“რა მიგარბენინებდა…”

ასტონ ვილას მწვრთნელმა უნაი ემერმა არსენალთან 2:4 წაგების მერე ემილიანო მარტინესის მოქმედებაზეც ისაუბრა. როცა 2:3 იყო, ბოლო წუთზე ასტონ ვილას არგენტინელი მეკარე კუთხურზე ჩავიდა მეტოქის კართან, მაგრამ იქ ხეირი ვერაფერი ნახა, კონტრშეტევაზე კი არსენალის მარტინელიმ ცარიელ კარში გაიტანა… მანამდე, 2:2-ზე არსენალის გოლი ასე გავიდა: ჟორჟინიომ დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა, მერე კი გადამხტარი მარტინესისგან რიკოშეტით შევარდა… Continue reading “რა მიგარბენინებდა…”

“სად ნახეთ აქ მბაპეს დაცინვა?” – რა მოხდა ფინალის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ზეიმისას, არგენტინის ნაკრების მეკარემ ემილიანო მარტინესმა კილიან მბაპეს სახიანი თოჯინა აიღო და ისეთი მოძრაობები გააკეთა, რომ ბევრმა ჩათვალა თითქოს ამით კილიანს დასცინა. ამ თემაზე თავად არგენტინელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მბაპესთვის არ დაუცინია და მოყვა თუ რა მოხდა რეალურად. “ის რაც გასახდელში ხდება, გასახდელში უნდა დარჩეს. მბაპეზე სიმღერა არ უნდა გახმაურებულიყო.… Continue reading “სად ნახეთ აქ მბაპეს დაცინვა?” – რა მოხდა ფინალის შემდეგ

წლის საუკეთესო მეკარე გამოვლინდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორის ფედერაციამ (IFFHS) წლის საუკეთესო მეკარე დაასახელა – ეს ტიბო კურტუაა. ბელგიელმა გოლკიპერმა ეს ჯილდო კარიერაში მეორედ მიიღო 1) ტიბო კურტუა – 125 ქულა 2) ემილიანო მარტინესი – 110 3) უასინ ბონო – 55 4) დომინიკ ლივაკოვიჩი – 30 5) უგო ლორისი – 25 6) ვოიცეხ შჩესნი – 15 7-8) იან… Continue reading წლის საუკეთესო მეკარე გამოვლინდა

კარს მარტინესი იცავს, მარტინესის ოქროს მედალს კი – ძაღლი!..

არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონმა მეკარე ემილიანო მარტინესმა ბელგიური ნაგაზი იყიდა, რათა… ოქროს მედალი დაიცვას. როგორც იცით, მარტინესი ინგლისურ ასტონ ვილაში თამაშობს, კლუბს შეუერთდა და სახლში ახალი წევრი შეიმატა: ბელგიური ნაგაზი მალინუა, რომელშიც 20 000 გირვანქა გადაიხადა. ნაგაზს განსაკუთრებული თვისებები აქვს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ელიტური სამხედრო ქვედანაყოფები იყენებენ. ამ ჯიშის ნაგაზი ჰყავთ უგო ლორისსა და მიკელ არტეტასაც.… Continue reading კარს მარტინესი იცავს, მარტინესის ოქროს მედალს კი – ძაღლი!..

მარტინესმა ჟესტი ახსნა

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, ჟურნალისტებს განუმარტა იმ უცენზურო ჟეტის მიზეზი, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ დაჯილდოებისას გამოხატა. „ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ფრანგები მთელი თამაშის განმავლობაში მისტვენდნენ. თუმცა ასეთი ამპარტავნება ჩემზე არ მოქმედებს. ამიტომაც ვუჩვენე მათ ეს ჟესტი.“ –  უთხრა მარტინესმა არგენტინულ რადიო La Red-ს. 30 წლის მარტინესი ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს… Continue reading მარტინესმა ჟესტი ახსნა

მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელდა

კატარში გამართული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე – ემილიანო მარტინესია. არგენტინელმა კიპერმა, პენალტების სერიაში, მანამდე ნიდერლანდებთან, ახლა საფრანგეთთან, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ასევე, ფინალში, დამატებითი მეორე ტაიმის ბოლო წუთზე, კოლო მუანის ურთულესი ბურთი აუღო.  

ემილიანო მარტინესი: “ფავორიტი ბრაზილიაც იყო…”

2M13H2Y Argentina's Lionel Messi celebrates his sides victory in the penalty shoot out with goalkeeper Emiliano Martinez following the FIFA World Cup Quarter-Final match at the Lusail Stadium in Lusail, Qatar. Picture date: Friday December 9, 2022.

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა საფრანგეთთან დაპირისპირებაზე ისაუბრა “კოპა ამერიკის ფავორიტი ბრაზილია იყო, ახლა საფრანგეთია. ასე უფრო მოგვწონს, არ ვფიქრობთ, რომ ვინმეზე მაღლა ვდგავართ. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს. ვფიქრობ, მესი კარგადაა და ძალიან მაგრად ითამაშებს. ახლა უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე კოპა ამერიკის დროს ვიყავით. თუ დაცვაში კარგად ვითამაშებთ, შეტევაშიც ბევრი შანსი მოგვეცემა,” – თქვა  ასტონ… Continue reading ემილიანო მარტინესი: “ფავორიტი ბრაზილიაც იყო…”

ემილიანო მარტინესი: ეს იყო მატჩი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში არგენტინის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი არგენტინელთა მეკარემ ემილიანო მარტინესმა გააკეთა. “ვერ ვიჯერებ, რომ ტურნირი მარცხით დავიწყეთ. ხალხს ჩვენში ეჭვი ეპარებოდა, რადგან მანამდე ზედიზედ 36 მატჩში არ წაგვიგია, შემდეგ კი საუდის არაბეთთან დავმარცხდით. მექსიკასთან შეხვედრის პირველი ტაიმი საუკეთესო არ ყოფილა. ეს იყო მატჩი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. არგენტინის ნაკრები 26… Continue reading ემილიანო მარტინესი: ეს იყო მატჩი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ

სიგიჟე: ყოველ მატჩზე მესის რამდენი მაისური იბეჭდება? 

როდესაც ნაკრებში ლეო მესია, არგენტინის ნაკრების ფორმის მწარმოებელს საქმე სულ ექნება. გარდა გულშემატკივრებისა, სპონსორები, მენეჯერები, სხვა ფეხბურთელები – არგენტინელი ჯადოქრის მაისურს ითხოვენ – ამისთვის, ორ საერთაშორისო მატჩში, 650 ცალი იბეჭდება. ამის შესახებ, ასტონ ვილასა და ალბისელესტეს მეკარე, ემილიანო მარტინესი გვიყვება. სხვების? ათეულობით და ეს საერთო შედეგზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. ყველას მესის მაისური უნდა. რა… Continue reading სიგიჟე: ყოველ მატჩზე მესის რამდენი მაისური იბეჭდება?