ენდი მარეიმ ზვერევს მოუგო

კატარის დედაქალაქ დოჰაშ გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე რაუნდის ცენტრალურ მატჩად ალექსანდრ ზვერევის და ენდი მარეის დაპირისპირება მიიჩნეოდა. შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა – 3 საათიან მატჩში ბრიტანელმა 7:6 2:6 7:5 სძლია გერმანელს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. პირველი სეტის მიმდინარეობისას, საშამ ორჯერ მოახერხა ბრეიკით წინ გასვლა (2:1, 5:4), თუმცა ორივე შემთხვევაში ენდიმ დროული უკუბრეიკი შეასრულა.… Continue reading ენდი მარეიმ ზვერევს მოუგო

ენდი მარეიმ სტაბილურობა დაიბრუნა

ესპანეთის ქალაქ ხიხონში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. Gijon Open-ზე Wild card-ით ასპარეზობს მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 7:5 6:2 მოუგო ტურნირზე მეექვსე ნომრად განთესილ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას, მეორე რაუნდში კი უმძიმეს ბრძოლაში სძლია პედრო კაჩინს 2:6 7:5 7:6. შეხვედრის სტარტი არგენტინელს უკეთესი გამოუვიდა – პირველსავე გეიმში დააბრეიკა… Continue reading ენდი მარეიმ სტაბილურობა დაიბრუნა

ვავრინკა ცინცინატის მასტერსს ნაადრევად გამოეთიშა

P5N6EF Andy Murray (GB) playing in the first round of the Nature Valley International, Eastbourne 25th June 2018. His first win since Wimbledon 2017, after.....

ამერიკის ქალაქ ცინცინატიში სტარტი აიღო ATP-ის მორიგმა მასტერსმა. ტურნირის პირველივე რაუნდშ საინტერესო დაპირისპირება შედგა ენდი მარეი სტენ ვავრინკას წინააღდეგ. ბრიტანელი და შვეიცარიელი ერთმანეთს კარიერაში 22-ედ ხვდებოდნენ. ურთიერშეხვედრებში ენდი 22:19 იგებდა. პირველ სეტში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა – ორივე ჩოგბურთელი მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და ბიჭები ტაიბრეიკამდე ბრეიკპოინტების გარეშე მივიდნენ. საჩოგბურთო ლატარეაში ოდნავ უკეთესად მაინც მარეი… Continue reading ვავრინკა ცინცინატის მასტერსს ნაადრევად გამოეთიშა

ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ

კანადის ქალაქ მონრეალში სტარტი აიღო ATP-ის მორიგმა მასტერსმა. ტურნირის პირველივე წრეში გამოეთიშნენ ასპარეზობას იტალიელი მატეო ბერეტინი და ბრიტანელი ენდი მარეი. ბერეტინის ბადეში ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ პაბლო კარენო ბუსტა შეხვდა. ესპანელი ჩოგბურთელი პირველივე წუთებიდანვე ძალიან კარგად მოძრაობდა კორტზე და სისწრაფეში აშკარად ჯაბნიდა იტალიელს. პაბლომ თავისი ჭკვიანური ტაქტიკით არაერთხელ ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში მატეო და… Continue reading ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ

ნადალი მონრეალის მასტერსს მოეხსნა

ორშაბათს, კანადის ქალაქ მონრეალში სტარტს აიღებს ATP-ის მორიგი მასტერსი. სამწუხაროდ პრესტიჟულ ტურნირზე ვერ იასპარეზებს რაფაელ ნადალი, რომელმაც ტრავმა გაიმიზეზა და თამაშზე უარი თქვა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ბოლოს უიმბლდონის გრანდ სლემის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც მატჩი კი მოიგო, თუმცა მუცლის კუნთი დაიზიანა და მომდევნო შეხვედრა უკვე ვეღარ ჩაატარა. “4 დღის წინ დავიწყე ვარჯიში და თიტქოს ყველაფერი წესრიგში იყო,… Continue reading ნადალი მონრეალის მასტერსს მოეხსნა

ჯონ ისნერმა ენდი მარეის კარიერაში პირველად მოუგო

ამერიკელი ჯონ ისნერისთვის ერთერთი ყველაზე უხერხული მეტოქე ATP TOUR-ზე ენდი მარეი გახლდათ. “პატარა ჯონს” ენდი ბოისთან 8 ურთიერთშეხვედრიდან ყველა წაგებული ქონდა და როდესაც ამ ჩოგბურთელთა გზა უიმბლდონის მეორე წრეში გადაიკვეთა, ენდის გულშემატკივრებს ეს ამბავი ძლაიან ესიამოვნათ. ყველა სერია სადღაც მთავრდება… მარეიმ ბევრი იბრძოლა, თუმცა ჩაწოდების გიჟური სისწრაფის მქონე “იანკიმ” 4 სეტში 6:4 7:6 6:7 6:4… Continue reading ჯონ ისნერმა ენდი მარეის კარიერაში პირველად მოუგო

ბერეტინიმ კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო

BOSS OPEN 2022 on 12.06.22 in Stuttgart. Winner ceremony with Andy Murray (GBR) and Matteo Berrettini (ITA) (Photo: Paul Zimmer/Sportfoto Zimmer)

მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანმა მატეო ბერეტინიმ შტუტგარტის 250-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალურ მატჩში 6:4 5:7 6:3 სძლია ენდი მარეის და კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მატეოს თითქმის 3 თვე არ ქონდა ნათამაშები(ხელზე ოპერაცია გაიკეთა), იტალიელმა დამაჯერებლად ჩაატარა BOSS OPEN და სრულიად დამსახურებულად მოიგო ტურნირი. ბალახის საფაროვან კორტებზე მან ჯამში მესამე ტიტული მოიგო, ხოლო… Continue reading ბერეტინიმ კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო

ენდი მარეიმ ტოპ 5-ის ჩოგბურთელი დაამარცხა

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/4 ფინალური მატჩი ენდი მარეის და სტეფანოს ციციპასს შორის. მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ჩოგანს ბალახზე თამაში ყოველთვის კარგად გამოსდიოდა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა. პირველი სეტი აბსოლიტურად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა საკუთარ გეიმებს და ტაიბრეიკის დანიშვნაც ლოგიკური ჩანდა. მე-12 გეიმში ენდიმ… Continue reading ენდი მარეიმ ტოპ 5-ის ჩოგბურთელი დაამარცხა

ენდი მარეის მე-700 გამარჯვება ATP TOUR-ზე

ამერიკაში სტარტი აიღო ინდიან უელსის მასტერსმა. პირველი რაუნდის მატჩში ენდი მარეიმ მძიმე ბრძოლაში 1:6 6:2 6:4 სძლია იაპონელ ტარო დანიელს და კარიერაში მე-700 გამარჯვება იზეიმა. შეხვედრის სტარტი წარუმატებელი გამოვიდა ბრიტანელისთვის, რომელმაც პირველი პარტია 29 წუთში დათმო 1:6. მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი დროულად გამოფხიზლდა – მეორე პარტიაში კორტზე “განსხვავებული” მარეი გამოვიდა, რომელმაც 40 წუთში 6:2… Continue reading ენდი მარეის მე-700 გამარჯვება ATP TOUR-ზე

ენდი მარეის გამანადგურებელი მარცხი

დოჰას ტურნირის მეორე წრეში, მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – ენდი მარეიმ სამარცხვინო ანგარიშით წააგო მატჩი რობერტო ბაუტისტა აგუტთან 0:6 1:6. პირველ სეტში ბრიტანელმა ჩგბურთელმა ვერცერთი გეიმის მოგება ვერ შეძლო და კარიერაში მეთორმეტედ დათმო პარტია მშრალი ანგარიშით. ბოლოს ასეთი რამ ენდის 2015 წელს, მაიამის მასტერსის ფინალში შეემთხვა. მარეიმ მესამედ დაასრულა შეხვედრა ისე რომ, მხოლოდ ერთადერთი… Continue reading ენდი მარეის გამანადგურებელი მარცხი