ვილი ჰერნანგომესი – ევრობასკეტის MVP

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა 88:76 დაამარცხა საფრანგეთი და არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო კონტინენტის პირველობა (2009, 2011, 2015, 2022). ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხუანჩო ჰერნანგომესი გახდა, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში და 27 ქულა დააგროვა. ესპანელმა ცენტრმა 11 ნასროლი ბურთიდან 9 ჩააგდო(9-დან 7 სამქულიანი), მის ანგარიშზე ასევე იყო 5… Continue reading ვილი ჰერნანგომესი – ევრობასკეტის MVP

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ევრობასკეტ 2022-ის ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ყველა საკალათბურთო კომპონენტში დაჩაგრა საფრანგეთის ნაკრები, მატჩი 88:76 მოუგო და მეოთხედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა(2009, 2011, 2015, 2022). ესპანეთმა ანგარიშში უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა – ვილი ჰერნანგომესის დომინანტური ასპარეზობის ფონზე(8 ქულა+4 მოხსნა) სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილი გუნდი 23:14 დაწინაურდა. მეორე პერიოდის სტარტზე პარკეტზე ვილის ძმა ხუანჩო შემოვიდა და ესპანური შოუც დაიწყო… Continue reading ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ესპანელთა ისტორიული შედეგი

ესპანური კალათბურთი განვითარების კუთხით უმაღლეს დონეზე ავიდა – 2022 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე მათი ზრდასრული და ახალგაზრდული ნაკრებები მინიმუმ ფინალში გავიდნენ. ესპანელმა ახალგაზრდებმა რამდენიმე თვის წინ მოიგეს U20 და U18 ევრობასკეტი, U16-მა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო, ხოლო U17-მა მსოფლიოს ჩემპიონატის. ესპანელ გოგონათა ნაკრებმა (U20) იოლად მოიგო ევრობასკეტი, U18 და U16-ის ნაკრებებმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს… Continue reading ესპანელთა ისტორიული შედეგი

“ჩვენ აქ არავინ არ გველოდა” – ესპანეთი ევრობასკეტის ფინალშია

ევრობასკეტ 2022-ის მეორე ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში 96:91 დაამარცხა გერმანიის ნაკრები და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში ანგარიში დენის შროდერმა გახსნა – მე-15 წამზე გერმანელმა გამთამაშებელმა “ლეი-აფით” საკუთარ გუნდს 2 ქულა მოუტანა. პირველმა მეოთხედმა საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა ვილი ერნანგომესის და ლორენცო ბრაუნის შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე ესპანელები მცირე უპირატესობას მაინც ინარჩუნებდნენ. საწყისი პერიოდის… Continue reading “ჩვენ აქ არავინ არ გველოდა” – ესპანეთი ევრობასკეტის ფინალშია

საფრანგეთი ევრობასკეტის ფინალშია

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულდა ევრობასკეტ 2022-ის პირველი ნახევარფინალი. საფრანგეთის ნაკრებმა 95:54 გაანადგურა პოლონეთის ნაკრები და ტურნირის ფინალში გავიდა. შეხვედრაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – ფრანგებმა ოთხივე მეოთხედი მოუგეს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილ პოლონელებს და იოლი გამარჯვება იზეიმეს. ვინსენ კოლეს გაწვრთნილებმა პირველი პერიოდი 15:9 მოიგეს, მეორე 19:9, მესამე 30:18, ხოლო მეოთხე 31:18. ჯამში ფრანგებმა ნახევარფინალური მატჩი… Continue reading საფრანგეთი ევრობასკეტის ფინალშია

სენსაცია: პოლონეთმა სლოვენია ევრობასკეტიდან გააგდო

უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა ევრობასკეტ 2022-ის უკანასკნელი მეოთხედფინალი. ერთმანეთს ტურნირის უმთავრესი ფავორიტი სლოვენია და აუტსაიდერად მიჩნეული პოლონეთი დაუპირისპირდნენ. პირველმა მეოთხედმა “მხიარულ” კალათბურთში ჩაიარა – ორივე გუნდი შეტევაში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე დაცვაში. პონიტკას და სლოტერის ზუსტი სროლების ფონზე პოლონეთმა საწყისი ათწუთეული 29:26 მოიგო. მეორე პერიოდში ტურნირის მოქმედ ჩემპიონ სლოვენიას დიდი ჩავარდნა დაეწყო – ლუკა… Continue reading სენსაცია: პოლონეთმა სლოვენია ევრობასკეტიდან გააგდო

საფრანგეთი ევრობასკეტის ნახევარფინალში “გაძვრა”

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გრძელდება ევრობასკეტის პლეიოფის სტადია. 1/4 ფინალში ერთმანეთს იტალიის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა – “მერსედეს ბენც არენაზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი საკალათბურთო დრამა იხილა. შეხვედრის სტარტი ფრანგებს უკეთესი გამოუვიდათ – ევან ფურნიეს და რუდი გობერის ზუსტი სროლების ფონზე ვინსენ კოლეს გაწვრთნილი გუნდი 11:3 დაწინაურდა. იტალია ყველანაირად ცდილობდა დიდი… Continue reading საფრანგეთი ევრობასკეტის ნახევარფინალში “გაძვრა”

იანის ანტეტენკუმპო და მისი საბერძნეთი ევრობასკეტს გამოეთიშნენ

დიდ ინტერესს იწვევდა ევრობასკეტ 2022-ის 1/4 ფინალური დაპირისპირება საბერძნეთს და პლეიოფის მასპინძელ გერმანიას შორის.”მერსედეს-ბენც არენაზე” მართლაც ბრწყინვალე სანახაობა შედგა და მაყურებელმა ნამდვილი საკალათბურთო შოუ იხილა. შეხვედრის სტარტზე გერმანიის ნაკრები “გოლდენ სტეიტს” ჩამოგავდა თამაშის სტილით – მისი კალათბურთელები პერიმეტრიდან ნასროლ ბურთებს ფაქტიურად არ აცილებდნენ მეტოქის კალათს და ანგარიშში უპირატესობაც მალევე მოიპოვეს – 22:11. სტეფ კარის ფუნქციებს… Continue reading იანის ანტეტენკუმპო და მისი საბერძნეთი ევრობასკეტს გამოეთიშნენ

ესპანეთი ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტია

ევრობასკეტ 2022-ზე სტარტი აიღო 1/4 ფინალურმა სტადიამ. პირველ მეოთხედფინალში ესპანეთი ტურნირის მთავარ სენსაციას – ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრაში ანგარიში მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონებმა გახსნეს – სადავო გდების მოგების შემდეგ ვილი ერნანგომესმა ლეიაფით 2 ქულა აიღო. ესპანელებმა გააგრძელეს სწრაფ ტემპში თამაში და მალე მათმა უპირატესობამ +6 შეადგინა 8:2. ფინელები დროულად გამოფხიზლდნენ – საშუალო და შორი დისტანციებიდან მათ… Continue reading ესპანეთი ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტია

სლოვენიელთა ბანაკში პრობლემებია

13 სექტემბერს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში სტარტს აიღებს ევრობასკეტ 2022-ის 1/4 ფინალური სტადია. ესპანეთი – ფინეთი გერმანია – საბერძნეთი საფრანგეთი – იტალია სლოვენია – პოლონეთი მოახლოვებული მეოთხედფინალური მატჩის წინ პრობლემებია სლოვენიელთა ბანაკში – ზორან დრაგიჩმა 1/8 ფინალური მატჩის მიმდინარეობისას (ბელგიასთან) ოთხთავა კუნთი გაიწყვიტა და მისთვის ევრობასკეტი ნაადრევად დასრულდა. 33 წლის გამთამაშებელი 6-8 კვირას გამოტოვებს და ამის… Continue reading სლოვენიელთა ბანაკში პრობლემებია