დონარუმას ტატუ

იტალიის ნაკრების მეკარემ, 22 წლის ჯანლუიჯი დონარუმამ ევრო 2020-ზე გამარჯვებასთან დაკავშირებით, სახსოვრად, მარცხენა წყრთაზე ევროპის თასის ტატუ ამოიტვიფრა. დონარუმამ გადამწყვეტი როლი ითამაშა სკუადრა აძურას ტრიუმფში. არაერთი ურთულესი ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით გამოირჩა ესპანეთთან ნახევარფინალში და ინგლისთან ფინალში, რომლებიც იტალიელებმა მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანიბით მოიგეს. შედეგად ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც მეკარისთვის განსაკუთრებული პატივია. დონარუმამ, რომელმაც იტალიის  სერია… Continue reading დონარუმას ტატუ

მაგუაირის მამას უემბლიზე ნეკნები ჩაუმტვრიეს

ევრო 2020-ის ფინალის დღეს ინგლისის ნაკრების მცველმა ჰარი მაგუაირმა ორმაგი სტრესი განიცადა. ჯერ ერთი: უგებდნენ იტალიელებს, მაგრამ მაინც წააგეს სანუკვარი თამაში და კიდევ როდის ეღირსებათ ასეთი მნიშვნელობის მატჩში მონაწილეობა,  ღმერთმა უწყის. მეორე: იმ საღამოს, უემბლიზე  ბევრი უბილეთო შეიჭრა. ერთ მომენტში ათასობით ადამიანი შევარდა სტადიონის გვირაბში, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ამ დროს ჰარის მამა, 56 წლის ალანი,… Continue reading მაგუაირის მამას უემბლიზე ნეკნები ჩაუმტვრიეს

შევა, დარჩი!

უკრაინის ფეხბურთის ფეხერაციის საბანკო ანგარიშს ერთბაშად 16 მილიონი ევრო შეემატა. ეს ის ფულია, ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პრემიალურების სახით რომ გამოიმუშავა. ფინალურ ეტაპზე მოხვედრილ ყველა გუნდს ისეც ეკუთვნოდა 9,25 მილიონი და დამატებით – ჯგუფურ ეტაპზე მოგება (ჩრდ. მაკედონიასთან 2:1) – 1,5 მილიონი, ჯგუფიდან გასვლა – 2 მილიონი და 1/4-ფინალში გასვლა 3,75 მილიონი. ახლა ცედერაციამ უნდა გადაწყვიტოს,… Continue reading შევა, დარჩი!

ბჰაშა გამამხნევებელი

ბჰაშა მუკერჯი, 25 წლის მის ინგლისი, პანდემიის დაწყებისთანავე დაბრუნდა ინდოეთიდან ინგლისში და გმირულად მსახურობს ერთ-ერთ საუნივერისიტეტო ჰოსპიტალში. ბჰაშა დღეს და ღამეს ასწორებდა და ინფიცირებულებს ეხმარებოდა. ამით მან საზოგადოების სიმპათიები უკვე სხვა სფეროდანაც მოიპოვა. ახლა მას ინგლისის დროშები გამოუფენია და ევრო 2020-ის გერმანიასთან ურთულესი მერვედფინალის წინ ფეხბურთელებს ამხნევებს. „ინგლისის ნაკრების მერვედფინალში გასვლამ ინფიცირებული და არა მარტო,… Continue reading ბჰაშა გამამხნევებელი