ელინა სვიტოლინა: “მე კორტზე ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძოდი”

მექსიკის ქალაქ მონტერეიში სტარტი აიღო WTA-ს 250-იანმა ტურნირმა. პირველ რაუნდში ერთმანეთს უკრაინელი ელინა სვიტოლინა და რუსი ანასტასია პოტაპოვა შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი, უკრაინელმა ჩოგბურთელმა უარი თქვა ტურნირზე თამაშზე, იქამდე, სანამ რუსებს და ბელორუს სპორტსმენებს არ ჩამოართმევდნენ ეროვნულ სიმბოლიკებს. რუსეთი-უკრაინის ომის ფონზე, ATP-მ და WTA-მ მიიღ გადაწყვეტილება დროებით ყველანაირი ეროვნული სიმბოლიკები მოეშორებინა… Continue reading ელინა სვიტოლინა: “მე კორტზე ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძოდი”

აზარენკამ სვიტოლინა გაანადგურა

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში 6:0 6:2 გაანადგურა ელინა სვიტოლინა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი ბელარუს ჩოგბურთელს ფანტასტიკური გამოუვიდა – ზედიზედ 8 გეიმი მოიგო და სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა 6:0 2:0. სვიტოლინა საკმაოდ მძიმედ მოძრაობდა კორტზე, არ გამოსდიოდა ჩაწოდება და ერთიმეორეს მიყოლებით აგებდა გეიმებს. მე-9 გეიმში უკრაინელმა… Continue reading აზარენკამ სვიტოლინა გაანადგურა

კანადელი თინეიჯერი US OPEN-ის ნახევარფინალში

2021 წლის US OPEN-ის მთავარი სენსაცია ლეილა ფერნანდესი აგრძელებს წარმატებულ სვლას დიდი სლემის ტურნირზე. 1/4 ფინალურ ეტაპზე კანადელმა თინეიჯერმა 6:3 3:6 7:6 სძლია ელინა სვიტოლინას და კარიერაში პირველად გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სეტის მეორე ნახევრიდან სიტუაცია შეიცვალა – მე-6 გეიმში ლეილამ… Continue reading კანადელი თინეიჯერი US OPEN-ის ნახევარფინალში

ელინა სვიტოლინას მე-16 ტიტული

ჩიკაგოში დასრულდა WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, ფინალურ მატჩში პირველ ნომრად განთესილმა ელინა სვიტოლინამ 2 სეტში დაამარცხა ალიზ კორნე და კარიერაში მე-16 ტიტული მოიგო. უკრაინელმა ჩოგბურთელმა 2021 წელს პირველი ტურნირი მოიგო და დაასრულა წარუმატებელი სერია, რომელიც თითქმის 1 წელს გრძელდებოდა (ბოლო ტიტული ელინამ 2020 წელს სტრასბურგში მოიგო). ფინალური შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გრძელდებოდა, სვიტოლინამ… Continue reading ელინა სვიტოლინას მე-16 ტიტული