გორგოძე ბეგუსთან მარტივად დამარცხდა

ლონდონში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირმა. უიმბლდონის პირველ რაუნდში ეკა გორგოძე 4:6 1:6 დამარცხდა ირინა კამელია ბეგუსთან და ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი რუმინელს უკეთესი გამოუვიდა – პირველივე გეიმში მშრალი ანგარიშით მოიგო ქართველის ჩაწოდება და ბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა. ბეგუ მშვიდად ინარჩუნებდა 2 გეიმიან ჰანდიკაპს, თუმცა მერვე გეიმში ეკას შანსი მიეცა –… Continue reading გორგოძე ბეგუსთან მარტივად დამარცხდა

დღეს უიმბლდონი იწყება

დღეს, ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სტარტს აიღებს საჩოგბურთო სეზონის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი. The Championships, Wimbledon – პირველად 1877 წელს ჩატარდა (145 წლის წინ) და ამის შემდეგ 134 ტურნირის გამართვა “მოესწრო”. უიმბლდონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პრინციპული მიდგომებით და ნოვატორული იდეებით. წლევანდელ ტურნირზე არ არიან დაშვებულები რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები (რუსეთი ანხორციელებს სამხედრო აგრესიას… Continue reading დღეს უიმბლდონი იწყება

ქართველ ჩოგბურთელთა ბადე უიმბლდონის ტურნირზე

27 ივნისს, ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სტარტს აიღებს საჩოგბურთო სეზონის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი. WIMBLEDON-ის წლევანდელი ტურნირი ისტორიულია ქართული ჩოგბურთისთვის, რადგან სარეკორდო რაოდენობის მონაწილე გვეყოლება. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთესილი და პირველ მეტოქედ ვეტერანი ლუკაშ როსოლი ეყოლება. 36 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა თავისი კარიერის ზენიტი დიდი ხანია რაც გაიარა და მატჩის ფავორიტად… Continue reading ქართველ ჩოგბურთელთა ბადე უიმბლდონის ტურნირზე

მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი უიმბლდონზე

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სტარტი აიღო “უიმბლდონის” საკვალიფიკაციო ეტაპმა. პირველად თავის კარიერაში ეკა გორგოძე (N 112) კვალიფიკაციის გავლის გარეშე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა, საქართველოს მეორე ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე კი 3 ეტაპიან საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო, საიდანაც პირველი უკვე წარმატებით გადალახა. მარიამი ამ მომენტისთვის მსოფლიო რეიტინგში 189-ე ადგილს იკავებს, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში კი მეტოქედ… Continue reading მარიამ ბოლქვაძის წარმატებული სტარტი უიმბლდონზე

ქართველები როლან გაროსის წყვილთა თანრიგს გამოეთიშნენ

როლან გაროსის წყვილთა თანრიგი წარუმატებელი გამოდგა ქართველი ჩოგბურთელებისთვის – ასპარეზობას პირველი რაუნდში გამოეთიშა როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე ეკა გორგოძე. საფრანგეთის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის ძირითად ბადეში ბასილაშვილი პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან ერთად ასპარეზობდა. ქართულ/პორტუგალიურ წყვილს ტურნირის პირველივე ეტაპზე კეჩმანოვიჩი/მონროს დუეტი დაუპირისპირდა. პირველი სეტი ბრეიკებით “დახუნძლული” გამოდგა – ნიკამ და ჟოამ ორჯერ აიღეს გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე, თუმცა… Continue reading ქართველები როლან გაროსის წყვილთა თანრიგს გამოეთიშნენ

ეკო გორგოძის და ოქსანა კალაშნიკოვას ბადე როლან გაროსის წყვილთა თანრიგში

Georgia's Ekaterine Gorgodze reacts during her singles match against Germany's Angelique Kerber on day 3 of the Women's Tennis Grand Prix WTA 500 tournament in Stuttgart, southwestern Germany, on April 21, 2021. (Photo by Thomas KIENZLE / various sources / AFP) (Photo by THOMAS KIENZLE/AFP via Getty Images)

პარიზში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის მეორე დიდი სლემის ტურნირმა. სამწუხაროდ ეკო გორგოძემ კვალიფიკაცია ვერ გაიარა როლან გაროსის ერთუელთა თანრიგში, სამაგიეროდ საქართველოს პირველი ჩოგანი წყვილთა თანრიგში იასპარეზებს ირინა ბარია მარასთან ერთად(გორგოძე წყვილთა რეიტინგში მსოფლიოს 52-ე ჩოგანია). ქართულ-რუმინული წყვილი ბადის B ჯგუფში მოხვდა, სადაც პირველ მეტოქედ მედისონ ქიზის და ტეილორ თაუნსენდის ამერიკული ტანდემი ეყოლება. ამ წინააღმდეგობის გავლის… Continue reading ეკო გორგოძის და ოქსანა კალაშნიკოვას ბადე როლან გაროსის წყვილთა თანრიგში

როლან გაროსი დაიწყო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირმა. როლან გაროსის 126-ე გათამაშება 2 კვირას გაგრძელდება და 5 ივნისს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 43.6 მილიონი ევროა. გამარჯვებული 2000 სარეიტინგო ქულას და 2, 200, 000 ევროს მიიღებს მამაკაცთა ერთეულთა ბადეში 22-ე ნომრად განითესა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი პირველ წრეში ამერიკელ მაქსიმე კრისის ხვდება (N63… Continue reading როლან გაროსი დაიწყო

მოულოდნელი მარცხი 654-ე ჩოგანთან

პარიზში სტარტი აიღო როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. 1/2 ფინალურ სტადიაზე ეკა გორეგოძემ მოულოდნელი მარცხი იწვნია 18 წლის ოკეან ბაბელთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი საქართველოს პირველ ჩოგანს იდეალური გამოუვიდა – საწყისი 4 გეიმი მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 4:0. ეკოს მხოლოდ 31 წუთი დასჭირდა პირველი სეტის მოსაგებად 6:1. მეორე პარტიის პირველივე გეიმში გორგოძემ კიდევერთხელ დააბრეიკა… Continue reading მოულოდნელი მარცხი 654-ე ჩოგანთან

ბასილაშვილმა და გორგოძემ პირველი ეტაპი მარტივად გადალახეს

STUTTGART, GERMANY - APRIL 21: Ekaterine Gorgodze of Georgia reacts to a won point on day 5 of the Porsche Tennis Grand Prix match between Angelique Kerber of Germany and Ekaterine Gorgodze of Georgia at Porsche Arena on April 21, 2021 in Stuttgart, Germany. (Photo by Philipp Guelland - Pool/Getty Images)

შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი არგენტინელ ფაკუნდო ბაგნის დაუპირისპირდა. შეხვედრის სტარზე, პირველივე გეიმში ნიკამ მესამე მცდელობით მოიგო მეტოქის ჩაწოდება და ბრეიკიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. მალე ბასილაშვილი უკვე 2:0-ს იგებდა, თუმცა არგენტინელი დროულად გამოფხიზლდა – უკუბრეიკი შეასრულა და მეოთხე გეიმში წონასწორობაც აღდგა 2:2. მე-9 გეიმში საქართველოს პირველი ჩოგანი ისევ… Continue reading ბასილაშვილმა და გორგოძემ პირველი ეტაპი მარტივად გადალახეს

ეკო გორგოძე ტოპ 100-ს მიუახლოვდა

გასული კვირა წარმატებული გამოდგა ეკა გორგოძისთვის. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ბელინცონას ჩელენჯერზე ფინალში გააღწია, სადაც უშანსოდ დამარცხდა სერბანთან (3-6 0-6), თუმცა 30 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – 115-ე პოზიცია მსოფლიო რეიტინგში. შეგახსენებთ, რომ ეკო წყვილთა თანრიგში 55-ე ჩოგანია და წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას WTA TOUR-ზე. მარიამ ბოლქვაძემ ბილი ჯინ კინგის თასზე ზედიზედ 5… Continue reading ეკო გორგოძე ტოპ 100-ს მიუახლოვდა