ევროლიგის XXI ტურში დიდ ინტერესს იწვევდა ბელგრადული დერბი – ალექსანდრ ნიკოლიჩ ჰოლში ერთმანეთს ცრვენა ზვეზდა და პარტიზანი უპირისპირდებოდნენ. ტურნირის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, სტუმრის სტატუსში მყოფ “პარტიზანს” უფლება მიეცა 600 გულშემატკივარი მიეყვანა დარბაზში, დანარჩენი 7 600 ადგილი კი მასპინძლებს ეკუთვნოდათ. შეხვედრის სტარტი “ცრვენას” უკეთესი გამოუვიდა – ლამაზად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ზუსტი სამქულიანით ანგარიში ნემანია ნედოვიჩმა გახსნა 3:0.… Continue reading “პარტიზანის” რევანში “ცრვენა ზვეზდასთან”
Tag: ევროლიგა 2022/23
“რეალმა” “ბარსელონა” ოვერტაიმში დაამარცხა
ევროლიგის რეგულარული სეზონის – XXI ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში გაიმართა, სადაც რეალი საკუთარ “ვიზინიკ ცენტრში” ბარსელონას მასპინძლობდა. შეხვედრის სტარტი სტუმრებს უკეთესი გამოუვიდათ – ტომაშ სატორანსკის და ნიკოლა მიროტიჩის ზუსტი სროლების ფონზე მალევე დაწინაურდნენ ანგარიშში 18:6. მეოთხედის ბოლოს “რეალი” გამოფხიზლდა და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა 16-20. მეორე პერიოდში “ბარსა” ინარჩუნებდა ლიდერობას და მეტოქეს მიახლოვების საშუალებას არ… Continue reading “რეალმა” “ბარსელონა” ოვერტაიმში დაამარცხა
ევროლიგის MVP – ალექსანდრ ვეზენკოვი
ევროლიგამ რეგულარული სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა კლუბების გენერალურ მენეჯერებს შორის და საუკეთესოები დაასახელა. “ოლიმპიაკოსის” ფორვარდი ალექსანდრ ვეზენკოვი MVP-ის უმთავრესი კანდიდატია, ბულგარელმა კალათბურთელმა ხმების 61,1 % მიიღო. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გენერალურ მენეჯერებს ყველაზე მეტად სწორედ ვეზენკოვის გუნდში აყვანა სურთ (27,8%), მეორე ადგილზეა “ანადოლუ ეფესის” გამთამაშებელი ვასილიე მიციჩი (16,7%). ევროლიგის MVP: ალექსანდრ… Continue reading ევროლიგის MVP – ალექსანდრ ვეზენკოვი
თორნიკე შენგელიას 15 ქულა “ბასკონიასთან”
ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-15 ტურის მატჩის რანგში “ბასკონიამ” საკუთარ მოედანზე “ვირტუსს” უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი ინტრიგა თორნიკე შენგელიას დაბრუნება გახლდათ ვიტორიაში – თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. “თოკო” ბოლონიური კლუბის სასტარტო ხუთეულში გახლდათ და პარკეტზე 20 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 დაფარება იყო. შენგელიამ საშუალო დისტანციიდან 12-ჯერ შეუტია მეტოქის… Continue reading თორნიკე შენგელიას 15 ქულა “ბასკონიასთან”
თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა
ხანგრძლივი პაუზის შემდგე საქართველოს ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. “თოკომ” მორიგი ტრავმა მოიშუშა და “ვირტუსის” შემადგენლობაში იასპარეზა “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ. პირეოსში გამართული მატჩი ბოლონიელებისთვის კატასტროფულად განვითარდა – მასპინძლებმა სტუმრები 46 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს (117-71) და არაერთი რეკორდი დაამყარეს. 117 ქულა – “ოლიმპიაკოსის” ახალი რეკორდია ევროლიგაზე. წინა რეკორდი 113 ქულა გახლდათ (2007 წელს “ოლიმპიას” წინააღმდეგ).… Continue reading თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა
სარეკორდო მეოთხედი
უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ევროლიგის მეათე ტურის შეხვედრა რეალს და პარტიზანს შორის. მადრიდულმა კლუბმა უხვქულიან შეხვედრაში 105-97 იმარჯვა და მიმდინარე სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. გუნდებმა პირველ მეოთხედში სუპერ კალათბურთი ითამაშეს და შედეგიანობის რეკორდი დაამყარეს. რეალმა და პარტიზანმა საწყისი 10 წუთის განმავლობაში 72 ქულა ჩააგდეს(32-40), რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. წინა რეკორდიც რეალს ეკუთვნოდა… Continue reading სარეკორდო მეოთხედი
თორნიკე შენგელია დაბრუნდა
3 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. “თოკომ” ბოლომდე მოიშუშა მხრის ტრავმა და ევროლიგის მეექვსე ტურის მატჩში ითამაშა, სადაც მისმა “ვირტუსმა” “ლიონს” უმასპინძლა. შეხვედრის სტარტი ბოლონიელებს უკეთესი გამოუვიდათ – იფე ლუნბერგის და მილოშ ტეოდოსიჩის ზუსტი სროლების ფონზე პირველივე წუთებიდანვე ხელში იგდეს ლიდერობა და მეოთხედი 22-18 მოიგეს. მეორე ხუთეულიდან შემოვიდა… Continue reading თორნიკე შენგელია დაბრუნდა
ნიკოლა მიროტიჩი საუკეთესოა
პოპულარულმა გამოცემამ BasketNews-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობას ევროლიგაზე მოასპარეზე გუნდების გენერალური მენეჯერები იღებდნენ. ფუნქციონრებეი თვლიან, რომ “ბარსელონას” მძიმე ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი ლიგის უძვირფასესი მოთამაშეა. მან ხმების 30,8% მიიღო. რეიტინგში მეორე ადგილი გაიყვეს ვასილიე მიციჩმა (ეფესი) და ედი ტავარეშმა 9რეალი). ორივე მათგანს ხმათა 23,1% შეხვდა. გენერალურ მენეჯერებმა ასევე გამოარჩიეს უილ კლაიბერნი (ეფესი), ნიკოლა კალინიჩი (ბარსელონა) და… Continue reading ნიკოლა მიროტიჩი საუკეთესოა
“მილანი” ევროლიგის ყველაზე ასაკოვანი გუნდია, “პარტიზანი” ყველაზე ახალგაზრდული
6 ოქტომბერს სტარტს აიღებს ევროლიგის 2022/23 წლების სეზონი. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ისევ 18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო რუსული კლუბები ისევ დისკვალიფიცირებულნი არიან ევროლიგიდან. ახალი სეზონის დაწყების წინ გაირკვა, რომ ყველაზე ასაკოვანი გუნდი ევროლიგაზე “მილანს” ეყოლება, ამ კუთხით მეორე ადგილზეა “რეალი”, მესამეზე “ეფესი”. ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ბელგრადის “პარტიზანს” ყავს,… Continue reading “მილანი” ევროლიგის ყველაზე ასაკოვანი გუნდია, “პარტიზანი” ყველაზე ახალგაზრდული