ვიალი… ცხოვრება და სიკვდილი

პანკრეასის სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა… 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანლუკა ვიალი. იტალიის ნაკრების, სამპდორიას, იუვენტუსის, ჩელსის ყოფილი სუპერთავდამსხმელი. ვინც არ იცის: ვიალის დონის ფორვარდი იტალიას დღეს ნამდვილად არ ჰყავს. ალბათ მიახლოებული დონისაც კი არავინ… მასზე ადრეც არაერთხელ დავწერეთ Leadersport-ში. ვიალი-მანჩინი სუპერდუეტი იყო სამპდორიაში და რა სიმბოლურია, რომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მწვრთნელების რანგში სწორედ მათ მოიგეს.… Continue reading ვიალი… ცხოვრება და სიკვდილი

მანჩინის ფიქრები – მსოფლიო ჩემპიონიც ვიქნები…

11 ივლისი. ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც იტალიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ფინალი უემბლიზე ინგლისთან, მე-2 წუთზე გაშვებული გოლი და მაინც… სკუადრა გამოძვრა ურთულესი სიტუაციიდან. და რა? იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა. ამხელა გრანდი ზედიზედ მეორედ დარჩა უპრესტიჟულესი საფეხბურთო ტურნირის გარეთ. რობერტო მანჩინი პოსტზე დარჩა. იტალიელთა მწვრთნელმა დღეს საინტერესო და ხმამაღალი განცხადება გააკეთა: „რაც ნაკრებში დავინიშნე,… Continue reading მანჩინის ფიქრები – მსოფლიო ჩემპიონიც ვიქნები…

ნატურალიზაცია… იტალიას კიდევ სამი ბრაზილიელი ემატება?

Rome (Italy), 07/12/2019.- SS Lazio's Luiz Felipe Ramos Marchi (L) vies for the ball with FC Juventus' Cristiano Ronaldo during the Italian Serie A soccer match between SS Lazio and FC Juventus at the Olimpico stadium in Rome, Italy, 07 December 2019. (Italia, Roma) EFE/EPA/ETTORE FERRARI

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კიდევ სამი ბრაზილიელი ფეხბურთელის ნატურალიზება სურს. ეს მანამდე, სანამ იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფები ექნება, ანუ მარტის ბოლომდე. ეს სამი ფეხბურთელია: მცველი ლუის ფელიპე (ლაციო), მცველი როჟერ იბანიესი (რომა) და ნახევარმცველი ჟოაო პედრო (კალიარი). იტალიას ახლა უკვე ჰყავს 3 ბრაზილიელი, რომლებიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ემერსონი, ტოლოი და რაც მთავარია, ჟორჟინიო. ახლა… Continue reading ნატურალიზაცია… იტალიას კიდევ სამი ბრაზილიელი ემატება?

ერიქსენი 2022 წლიდან…

დანიელმა კრისტიან ერიქსენმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. ეს Corriere dello Sport-მა დაწერა. „4-5 თვის მერე ისევ ვითამაშებ. ყველაფერი რიგზე მაქვს“ – უთქვამს ერიქსენს. შეგახსენებთ, 12 ივლისს დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ერიქსენი გულის შეტევის გამო წაიქცა და მთელი მსოფლიო შოკში იყო. ამ შემთხვევის მერე დანიელს გულის არეში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი ჩაუდგეს. ინტერში და ზოგადად სერია ა-ში დეფიბრილიატორით თამაში… Continue reading ერიქსენი 2022 წლიდან…

პედრი და პაუ – დაუღლელები…

პედრი და პაუ ტორესი – ისინი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის ფინალში გავიდნენ. ევროპის ჩემპიონატზეც თამაშობდნენ. ვილიარეალის მცველი პაუ ტორესი თუ როტაციის ფეხბურთელი იყო ევროპაზე, პედრი შეუცვლელი გახლდათ.   აი, საინტერესო სტატისტიკაც. პედრი ტოკიოში ბრაზილიასთან ფინალში თუ ითამაშებს, პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეშის რეკორდს გაიმეორებს: 73 მატჩი სეზონში. არ დაგვავიწყდეს, პედრი მხოლოდ 18 წლისაა… ბარსელონას ოლიმპიადაზე მისი გაშვება… Continue reading პედრი და პაუ – დაუღლელები…

ერიკსენი ნორმალურ ცხოვრებში…

დანიის ნაკრების ყოფილი ლიდერი კრისტიან ერიკსენი, კოპენჰაგენის ქუჩებში დაინახეს. 29 წლის ფეხბურთელი პარტნიორ საბრინა კვისტ იენსენთან და პატარა ქალიშვილათან ერთად სეირნობდა. ერიკსენმა ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩში ფინელების წინააღმდეგ, მოედანზე გონება დაკარგა. ექიმებმა შემდეგ თქვეს, რომ რამდენიმე წამი გული გაჩერებული ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მას კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუყენეს, რომელიც… Continue reading ერიკსენი ნორმალურ ცხოვრებში…

ბუფონი და ოცნება

ჯანლუიჯი ბუფონმა გეგმებზე და ევრო-2020-ის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. სხვათა შორის, ჯიჯიმ მომავალი მუნდიალი ახსენა… თუმცა იქვე თქვა, მსოფლიოზე კიდევ ერთხელ თამაში ჩემთვის ოცნება უფრო არის, ვიდრე რეალობაო.   „რობერტო მანჩინიმ დაუჯერებელი სამუშაო ჩაატარა. 43 წლის ვარ, ასე რომ, ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ ვთქვა: „აქ ვარ, ნაკრებში გამომიძახეთ“. თუმცა ოცნება შემიძლია. წინ ხომ მსოფლიო ჩემპიონატია.  … Continue reading ბუფონი და ოცნება

ეს იტალიაა… ჩემპიონობას კორონა მოჰყვა

ასე იცის ევროპის ჩემპიონობამ… რომის რეგიონის მთავრობა იტალიიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას კორონავირუსის შემთხვევების გაზრდაში ადანაშაულებს. გრავინას ბრალია, რომ ამხელა საჩემპიონო ზეიმი იყო რომის ქუჩებშიო. ინგლისთან ფინალის მეორე დღეს, იტალიის ნაკრები რომში რომ ჩაფრინდა, მერე ავტობუსით შემოიარა ქუჩები. თურმე მთავრობის წევრებს გრავინა გაუფრთხილებიათ, ზეიმი ვიწრო წრეში მოვაწყოთო, თუმცა ამდენ ადამიანს რა დააკავებდა – სიხარულით… Continue reading ეს იტალიაა… ჩემპიონობას კორონა მოჰყვა

250 ათასი ევრო თითო იტალიელს

ევრო 2020-ზე გამარჯვების საფასურად, იტალიის ნაკრების ყოველი ფეხბურთელი 250 ათას ევროს მიიღებს – გვამცნობს Calciomercato. ფინალის წაგების შემთხვევაში, სკუადრა აძურას თითოეული მოთამაშე 200 ათასს მიიღებდა. ჯამში, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში იტალიის ნაკრებმა 28,25 მილიონი ევრო გამოიმუშავა, სწორედ ამ თანხიდან გაიცემა ბონუსები.

ბევრი ლუდის ამბავი

კვირას, 11 ივლისს, ლონდონის ლეგენდარულ უემბლიზე, ევრო 2020-ის ფინალური მატჩი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, პაბებს 23 საათსა 15 წუთამდე ექნებათ ლუდის გაყიდვის უფლება. ჩვეულებრივ, ისინი, ბოლო დროის კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, 22 საათსა და 30 წუთზე იკეტებიან. ეს განკარგულება იმ შემთხვევაშიც იმუშავებს, თუკი ინგლისის ნაკრები ფინალში ვერ გავა. ინგლისი… Continue reading ბევრი ლუდის ამბავი