სენეგალი: აფრიკის ლომი!

სენეგალი აფრიკის ჩემპიონი გახდა. ეს პირველად მოახერხა ისტორიაში: აქამდე ორი ფინალი ჰქონდა წაგებული… დრამატულ ფინალში სადიო მანემ და კომპანიამ ეგვიპტეს მოუგო. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი 4:2. სასწაული ემოციები იყო სერიის დროს. სხვათა შორის, ბოლო პენალტი სწორედ მანემ გაიტანა, რომელმაც მე-7 წუთზე ვერ შეაგდო 11 მეტრიდან: მეკარე გაბასკიმ აუღო. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ან… Continue reading სენეგალი: აფრიკის ლომი!

უსარგებლო ლივერპულს გარეთ

მოჰამედ სალაჰის ეგვიპტემ, აფრიკის ეროვნებათა თასის პირველ მატჩში ნიგერიასთან 0:1 წააგო. ერთადერთი ბურთი ლესტერის კელეჩი იჰეანაჩომ გაიტანა. და სალაჰი? სალაჰმა, როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე, სანაკრებო თამაში ჩააგდო. კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა… ეგვიპტელმა ქომაგებმა სოციალურ ქსელებში მას არაერთი „ტკბილი“ სიტყვა მიუძღვნეს. ამ გზავნილების მთავარი პათოსი ის არის, რომ ვარსკვლავს შეიძლება თამაში არ წაუვიდეს და ამისათვის… Continue reading უსარგებლო ლივერპულს გარეთ

გაკრეჭილი მო

აფრიკელი ფეხბურთელები თავ-თავის ეროვნულ გუნდებში გაემგზავრნენ აფრიკის ეროვნებათა თასზე სათამაშოდ, რომელიც კამერუნში ტარდება და 9 იანვარს დაიწყება. ლივერპულის ეგვიპტელმა ვარსკვლავმა, მო სალაჰმა, ტვიტერში ფოტო გამოაქვეყნა თვითმფრინავიდან, სადაც ის ასტონ ვილას თანამენაკრებე, მძინარე მაჰმუდ ტრეზეგესთან ერთადაა გამოსახული. მო აშკარად ანცობის ხასიათზეა. ყველამ შეამჩნია სალაჰის ახალი ვარცხნილობა, რომელიც მან საგანგებოდ გაიკეთა ტურნირისთვის. ეგვიპტის ნაკრები პირველ შეხვედრას 11… Continue reading გაკრეჭილი მო

ტრაგედია ბოლო წუთზე: გოლი, სიხარული, გულის შეტევა და სიკვდილი… (+video)

ეგვიპტის ჩემპიონატის მატჩი ტრაგედიით დასრულდა… ეს რანგით მეორე ლიგაში. ალ-მაჯა ხვდებოდა ალ-ზარქას. ფრე იყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ალ-მაჯას ფეხბურთელმა მოჰამედ ესამმა გოლი გაიტანა. ალ-მაჯას მწვრთნელმა ადჰამ ალ-სოლდჰარმა სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო. საოცარ ოვაციებში იყო და ამ დროს გულის შეტევა დაემართა – სათადარიგოთა სკამთან დაეცა. ელ-სოლდჰარი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა, მაგრამ მწვრთნელი საავადმყოფოში მისვლამდე, გზაში… Continue reading ტრაგედია ბოლო წუთზე: გოლი, სიხარული, გულის შეტევა და სიკვდილი… (+video)