ვის რა მოსწონს ფეხბურთში. საქართველოში გამორჩევით ყოველთვის „მატაობა“ უყვარდათ და ამიტომაცაა „მომატავე“ ფეხბურთელები ყველაზე დიდ ვარსკვლავებად რომ ითვლებოდნენ. ფეხბურთი კი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება: ბურთის მიღებისგან, დრიბლინგისგან, პასისგან, დარტყმისგან, თავურისგან, უბურთო გადაადგილებისგან, სირბილისგან, ხტომისგან… ვიღაცაზე მეუბნებოდნენ, ლაზათიანი „პოდკატის“ ნახვა ყველაფერს ურჩევნიაო. აუ, რა „პოდკატებს“ აკეთებდა თამაზ კოსტავა. ამდენი, ასე ლამაზად და სუფთად შესრულებული „პოდკატი“ სხვისი შესრულებით… Continue reading როცა ორ წამში გარემარბი ხარ