ევროპალიგაზე დაწყვილდნენ – კარგი თამაშები გველოდება…

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური წილისყრა გაიმართა, სადაც რამდენიმე კარგი დაპირპისპირება გველოდება: არსენალი Vs  სპორტინგი; რომა Vs სოსიედადი; მანჩესტერი Vs ბეტისი…  

ვიღაცა სევილიას მეკარეს გადაუხტა… (+video)

ევროპა ლიგის მატჩში სევილიას მეკარე მარკო დმიტროვიჩს გადახდა პატარა თავგადასავალი. პსვ-სევილია მიმდინარეობდა, უცებ ვიღაც ახალგაზრდა გადახტა მინდორზე და დმიტროვიჩს მივარდა. დაარტყა კიდეც. თუმცა სერბმა მეკარემ ხელი ჰკრა და ესეც ეყო ფანს: წაიქცა. „მსგავსი არაფერი მინახავს. პირს არ გავაღებ და არ ვიტყვი, თუ რისი გაკეთება მინდოდა იმ არაადეკვატურისთვის. საწყენია, რომ საფეხბურთო მატჩების დროს ასეთი რამ ხდება.… Continue reading ვიღაცა სევილიას მეკარეს გადაუხტა… (+video)

ბარსელონა 2:2 მანჩესტერი (ვიდეო)

Bruno Fernandes of Manchester United and Jordi Alba of FC Barcelona during the La Liga match between FC Barcelona and Manchester United played at Spotify Camp Nou Stadium on February 16, 2023 in Barcelona, Spain. (Photo by Sergio Ruiz / Pressinphoto / Icon Sport)

ქართველები ევროტურნირებზე – ვინ? სად? რამდენი?

GRAZ, AUSTRIA - SEPTEMBER 12: Otar Kiteishvili of Sturm Graz reacts during the Admiral Bundesliga match between Sturm Graz and SK Austria Klagenfurt at Merkur Arena on September 12, 2021 in Graz, Austria. (Photo by Chris Bauer/SEPA.Media /Getty Images)

ევროტურნირებზე მორიგი მატჩები გაიმართა. კონფერენს და ევროპა ლიგაზე თავიანთი შეხვედრები ქართველი ფეხბურთელების გუნდებმაც ჩაატარეს, სადაც ჩვენებურებმაც მიიღეს მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც საქართველო 0:0 ბულგარეთის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მისდა სამწუხაროდ, გრაცის შტურმი ევროპა ლიგაზე ფეიენოორდთან 0:6 დამარცხდა. ოთარი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. ყარაბახმა ევროპა ლიგაზე ნანტს… Continue reading ქართველები ევროტურნირებზე – ვინ? სად? რამდენი?

ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი: პენალტები ლატარეაა და ჩვენ წაგებული ბილეთი ამოვიღეთ

ევროპა ლიგის ფინალში რეინჯერსი აინტრახტს შეხვდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი შოტლანდიელებმა 4:5 წააგეს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა ისაუბრა. “პენალტები ყოველთვის ლატარეაა და დღეს წაგებული ბილეთი ამოვიღეთ. ჩემი ფეხბურთელების თავდადებით კმაყოფილი ვარ. ფინალი არის მოგონება, რომელიც ყოველთვის გემახსოვრება. ეს ძალიან მტკივნეულია. ფეხბურთელობისას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგე და არ… Continue reading ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი: პენალტები ლატარეაა და ჩვენ წაგებული ბილეთი ამოვიღეთ

ნერვების ომი – აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო

BARCELONA, SPAIN - APRIL 14: Filip Kostic of Eintracht Frankfurt celebrates after scoring their sides first goal during the UEFA Europa League Quarter Final Leg Two match between FC Barcelona and Eintracht Frankfurt at Camp Nou on April 14, 2022 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)

ფრანქფურტის აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო, გერმანელებმა ფინალში გლაზგოს რეინჯერსი დაამარცხეს. სანჩს პის ხუანზე გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი აინტრახტმა 5:4 გაიმარჯვა. მატჩის უმეტესი ნაწილი აინტრახტის უპირატესობით წარიმართა. გერმანელები უფრო მეტად უტევდნენ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს პირველ რიგში აინტრახტი იყო. აღსანიშნავია, რომ აინტრახტმა ევროპა ლიგის… Continue reading ნერვების ომი – აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო

ნორმალურია? N 1 ბომბარდირი მარჯვენა მცველია

ასეთ რამეს იშვიათად გაიგებთ. ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ამპლუით… მარჯვენა მცველია. მისი სახელ-გვარია ჯეიმს ტავერნიე. გლაზგო რეინჯერსის 31 წლის ინგლისელი. 7 გოლი გაიტანა. მე-7 იყო ლაიპციგთან საპასუხო ნახევარფინალში. რეინჯერსს 0:1 ჰქონდა წაგებული და შინ 3:1 მოუგო. შოტლანდიური კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ფრანკფურტის აინტრახტს შეხვდება. 18 მაისს, სევილიის სტადიონზე… ტავერნიე მშვენივრად ასრულებს საჯარიმოებს,… Continue reading ნორმალურია? N 1 ბომბარდირი მარჯვენა მცველია

ბარსელონას ფანებმა აინტრახტის ყოფილ ფეხბურთელს სცემეს… ცოლის თვალწინ (+video)

გერმანული აინტრახტის ყოფილმა ფორვარდმა მარტინ ფენინმა თავის Instagram-ზე დაწერა, რომ ბარსელონელმა ფანებმა სცემეს. თან მეუღლის თვალწინ და თან ამის ამსახველი ვიდეოც განათავსა… ფენინი აინტრახტის 30 000-მდე გულშემატკივარს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც ბარსელონას კამპ ნოუზე თამაშს ესწრებოდა. როგორც იცით, ევროპა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში აინტრახტმა 3:2 მოუგო ბარსას და ნახევარფინალში გავიდა. ფენინი ჰყვება, რომ თამაშის მერე… Continue reading ბარსელონას ფანებმა აინტრახტის ყოფილ ფეხბურთელს სცემეს… ცოლის თვალწინ (+video)

ჩავი: გვსურს ევროპა ლიგა მოვიგოთ, მხოლოდ ეს ტიტული აკლია ჩვენს კოლექციას

დღეს ევროპა ლიგის 1/4 ფინალური მატჩები გაიმართება. ერთერთ მათგანში ბარსელონა ფრანქფურტის აინტრახტს უმასპინძლებს. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით ბარსელონას მწვრთნელმა ჩავიმ ისაუბრა.   “ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ბურთი არ დავკარგოთ. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებთ და ეს დამატებითი სტიმულია. გამართლების იმედად ვერ ვიქნებით, ჩვენ ბარსელონა ვართ და ყოველთვის უმაღლესი მიზნები გვაქვს. გვსურს ევროპა ლიგა მოვიგოთ, ჩვენს კოლექციას… Continue reading ჩავი: გვსურს ევროპა ლიგა მოვიგოთ, მხოლოდ ეს ტიტული აკლია ჩვენს კოლექციას

მოურინიუ თოვლის გუნდამ გააბრაზა (+video)

ევროპა ლიგა, მეოთხედფინალის წინ. ჟოზე მოურინიო რომა ნორვეგიაშია და ბუდე-გლიმტს უნდა შეხვდეს. მოურინიო ბოდო-გლიმტის ფანებისკენ წავიდა ავტოგრაფების დასარიგებლად, მაგრამ იქიდან თოვლის გუნდა წამოვიდა და მწვრთნელს ფეხში მოხვდა. მოურინიომაც გადაუხვია და ფანებს გაეცალა. ისე, ამ სეზონში ჯგუფშიც ერთად მოხვდნენ ბუდე-გლიმტი და რომა. ნორვეგიელებმა საოცრება მოახდინეს და 6:1 მოიგეს.   Welcome to Bodø, Jose. Ikke langt unna… Continue reading მოურინიუ თოვლის გუნდამ გააბრაზა (+video)