ევროლიგის რეგულარული გათამაშების XX ტური დასრულდა და ტრადიციულად დასახელდა საუკეთესო მოთამაშე. MVP-ის ტიტული “მაკაბის” გამთამაშებელ – უეიდ ბალდვინს ერგო. გაცნობებთ, რომ “თელ- ავივის მაკაბიმ” გერმანული “ალბა” 87-74 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი უეიდი გახდა. ბალდვინმა საკუთარ აქტივში 33 ქულა (13-დან 8 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი, 6-დან 5 ერთქულიანი), 3 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა… Continue reading ევროლიგის XX ტურის MVP ცნობილია
Tag: ევროლიგა
ევროლიგის ოთხთა ფინალის მასპინძელი ქალაქი ცნობილია
ევროლიგის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა იმ ქალაქთა სია, რომლებიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში ოთხთა ფინალს უმასპინძლებენ. 2023 წლის ევროლგის ოთხთა ფინალი ლიეტუვას ქალაქ კაუნასში ჩატარდება, ხოლო 2024 წელს კი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. კაუნასში ფინალურ მატჩებს “ჟალგირის-არენა” უმასპინძლებს, ხოლო ბერლინში “მერსედეს-ბენც არენა”. გაცნობებთ, რომ ევროლიგის არებობის ისტორიაში (2000 წლიდან) კაუნასი პირველად უმასპინძლებს ოთხთა ფინალს. “სიხარულით მივესალმებით ქალაქ კაუნასს… Continue reading ევროლიგის ოთხთა ფინალის მასპინძელი ქალაქი ცნობილია
თორნიკე შენგელიას სუპერ მატჩი
ევროლიგის რეგულარული სეზონის მეშვიდე ტური იტალიური დერბით გაიხსნა მილანი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა ბოლონიას. პირველად 25 წლის განმავლობაში “ვირტუსი” და “მილანო” ერთმანეთს ევროთასზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრის სტარტი მასპინძლებს უკეთესი გამოუვიდათ – ნიკოლო მელის და მიტრუ ლონგის ზუსტი სროლების შედეგად 23-12 დაწინაურდნენ. სერჯიო სკარიოლომ პარკეტზე თორნიკე შენგელია შემოუშვა, რომელმაც მომენტალურად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა – თოკომ ჯერ ორქულიანი ჩააგდო,… Continue reading თორნიკე შენგელიას სუპერ მატჩი
ნემანია ბიელიცა ევროლიგაზე ბრუნდება
ევროლიგის 2022/23 სეზონის წინ ძალიან გაძლიერდა თურქული “ფენერბაჰჩე”. სტამბოლურმა კლუბმა NBA-ს მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტიდან” დაიმატა მძიმე ფორვარდი ნემანია ბიელიცა (34 წლის, 208 სმ) და ისედაც ძლიერი შემადგენლობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა “ფენერბაჰჩემ” სერბ კალათბურთელთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნემანიამ 2021/22 წლების სეზონი “ვორიორზის” რიგებში გაატარა. რეგულარულ გათამაშებაში ჩატარებულ 71 შეხვედრაში ბიელიცა საშუალოდ მატჩში 6,1… Continue reading ნემანია ბიელიცა ევროლიგაზე ბრუნდება
“ეფესი” ევროლიგის ჩემპიონია
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულდა ევროლიგის ოთხთა ფინალი. STARK ARENA-ზე, ფინალურ მატჩი “ეფესმა” 58:57 სძლია “რეალს” და ზედიზედ მეორედ მოიგო ევროლიგა. შეხვედრის სტარტი მადრიდულ გუნდს უკეთესი გამოუვიდა – სამწამიან ზონაში დომინირებდა კაბო ვერდელი ცენტრი ვოლტერ ტავარესი, რომელმაც საწყის 10 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, რეალი კი 15:14 დაწინაურდა. ორივე გუნდი დაცვაში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა,ვიდრე… Continue reading “ეფესი” ევროლიგის ჩემპიონია
ევროლიგის ფინალში “ეფესი” “რეალს” დაუპირისპირდება
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტი აიღო ევროლიგის ოთხთა ფინალმა. ორივე ნახევარფინალური დაპირისპირება უაღრესად საინტერესო, დრამატული და ემოციებით დატვირთული გამოდგა. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ბერძნული “ოლიმპიაკოსი” და თურქული “ანადოლუ ეფესი” დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საკმაოდ მწირქულიანი გამოდგა – ორივე გუნდი დაცვაში ბევრად უკეთესად ირჯებოდა, ვიდრე შეტევაში. შეხვედრის საწყის წუთებში ბერძნული კლუბი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა – ალექსანდრ ვეზენკოვის… Continue reading ევროლიგის ფინალში “ეფესი” “რეალს” დაუპირისპირდება
ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელია
ევროლიგამ შეაჯამა 2021-22 წლების სეზონი და საუკეთესოები გამოავლინა. ევროლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “ბარსელონას” ცენტრი – ნიკოლა მიროტიჩი დასახელდა. მოტენეგროელი კალათბურთელის დახმარებით კატალონიურმა კლუბმა მოიგო რეგულარული სეზონი, მისი სტატისტიკა საშუალოდ მატჩში კი ასე გამოიყურებოდა: 16.6 ქულა, 5.1 მოხსნა და 1.2 შედეგიანი გადაცემა. ნიკოლა მესამე სეზონს ატარებს “ბარსელონას” მაისურით. მიროტიჩი ევროლიგის MVP კარიერაში პირველად გახდა. ევროლიგის… Continue reading ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელია
“ელ კლასიკო” ოთხთა ფინალში
უაღრესად საინტერესოდ წარიმართა ევროლიგის საპლეიოფო სერია “ბარსელონას” და “ბაიერნს” შორის. კატალონიურმა გუნდმა მხოლოდ მეხუთე შეხვედრაში შეძლო მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა. სერიაში ანგარიში 2:2 გახლდათ და გადამწყვეტ, მეხუთე მატჩს “ბარსელონა” საკუთარ “პალაუ ბლაუგრანაზე” ატარებდა, შესაბამისად ფავორიტიც შარუნას იასიკევიჩუსის გაწვრთნილი გუნდი იყო. “ბაიერნმა” შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყო – ვლადიმირ ლუჩიჩის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე… Continue reading “ელ კლასიკო” ოთხთა ფინალში
“ბარსელონას” მოულოდნელი მარცხი “ბაიერნთან”
ევროლიგაზე გრძელდება საპლეიოფო დაპირისპირებები. რეგულარულის ჩემპიონმა “ბარსელონამ” პირველი მატჩი საკმაოდ იოლად მოუგო მერვე ადგილოსან “ბაიერნს” (77:67), მეორე შეხვედრაში კი მოულოდნელი მარცხი იწვნია კატალონიურმა კლუბმა და საკუთარი მოედნის უპირატესობაც დაკარგა… შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას, თუმცა პირველი მეოთხედის უკანასკნელ წუთზე “ბაიერნმა” 7-0 გაქცევა მოაწყო და 23:16 დაწინაურდა. მეორე… Continue reading “ბარსელონას” მოულოდნელი მარცხი “ბაიერნთან”
“ბარსელონა”-მ ევროლიგის რეგულარული სეზონი ნაადრევად მოიგო
ევროლიგის რეგულარული სეზონის 32-ე ტურის მატჩის რანგში “ბარსელონამ” საკუთარ “პალაო ბლაუგრანაზე” უმასპინძლა “ფენერბაჰჩეს” და მეტოქე საკმაოდ მარტივად 88-67 დაამარცხა. კატალონიურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში რიგით 21-ე გამარჯვება იზეიმა (5 მარცხი) და ნაადრევად მოიგო რეგულარული გათამაშება. მასპინძლებს მშვენიერი სტარტი გამოუვიდათ – საწყის 10 წუთეულში ნიკოლა მიროტიჩმა 14 ქულა ჩაუგდო სტამბოლურ კლუბს, პერიმეტრიდან 3-ჯერ ზუსტად გაისროლა ალექს აბრინესმა… Continue reading “ბარსელონა”-მ ევროლიგის რეგულარული სეზონი ნაადრევად მოიგო