მოჰამედ სალაჰი… ემპოლიში

მოჰამედ სალაჰი იტალიის ემპოლიშია, 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობს. არაფერსაც არ ვიტყუებით: საუბარია დანიის მოქალაქე მოჰამედ სალაჰზე, რომელიც ლუნგბიუს აკადემიაში თამაშობდა, გოლები საკმაოდ გაჰქონდა და ახლა იტალიაში სურს კარიერის გაგრძელება. სალაჰი დანიაშია დაბადებული. ლუნგბიუმდე ბრონდბიუს აკადემიაშიც იყო. სახელ-გვარი კი უბრალოდ ემთხვევა… ამპლუაც. აბა, ის მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგაში ახლა ინტერთან გოლების გასატანად ემზადება.