მახსოვს რა სიამაყით ვამბობდით, ჩვენ თასების თასი გვაქვს მოგებული, იმხელა ქვეყნის კლუბებს კი, როგორიც საფრანგეთია, ერთი ევროპული ჯილდოც არ აბადიათო. ამას ვიმეორებდით მთელი თორმეტი(!) წელიწადი. მერე მარსელმა ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. ჩემპიონთა თასი ლიგად რომ გადაკეთდა ის პირველი გათამაშება მოიგო და ფრანგულ ფეხბურთთან ჩვენი უპირატესობაც მანდ დამთავრდა. ვიღაც იტყვის, ის ჩვენი კი არა საბჭოთა საკლუბო ფეხბურთის… Continue reading ხვიჩა და რიჩარდ III
Tag: დინამო
აქ დაიწყო კვარას დიდი პროგრესი… გოლი და ფინტი ნახეთ (+video)
ძველია, მაგრამ მაგარი გოლი და მაგარი ფინტებია. 6 წლის წინ, ვიტალი დარასელიას ტურნირის ისტორიაში პირველი დღე, 8 გუნდი, ჯგუფის ერთ-ერთი მატჩი დინამო თბილისი 2-ლეხია გდანსკი. 1:1 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა ერთ შეხებაში, მიწაზე დაუშვებლად. დინამო ორი გუნდით იყო, პირველში უფრო 1999/2000 წელს დაბადებულები თამაშობდნენ (მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი), მეორეში კი 2000-იანებიც და უფრო… Continue reading აქ დაიწყო კვარას დიდი პროგრესი… გოლი და ფინტი ნახეთ (+video)
პარკაძე – 5 წუთში ჩატეული ყველაფერი… (+video)
ლუკა პარკაძე რომ თბილისის დინამოდან მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს კარიერას, ეს იცით. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა კონტრაქტი და პარკაძე გაისად ზაფხულს გადავა მიუნხენში, მანამდე კი დინამოში იქნება. 17 წლის ნახევარმცველის ერთი განსაკუთრებული ათწუთეული. წლეულს ივნისის დასაწყისში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურში 0:2-ს აგებდა სომხეთთან, პარკაძე შეცვლაზე შევიდა და ნახეთ, რა ამბები დაატრიალა… 85-ე წუთიდან მოყოლებული სამი გოლი!… Continue reading პარკაძე – 5 წუთში ჩატეული ყველაფერი… (+video)
რომან ფიფია: უმადურობა ყველაზე მძიმე რამ არის…
\
18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული
18 აგვისტოა. არის დღეები, რომლებიც სამუდამოდ გამახსოვრდება: პირველი მატჩი ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. დინამოს სტადიონი, 50 000 მაყურებელი და ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპი.. დინამო ჩრდილოეთ ირლანდიის ლინფილდს ხვდებოდა. რატომ 12:1 არა?! 2:1 დასრულდა, მაგრამ იშვიათად მინახავს ასეთი არალოგიკური ანგარიში. 12:1, 13:1, 14:1 – სრულიად შესაძლებელი თამაშიდან გამომდინარე. ვისაც ახსოვს დაგვეთანხმება: დინამო კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა… Continue reading 18 აგვისტო – ლამაზი დინამო, შეტევა, მსუქანი კონვერტი და ფული
დინამოზე მეფიქრება
ამ ბოლო დროს თბილისის დინამოზე მეფიქრება. მიზეზი ბევრი მაქვს: კრიზისი, რომელმაც ჩემი ერთ დროს სათაყვანებელი გუნდი მოიცვა; მოგონებები, ასე რომ მომრავლდა სოციალურ ქსელებში და საღერღელს მიშლის; დიდი წარმატებების მონატრება; მძაფრი სურვილი, შვილების თაობას ვუთხრა… არა, კი არ ვუთხრა, ვაგრძნობინო, მივახვედრო რომ ევროთასებზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მთავარი მიზანი არ უნდა იყოს. ხომ არის ნათქვამი ის… Continue reading დინამოზე მეფიქრება
სირცხვილი ევროპაში, ანუ საქართველო – ჯუჯების ამხანაგი
ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი საკლუბო სირცხვილი. სულ ერთი თვეა რაც ევროპაში 2022-2023 წლების საკლუბო ევროსეზონი დაიწყო, ჩვენებისთვის კი უკვე დამთავრდა. შემოდგომას ვინღა ჩივის, საქართველოში ევრომატჩები აგვისტოშიც სანატრელი გახდა. თავად შეაფასეთ: იმ გუნდებიდან, რომლებმაც წლეულს ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა ივლისში დაიწყეს, გათამაშება მხოლოდ შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაამთავრეს და ერთი მათგანი გამოიცანით რომელია? დიახ, საქართველო… ჩემპიონი ბათუმი,… Continue reading სირცხვილი ევროპაში, ანუ საქართველო – ჯუჯების ამხანაგი
კითხვა ასეთია: გაამართლა?
ამ სიტყვებს რომ ვწერ, არც ის ვიცი, რა ჰქნა საბურთალომ ბუქარესტში ნამდვილ თუ თვითმარქვია სტიაუასთან და არც ის, შემოატრიალა თუ არა ბათუმმა ლეხში წაგებული 0:5. ერთი ის ვიცი, რომ ბათუმელებმა გუნდიდან აქამდე ნაქები მეკარე ლაზარე კუპატაძე გაუშვეს, რაც ძალიან არ მესიამოვნა. არ მესიამოვნა, რადგან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შეცდომის გამო დასაჯეს, მე კი მეგონა რომ… Continue reading კითხვა ასეთია: გაამართლა?
“ოჯახმა სამჯერ გამომიტირა და შვილიშვილს მეკარედ გავზრდი?..” (აკაკი დევაძის ინტერვიუ გულიდან)
აკაკი დევაძე – ოთხმოცდაათიან წლებში ბევრი დამწყები მეკარის კერპი. საოცარი ნიჭით, ხაზზე მითუმეტეს ბრწყინვალე რეაქციებით. პირადად მისი მოგებული თამაშიც გვახსენდება, მაგალითად, ალბანეთში 1994 წლის 14 დეკემბერს, როცა საქართველომ 1:0 გაიმარჯვა და მთელი ქვეყანა მოამზადა გერმანიასთან მატჩისთვის… დევაძე Leadersport-ის რესპონდენტია. თავიდან ჯანმრთელობაზე ვკითხეთ და საბედნიეროდ, ყველაფერი ნორმაშია. აკაკი სტაბილურადაა და ბოლო წლებში დინამოს აკადემიაში… Continue reading “ოჯახმა სამჯერ გამომიტირა და შვილიშვილს მეკარედ გავზრდი?..” (აკაკი დევაძის ინტერვიუ გულიდან)
დინამოს ახალი თავი
გიორგი ჭიაბრიშვილი, თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელი. მან კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქმეს უკვე შეუდგა. გუნდს ის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ წარუდგინა. გიორგი ჭიაბრიშვილი ბოლოს ლოკომოტივში იყო და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჭიაბრიშვილმა თბილისის საბურთალო და ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. მისი თავკაცობით თბილისელები სამი წლის წინ ქვეყნის თასს დაეუფლნენ. 2018… Continue reading დინამოს ახალი თავი