეებში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების გამო და მივუსამძიმროთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ეს უდიდესი დანაკლისია, როგორც მათი ოჯახებისთვის ასევე სრულიად საქართველოსთვის. დიდება გმირებს!” –… Continue reading დინამო თბილისი: მწუხარებას გამოვთქვათ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების გამო

დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში, დინამო თბილისმა გაგრას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ უკვე ოფიციალურად, დინამო თბილისი საქართველოს საუკეთესო გუნდი მე-19-ედ გახდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის არც ეს ჩემპიონობა ყოფილა მარტივი. იყო მომენტი, როცა უშუალო კონკურენტ დინამო ბათიმს 9 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა ჭიაბრიშვილის დამოძღვრილებმა მაქსიმუმი გააკეთეს და სეზონი ტიტულით დაასრულეს. დინამო თბილისში ეს სეზონი… Continue reading დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია

დინამო 1:1 თელავის გაგრძელება – სადისციპლინო კომიტეტი ბაკურ ნინუას საკითხს განიხილავს

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, დინამო თბილისმა თელავს უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო. კერძოდ ნიკა გაუქმებული გოლი და ბარნს ოსეიზე არდანიშნული პენალტი. ორივე ეპიზოდი VAR-ზე იქნა გადამოწმებული და ორივე მომენტში VAR-ზე პასუხისმგებელმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ გადაწყვეტილება თელავის სასარგებლოდ მიიღო. ჩვენი ინფორმაციით, სფფ-ს სამსაჯო კომიტეტი ამ თემის განხილვას აპირებს და არის… Continue reading დინამო 1:1 თელავის გაგრძელება – სადისციპლინო კომიტეტი ბაკურ ნინუას საკითხს განიხილავს