ჩელსი 1/4 ფინალშია… – ბენფიკა ვიცოდით, რომ იყო…

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა – ჩელსიმ დორტმუნდი მიიღო, ხოლო ბენფიკამ – ბრიუგე. პირველი მატჩებიდან გამომდინარე, ლისაბონელები რომ შემდეგ ეტაპზე იყვნენ, ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა – გასვლაზე მოგებულ 2:0-ს, სახლში 5:1 დაამატეს და 1/4-ში გადაინაცვლეს. რაც შეეხება ლონდონურ მატჩს, იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჩელსის პირველი თამაში დორტმუნდთან წაგებული (0:1) ჰქონდა, თან ყვითლები ისეთ… Continue reading ჩელსი 1/4 ფინალშია… – ბენფიკა ვიცოდით, რომ იყო…

დორტმუნდმა ჩელსი დაამარცხა – დიდი ინტრიგა სტემფორდ ბრიჯზე…

სიგნალ იდუნა პარკზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა – დორტმუნდმა ჩელსი მიიღო. გერმანიაში, ამ სტადიონზე, შავ-ყვითლებს ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მთავარი შემოქმედები? – ემრე ჩანი, კობელი, ადეიემი და “ყვითელი კედელი”. პირველმა ორმა მეტოქეს გოლი არ გაატანინა, ადეიემმა გოლი მოიგონა – ჯერ რა მიღება, შემდეგ ენცო ფერნანდესი გააქრო, ბოლოს არისაბალაგაც მოატყუა… Continue reading დორტმუნდმა ჩელსი დაამარცხა – დიდი ინტრიგა სტემფორდ ბრიჯზე…

დორტმუნდს ბელინგემის შენარჩუნება სურს

DORTMUND, GERMANY - SEPTEMBER 17: Jude Bellingham of Borussia Dortmund during the German Bundesliga match between Borussia Dortmund v Schalke 04 at the Signal Iduna Park on September 17, 2022 in Dortmund Germany (Photo by Dennis Bresser/Soccrates/Getty Images)

დორტმუნდის სპორტულმა დირექტორმა, სებასტიან კელმა, განაცხადა, რომ  კლუბის ხელმძღვანელობა შეეცდება გუნდში ჭაბუკი ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი შეინარჩუნოს. „ახალი ცვლილებები არ ყოფილა. ცოტა მეტი მოთმინება გვმართებს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, ბელინგემი დიდ ხანს შევინარჩუნოთ ბორუსიაში. ის ჩვენთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“, – თქვა კელმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის ინგლისელით ლივერპული, ჩელსი, რეალი, პსჟ და მანჩესტერ… Continue reading დორტმუნდს ბელინგემის შენარჩუნება სურს

ბელინგემის უარი ჩელსის და პსჟ-ს – მიზეზი ცნობილია

ჯუდ ბელინგემმა ჩელსისა და პსჟ-ში გადასვლაზე უარი თქვა. Sport 1-ის ინფორმაციით, მიუხედავად კლუბების მზაობა, რომ მასში 150 მილიონი ევრო გადაეხადათ, ფეხბურთელი გადასვლით დაინტერესებული არ არის. ჩელსისთვის უარის მიზეზიც ცნობილია – გიჟური სატრანსფერო პოლიტიკა და ბუნდოვანი მომავალი, რადგან არ იცის ეს პროექტი სადამდე მიიყვანს. მიმდინარე სეზონში, ბორუსიას ფეხბურთელმა მონაწილეობა 26 შეხვედრაში მიიღო, გაიტანა 10 გოლი და… Continue reading ბელინგემის უარი ჩელსის და პსჟ-ს – მიზეზი ცნობილია

უცნაურია… წარმოგიდგენიათ როისი სხვაგან?

წარმოგიდგენიათ, რომ მარკო როისი დორტმუნდიდან ნაწყენი  წავიდეს? არადა, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. როისი უკმაყოფილოა იმით, რომ კლუბი ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს, ხოლო იუსუფა მუკოკოს ახალ ხელშეკრულებზე ბევრი იზრუნეს. გერმანული Sport1 წერს, რომ როისმა თავის აგენტს სთხოვა ახალ კლუბზე მუშაობა. 33 წლის შემტევი ნახევარმცველი დორტმუნდის თილისმაა, უმაგრესი ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან არ გაუმართლა – ტრავმები… და სავარაუდო… Continue reading უცნაურია… წარმოგიდგენიათ როისი სხვაგან?

აფერისტი მუკოკო – ასაკი ჰქონია გადაკეთებული…

დორტმუნდისა და გერმანული ფეხბურთის “ამომავალი ვარსკვლავი”, დიდი ალბათობით, თაღლითი აღმოჩნდა. მივყვეთ თავიდან. მუკოკო კამერუნში დაიბადა, 2014 წელს კი, გერმანიაში იშვილეს. როგორც საბუთებით ირკვევა, ის არა 18, არამედ 22 წლისაა. კამერუნში ეს ჩვეულებრივი ამბავია: გასულ კვირას, აფრიკის თასის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის, მათი 17 წლამდელთა გუნდი ემზადებოდა, როდესაც აღმოჩნდა რომ 30 -დან 21-ს ასაკი გადაკეთებული ჰქონდა… მუკოკოზე საიდან გავრცელდა… Continue reading აფერისტი მუკოკო – ასაკი ჰქონია გადაკეთებული…

ლიგის ფავორიტები – Goal.com-ის ვერსიით…

The trophy is placed on display for the photographers before the soccer Champions League draw in Istanbul, Turkey, Thursday, Aug. 26, 2021. (AP Photo/Emrah Gurel)

Goal.com-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი მანჩესტერ სიტია. გამოცემამ ფავორიტთა ლისტი მას შემდეგ განაახლა, რაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების კენჭსიყრა შედგა: 1) სიტი (განახლებამდე: პირველი ადგილი) 2) რეალი (განახლებამდე: მე-3 ადგილი) 3) ბაიერნი (განახლებამდე: მე-2 ადგილი) 4) ნაპოლი (განახლებამდე: მე-6 ადგილი) 5) პსჟ (განახლებამდე: მე-4 ადგილი) 6) ლივერპული (განახლებამდე: მე-5 ადგილი) 7) ბენფიკა (განახლებამდე: მე-8… Continue reading ლიგის ფავორიტები – Goal.com-ის ვერსიით…

დორტმუნდი 2:2 ბაიერნი [ვიდეო]

სიგნალ იდუნა პარკზე კიდევ ერთი დერ კლასიკერი გაიმართა. უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ეს გუნდები შეხვდნენ და პირველ-მეორე ადგილზე არც ერთი იყო. თანაბარი ქულებით – 15-15.   ბაიერნს დორტმუნდი დამარცხებული ზედიზედ 8-ჯერ ჰყავდა და ამასაც თუ მოიგებდა, ეს რეკორდი იქნებოდა. მიუნხენელები ახლოსაც იყვნენ, ბოლო წამებამდე იგებდნენ, მაგრამ მოდესტეს გოლით, როდესაც მაიერიც ბავარიელთა საჯარიმოში ჩავდა, დორტმუნდმა ანგარიში… Continue reading დორტმუნდი 2:2 ბაიერნი [ვიდეო]