ნიდერლანდები მეოთხედფინალშია. ამერიკელებმა ჯგუფში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ინგლისსაც არაფერი დაუთმეს, მაგრამ ნარინჯისფერებთან ვერაფერი… გარდა სუპერკურიოზული გოლისა: შეცვლაზე შესულმა ჰაჯი რაიტმა ისე დაარტყა და ისეთი გაიტანა, 100-ჯერ რომ გაამეორებინო, ალბათ ვერ მოახერხებს. რაიტის ამ გოლით ამერიკელებმა 76-ე წუთზე თამაში დაძაბეს, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა. დენზელ დუმფრისმა პირველ ტაიმში გაკეთებულ ორ საგოლე პასს გოლი დაამატა და 3:1.… Continue reading ვან გრიალი
Tag: დუმფრისი
ლაციო და ისევ რასიზმი…
ლაციოს გულშემატკივრების ერთი ნაწილი ფაშისტებისა და რასისტებისგან რომ შედგება, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ამჯერად, რასიზმის მსხვერპლი ინტერის ნიდერლანდელი ფეხბურთელი – დანზელ დუმფრისი გახდა. როდესაც ფეხბურთელმა ბურთი მიიღო, ჩანს, რომაული გუნდის გულშემატკივარი მაიმუნის ხმის იმიტირებას როგორ ცდილობს. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც მომხმარებლები კლუბს გულშემატკივრის დასჯისკენ მოუწოდებენ. სექტემბერში, ლაციოს გულშემატკივრებმა, რასისტული შეურაცხყოფა მილანის ნახევარმცველს – ბაკაიოკოსაც მიაყენეს…… Continue reading ლაციო და ისევ რასიზმი…
ნიდერლანდებმა ავსტრიას შანსი არ დაუტოვა – როცა, უბრალოდ აზრი არ აქვს…
ამ შეხვედრაში, რამდენი თავითაც გინდა გენებოთ, ნიდერლანდების ნაკრები ავსტრიაზე იმდენით თავით მაღლა იდგა. ნარინჯისფერებმა მეტოქე სრულად გაანეიტრალეს და მომენტები მხოლოდ ერთი კარის მიმართულებით იქმნებოდა. მემფისს, დე ლიხტს, ვეინალდუმს – ისეთი მომენტები ჰქონდათ, გოლი რომ არ გავიდა ის უფრო გასაკვირია, ვიდრე რომ გასულიყო… ავსტრიელთაგან, წინა მატჩის გმირი, დავიდ ალაბა დღეს ძალიან სუსტი იყო. გარდა იმისა,… Continue reading ნიდერლანდებმა ავსტრიას შანსი არ დაუტოვა – როცა, უბრალოდ აზრი არ აქვს…
ნიდერლანდები 3:2 უკრაინა [ვიდეო]
თამაში, რომელმაც აბსოლუტურად გაამართლა. გარდა იმისა, რომ ხუთი გოლი ვნახეთ, 2:0-დან 2:2 – ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც ესთეტიკა იყო. რა თქმა უნდა, ნიდერლანდების ნაკრები დომინირებდა, თუმცა ყრუ დაცვაში უკრაინაც არ იყო და კონტრ-შეტევებზე თამაშს გამუდმებით ცდილობდა. ორივე გუნდი ამას ლამაზად აკეთებდა, მომენტალურად ფეთქდებოდა და მაყურებლებში ოვაციებს იწვევდა. მიზეზი, რატომაც უკრაინამ წააგო, ეს კლასია, თუმცა… Continue reading ნიდერლანდები 3:2 უკრაინა [ვიდეო]