დონოვან მიტჩელის 71 ქულა “ჩიკაგოსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “კლივლენდმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ჩიკაგოს” და ოვერტაიმიან შეხვედრაში 145:134 იმარჯვა. მატჩის გმირი “კავალიერზის” უაკანა ხაზელი დონოვან მიტჩელი გახდა, რომელმაც ისტორიული შეხვედრა ჩაატარა – “სპაიდიმ” პარკეტზე 50 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 71 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. მიტჩელმა 34-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათს, საიდანაც 22… Continue reading დონოვან მიტჩელის 71 ქულა “ჩიკაგოსთან”

იანისის 45 ქულამ “მილუოკის” ვერ უშველა

დონოვან მიტჩელის ტრანსფერის შემდეგ “კლივლენდი” პლეიოფის დონის გუნდად იქცა. “კავალიერზი” საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ ასპარეზობს და 18 გამართული მატჩიდან 16 აქვს მოგებული (ლიგის საუკეთესო შედეგი). დღეს, გამთენიისას ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის ორი გამორჩეული გუნდი დაუპირისპირდა. “კლივლენდმა” “მილუოკის” უმასპინძლა და მეტოქე 114-106 დაამარცხა. “კავალიერზმა” მატჩის პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – ჯეი ბი ბიკერსტაფის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი მეოთხედი… Continue reading იანისის 45 ქულამ “მილუოკის” ვერ უშველა

დონოვან მიტჩელის 43 ქულა და გამარჯვება “ლეიკერსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება კლივლენდში შედგა, სადაც ადგილობრივი “კავალიერზი” მასპინძლობდა “ლეიკერსს”. მატჩის მთავარი ინტრიგა გახლდათ ლებრონ ჯეიმსი დაპირისპირება თავის მშობლიურ გუნდთან. “მეფეს” კარიერულად “კლივლენდის” წინააღმდეგ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – 20 გამართული შეხვედრიდან 17 მოიგო. შეხვედრის სტარტი უიღბლო გამოვიდა კალიფორნიული გუნდისთვის – პარკეტზე გატარებული 8 წუთის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა ენტონი დევისმა,… Continue reading დონოვან მიტჩელის 43 ქულა და გამარჯვება “ლეიკერსთან”

ლეიკერსის კრიზისი გრძელდება

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ლეიკერსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “კლივლენდს” და 14 ქულიანი სხვაობით დამარცხდა 100-114. დარვინ ჰემის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარული საშინლად დაიწყო – 9 გამართული შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო და 7 წააგო. შეხვედრის მთავარი ინტრიგა ლებრონ ჯეიმსი იყო. “მეფე” თავის მშობლიურ გუნდს – კლივლენდ კავალიერსს უპირისპირდებოდა. სტარტი ლეიკერსს უკეთესი გამოუვიდა – ჯეიმსის და დევისის… Continue reading ლეიკერსის კრიზისი გრძელდება

“ნიქსი” დონოვან მიტჩელის დამატებასთნ ახლოსაა

“ნიუ-იორკ ნიქსმა” და “იუტა ჯაზმა” განაახლეს მოლაპარაკებები დონოვან მიტჩელთან დაკავშირებით. ნიუ-იორკული გუნდის ხელმძღვანელებს ძალიან სურთ, რომ თავის რიგებში იხილონ ვარსკვლავური დონის გამთამაშებელი, “ჯაზმენები” კი საკმაოდ მსუყე აქტივებს ითხოვენ. “იუტა” მიტჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ სანაცვლოდ 7 აქტივს მიიღებს ( აქტივებში იგულისხმება კალათბურთელები+დრაფტ პიკები). The Athletic-ის ბოლო ინფორმაციით, “ნიქსმა” “ჯაზს” დონოვანის სანაცვლოდ ევან ფურნიე, ობი… Continue reading “ნიქსი” დონოვან მიტჩელის დამატებასთნ ახლოსაა

პოლ ჯორჯის დაბრუნება და “კლიპერსის” 25 ქულიანი Comeback “იუტასთან”

3 თვიანი მოლოდინის რეჟიმი დასრულდა “კლიპერსის” გულშემატკივრებისთვის – პოლ ჯორჯმა ტრავმა მოიშუშა და საკალათბურთო მოედანს დაუბრუნდა. ლოს ანჯელესური გუნდი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა “იუტას” და პირველივე წუთებიდანვე ანგარიშში ჩამორჩა მეტოქეს. მთავარმა “ჯაზმენმა” – დონოვან მიტჩელმა შორი და საშუალო დისტანციებიდან განხორციელებული ზუსტი ტყორცნებით “ამოავსო” მეტოქის კალათი და საკუთარ გუნდს დიდი ჰანდიკაპი მოუტანა. მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას, “სპაიდის” იდეალური… Continue reading პოლ ჯორჯის დაბრუნება და “კლიპერსის” 25 ქულიანი Comeback “იუტასთან”

პირველად ფრენჩაიზ ისტორიაში – „კლიპერსი“ ფინალშია

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ არსებობის ისტორია 51 წელს ითვლის, თუმცა ფრენჩაიზმა მხოლოდ დღეს დილას შეძლო და პირველად გავიდა კონფერენციის ფინალში. ტერენს მენის 39 ქულის წყალობით „კლიპერსმა“ „იუტა“ 131:119 დაამარცხა და საპლეიოფო სერია 4:2 მოუგო რეგულარული გათამაშების ჩემპიონს. საწყისი ორი მეოთხედი „ჯაზმენების“ უპირატესობით წარიმართა და მესამე პერიოდის დასაწყისში „იუტა“ 25 ქულიანი ჰანდიკაპითაც გავიდა წინ(75:50) დონოვან მიჩელის(39 ქულა+9… Continue reading პირველად ფრენჩაიზ ისტორიაში – „კლიპერსი“ ფინალშია

კავაი ლეონარდის სეზონის საუკეთესო “სლემ დანქი” და კლიპერისის მორიგი გამარჯვება

კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა 31-31 ქულა ჩაუგდეს „იუტას“, რისი წყალობითაც „კლიპერსმა“ მორიგი შეხვედრა – 118:104 მოუგო “ჯაზს” და საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2. შეხვედრის სტარტი ლოს ანჯელესურ გრანდს უკეთესი გამოუვიდა – მარკუს მორისმა, პოლ ჯორჯმა და კავაი ლეონარდმა მეტოქე პერიმეტრიდან „დაბომბეს“, 12-დან 6 სამქულიანი ჩაუგდეს და საკუთარ გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუტანეს 30:13. მაიკლ კონლის… Continue reading კავაი ლეონარდის სეზონის საუკეთესო “სლემ დანქი” და კლიპერისის მორიგი გამარჯვება

კლიპერსმა ჯაზი დაამარცხა

კავაი ლეონარდის 34 ქულას და 12 მოხსნას, პოლ ჯორჯმა 31 ქულა მიამატა და „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ საპლეიოფიო სერიაში ინტრიგა დააბრუნა იუტა ჯაზთან. „კლიპერსმა“ STAPLES CENTER-ში 132:106 დაამარცხა „ჯაზი“ და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა 1:2. თუ სერიის საწყის ორ შეხვედრაში პოლ ჯორჯი თამაშიდან მხოლოდ 34,3% სიზუსტით ესროდა, ამჯერად 24-დან 12 ჩააგდო, 10-დან 6 სამქულიანი. მან მეორე… Continue reading კლიპერსმა ჯაზი დაამარცხა