ემა ჰარის: მითხარი როგორ…

2021 წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული, 19 წლის ბრიტანელი ჩოგბურთელი, ემა რადუკანუ, ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კაპიტან ჰარი კეინს შეხვდა და რჩევა სთხოვა. წყაროს ინფორმაციით, ემამ ტოტენჰემის ვარსკვლავს ჰკითხა, როგორ იცხოვროს ისეთ პირობებში, როცა დღენიადაგ საზოგადოების ყურადღება მისკენაა მიპყრობილი. ჰარის გარკვეული რჩევები მიუცია რუმინული წარმოშობის მეჩოგნისათვის, რომელიც არ საჯაროვდება. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინათ რადუკანუმ ისევ… Continue reading ემა ჰარის: მითხარი როგორ…

US OPEN-ს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა

US OPEN-ზე სენსაციები გრძელდება… პირველ სათამაშო დღეს ასპარეზობას გამოეთიშნენ სტეფანოს ციციპასი და ტეილორ ფრიცი, დღეს გამთენიისას კი ამერიკის ღია პირველობას მოქმედი ჩემპიონიც გამოემშვიდობა. 2021 წლის US OPEN-ის ჩემპიონმა ემა რადუკანუმ მოულოდნელად პირველი წრის შეხვედრა 3:6 3:6 წააგო ალიზ კორნესთან და ტურნირი ნაადრევად დატოვა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა 2030 ქულა დაკარგა (შარშან ამერიკის ღია პირველობა კვალიფიკაციის გავლით მოიგო… Continue reading US OPEN-ს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა

ემა რადუკანუმ სერენა უილიამსი გაანადგურა

წარუმატებელი გამოდგა ცინცინატის მასტერსი სერენა უილიამსისთვის. დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა პირველივე წრეში წააგო ემა რადუკანუსთან 4:6 0:6 და ასპარეზობას გამოეთიშა. საწყის სეტში სერენა მეტნაკლებად წინააღმდეგობას უწევდა ახალგაზრდა მეტოქეს და 4 გეიმის მოგებაც შეძლო, თუმცა მეორე პარტიაში 40 წლის ამერიკელს უკვე აღარაფერი გამოსდიოდა. ბრიტანელმა ატჩი 6:4 6:0 მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზურიც იოლად გაიფორმა(მეორე რაუნდშ… Continue reading ემა რადუკანუმ სერენა უილიამსი გაანადგურა

ვინუსის წარუმატებელი დაბრუნება

ა.შ.შ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში სტარტი აიღო WTA-ს მორიგმა ტურნირმა. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვინუს უილიამსმა პირველ წრეში 6:4 1:6 4:6 წააგო რებეკა მარინოსთან და ასპარეზობას გამოეთიშა. ამერიკელი ჩოგბურთელისთვის ეს მარცხი ორმაგად მტკივნეული იყო, რადგან მესამე, გადამწყვეტ სეტში 4:1 იგებდა და ამის შემდეგ ზედიზედ 5 გეიმი დათმო. 42 წლის ვინუსისთვის ეს გახლდათ პირველი ოფიციალური მატჩი 2021… Continue reading ვინუსის წარუმატებელი დაბრუნება

მბაპე, სალაჰი, ლეკლერი, რადუკანუ და შვიონტეკი – ევროპული ფორბსის სიაში

კილიან მბაპე და მოჰამედ სალაჰი მოხვდნენ ევროპული “ფორბსი 30-30”-ის სიაში, რომელიც 30 წლამდე ადამიანებით არის დაკომპლექტებული. რეიტინგში მოხვდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც 30 წლის ასაკამდე დიდი აღიარება მოიპოვეს პროფესიონალურ დონეზე. “პ.ს.ჟ”-ს და “ლივერპულის” ფეხბურთელების გარდა, სიაში მოხვდა NBA-ს კლუბ “იუტას” ფრანგი ცენტრი რუდი გობერი, ფორმულა 1-ის პილოტი შარლ ლეკლერი, ჩოგბურთელები ემა რადუკანუ და იგა შვიონტეკი,პარაოლიმპიელი… Continue reading მბაპე, სალაჰი, ლეკლერი, რადუკანუ და შვიონტეკი – ევროპული ფორბსის სიაში

ემა რადუკანუმ გერმანული ბარიერი გადალახა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გრძელდება WTA-ს 5000-იანთა კატეგორიის  პრესტიჟული ტურნირი. 1/8 ფინალურ ეტაპზე ბრიტანელმა ემა რადუკანუმ 6:0 2:6 6:1 სძლია ტამარა კორპაჩს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. First WTA clay-court quarterfinal ✅🫂@EmmaRaducanu | #PorscheTennis pic.twitter.com/sRcaSP1c6p — wta (@WTA) April 21, 2022 US OPEN-ის მოქმედ გამარჯვებულს შეხვედრაში იდეალური სტარტი გამოუვიდა – ემა ერთნაირად კარგად გამოიყურებოდა როგორც ჩაწოდებაზე, ასევე… Continue reading ემა რადუკანუმ გერმანული ბარიერი გადალახა

რადუკანუს წარუმატებელი სერია გრძელდება

ინდიან – უელსის მასტერსის მესამე წრეში US OPEN-ის გამარჯვებულმა ემა რადუკანუმ 7:6 4:6 5:7 წააგო ხორვატ პეტრა მარტიჩთან და ასპარეზობას გამოეთიშა. პირველი სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – სტარტზე ბრიტანელი უკეთესად გამოიყურებოდა, რომელიც 3:1 დაწინაურდა, თუმცა მარტიჩი დროულად გამოფხიზლდა და ზედიზედ 4 გეიმის მოგებით უკვე თვითონ გავიდა ბრეიკიანი უპირატესობით წინ. რადუკანუმ გაიბრძოლა – ანგარიშში წონასწორობა აღადგინა… Continue reading რადუკანუს წარუმატებელი სერია გრძელდება

რადუკანუ ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენია, ზვერევი გერმანიის

US OPEN-ის სენსაციური ჩემპიონი ემა რადუკანუ BBC-ის ვერსიით დიდი ბირტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. უკანასკნელი 44 წლის განმავლობაში ემა გახდა პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. რადუკანუმ 18 წლის ასაკში მოახერხა ამერიკის ღია პირველობის მოგება და საკუთარი გვარი სამუდამოდ ჩაწერა ჩოგბურთის ისტორიაში. „ჩემთვის უდიდესი პატივია ამ პრიზის მიღება. ძალიან დიდი მადლობა ყველას,… Continue reading რადუკანუ ბრიტანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენია, ზვერევი გერმანიის

რადუკანუ – წლის ახალბედა, ბარტი – წლის მოთამაშე

WTA-მ 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები დააჯილდოვა. წლის საუკეთესო ჩოგბურთელი – მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი და უიმბლდონის გამარჯვებული ეშლი ბარტი გახდა. წლის საუკეთესო წყვილის წოდება – როლან გაროსის ჩეხმა ჩემპიონებმა ბარბორა კრეიჩიკოვამ და კატერინა სინიაკოვამ ირგუნეს. ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე ბარბორა კრეიჩიკოვა გახდა, რომელიც 2021 წლის სეზონს ტოპ60-ის მიღმა იმყოფებოდა, თუმცა ბრწყინვალედ ათამაშდა, მოიგო… Continue reading რადუკანუ – წლის ახალბედა, ბარტი – წლის მოთამაშე

ემა რადუკანუ ახალ მწვრთნელს ეძებს

წარუმატებელი გამოდგა 2021 წლის ინდიან – უელსის მასტერსი ბრიტანელი ემა რადუკანუსთვის. US OPEN-ის მოქმედმა გამარჯვებულმა პირველივე მატჩი წააგო ალექსანდრა სასნოვიჩთნ 2:6 4:6 და ასპარეზობას გამოეთიშა. ამერიკული მასტერსის დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ჩოგბურთელმა შეწყვიტა თანამშრომლობა მწვრთნელ ენდრიუ რიჩარდსონთან, იმ სპეციალისტთან რომელმაც მას ამერიკის ღია პირველობა მოაგებინა. ინდიან უელსისთვის ემას ბრიტანელი ჯერემი ბეიტსი ამზადებდა,… Continue reading ემა რადუკანუ ახალ მწვრთნელს ეძებს